№26 ნიჰილისტი გალაკტიონი
ია-ვარდი რომ არ არის,
სად მოვკრიფო?
საქართველო მხოლოდ პრასა და ქინძია.
საქართველო ერთ დროს იყო სახელმწიფო,
საქართველო ეხლა არის პროვინცია.
გარეშემო ბანძა არის და ოკრიბა.
თუ ვინმეა, ერთად ერთი გალაკტიონ ტაბიძეა.
***
აჰ, ღმერთო! ასე რომ მაწვალებ,
კანონის რომელი მუხლია?
დავტოვებ ამ თბილისს, სულ წავალ
და ყველას თავში ქვა უხლია!
გალაკტიონი