№26 რა გაახსენდა ნილ არმსტრონგს, როდესაც მან მთვარეზე დადგა ფეხი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი მელორ სტურუა ასეთ ისტორიას ყვება: „როდესაც ნილ არმსტრონგმა მთვარეზე ფეხი დაადგა, თქვა: ეს ერთი ნაბიჯი კაცობრიობისთვის დიდი ნახტომია... ისე კი დროა, ქალბატონმა სარამ, თავისი ქმრისთვის მიცემული პირობა შეასრულოსო... არმსტრონგი რომ მთვარიდან დაბრუნდა, პრესაში მრავალრიცხოვანი ინტერვიუ დაიბეჭდა. თითქმის ყველა ჟურნალისტი ეკითხებოდა, თუ ვინ იყო ქალბატონი სარა, რა პირობა მისცა მან ქმარს და რატომ გაახსენდა ეს არმსტრონგს მთვარეზე, მაგრამ პირველი „მთვარის კაცი“ ამ საიდუმლოს არ ამხელდა. ერთხელ არმსტრონგი მოსკოვში იყო ჩამოსული და მისი გიდობა მე დამავალეს. მომენტს ვეძებდი, რომ მისთვის ქალბატონ სარას საიდუმლო დამეტყუებინა. რესტორან „არაგვში“ ლეგენდარული ასტრონავტი ნატურალური „ხვანჭკარით“ შეთვრა, მეც მომენტი შევარჩიე და ვკითხე. ნილ არმსტრონგს გაეცინა და მითხრა: ბავშვობაში ჩვენს მეზობლად ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ქალს სარა ერქვა. ერთხელ, თამაშის დროს ბურთი მათი ფანჯრების ქვეშ ჩამივარდა და წამოსაღებად რომ გადავძვერი, ცოლ-ქმრის საუბარი მოვისმინე. ქმარი სარას ორალურ სექსს სთხოვდა, რაზეც ქალმა ქმარს კატეგორიულად უთხრა: ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, ჩვენი მეზობელი, პატარა ნილი მთვარეზე ფეხს რომ დაადგამსო. მე სწორედ მთვარეზე გამახსენდა ეს სიტყვები და ამიტომაც ვთქვიო...
მე და ნილმა ქალბატონ სარას სადღეგრძელო „ხვანჭკარით“ დავლიეთ“.