№26 ეს საინტერესოა
* ცნობილ ჰალეის კომეტას საპნის მხარშავის შვილის, შემდგომში ინგლისის სამეფო საზოგადოების მდივნის, სამეფო ასტროლოგის, გრინვიჩის ობსერვატორიის დირექტორის, ნიუტონის ახლო მეგობრის სახელი ჰქვია.
* 1683 წელს ვენის მისადგომებთან თურქეთის ჯარი დამარცხდა. სხვა ალაფთან ერთად, ავსტრიელებს ყავის მარცვლებით სავსე ასობით ტომარა დარჩათ. მათ ეს აქლემის საკვებად მიიღეს. თუმცა ვინმე ფრანკ კოლშიცკიმ კარგად იცოდა მისი ფასი, სთხოვა, ტომრები მისთვის მიეცათ. კარგად გამოიყენა და შედეგად პატივი და სიმდიდრე მიიღო.
* ერის მამად წოდებული ბენჯამინ ფრანკლინი პოლიტიკური მოღვაწეც იყო, მეცნიერიც, გამომგონებელიც, გამომცემელიც, მრავალმხრივი ნიჭითა და ინტერესთა ფართო სპექტრით... ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ყოფილა ამერიკის პრეზიდენტი, მაინც გამოსახეს ასდოლარიან კუპიურაზე.