კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ბრძნული აზრები

რასელი: დიაგნოსტიკამ ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომ ჯანმრთელი ადამიანები აღარ დარჩნენ.
ვოვენარგი: ჩვენ ვერ ვცხოვრობთ ჩვენი ოცნებებით, რადგან ვცხოვრობთ ჩვენი შიშებით.
მონტენი: შეუძლებელია, ღმერთისკენ წახვიდე, თუ ადამიანს გადააბიჯებ.
ტვენი: ყრუს ჰგონია, რომ ვინც ცეკვავს, გიჟია.
დედა ტერეზა: ეცადეთ, თქვენ გიყვარდეთ სხვები და არა სხვებს უყვარდეთ თქვენ.
შოუ: თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას. აი, რატომ ეშინია უმრავლესობას თავისუფლების.
მამარდაშვილი: მტრის ხატი – ესაა დამანგრეველი ფსიქოლოგიური ძალა, იმიტომ რომ მტერი კი არ იწვევს ეჭვს, ეჭვი შობს მტერს. ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს. ეჭვი ჩემი უძლურებაა – მე მეშინია ყველაფრის, როცა უძლური ვარ. მტერი არის განსხეულება იმისა, რაც ჩემშივეა ფესვგადგმული, როგორც უძლურება.
ჯეფერსონი: ნუ დაუწყებთ ძებნას ადამიანებს, რომლებიც არ იტყუებიან – ასეთები არ არსებობენ. მოძებნეთ ისინი, ვინც იტყუებიან, თუმცა, არ გღალატობენ. ასეთებთან საქმის დაჭერა შესაძლებელია.
ბლოკი: ჩვენ გაცილებით ნაკლებად ვინერვიულებდით იმაზე, თუ რას იტყვის ჩვენზე ხალხი, რომ ვიცოდეთ, რა ცოტას ფიქრობენ  ისინი ჩვენზე.
პასკალი: ადამიანებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი არა საჭიროებისთვის, არამედ ბედნიერებისთვის.
ფრანსი: როდესაც ადამიანების მოქმედებებზე თვალებს ძალიან ხშირად ვხუჭავთ, ისინი ისეთი ქმედებების ჩადენას იწყებენ, რაც დახუჭული თვალებითაც ჩანს.
ტოლსტოი: როდესაც თქვენ იწყებთ სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე ფიქრს, მაშინ თქვენი პრობლემების მოგვარებით ღმერთია დაკავებული.
რემარკი: ბედნიერი ადამიანები აწყობენ საკუთარ შინაგან სამყაროს, ხოლო უბედური ადამიანები განსჯიან... გარეგან სამყაროს.
ემერსონი: მსოფლიო გზას უთმობს მას, ვინც იცის, საით მიდის.
ზოლა: თუ სიმართლეს დაფარავთ და მიწაში ჩამარხავთ, უსათუოდ გაიზრდება და ერთხელაც ისეთ ძალას მოიპოვებს, რომ თავის გზაზე ყოველივეს წალეკავს.
კენედი: თუ ქალმა ცუდად გაზარდა შვილები, დანარჩენს აზრი აღარ აქვს.
უაილდი: არაფერი ისე არ იპყრობს მამაკაცის გულს, როგორც იმის შეცნობა, რომ ის უყვართ.
скачать dle 11.3