№26 ტესტი – ფინჯნის მიხედვით
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
როგორი ფინჯნით გირჩევნიათ ყავისა და ჩაის მირთმევა? იცოდით, რომ ამით საკუთარ თავზე საინტერესო ფაქტებს შეიტყობთ? თუ გაინტერესებთ, მაშინ ყურადღება მოიკრიბეთ და ნახეთ, რა გამოვა.
აირჩიეთ ჭიქა
1. ფაიფურის ელეგანტური ფინჯანი, როკოკო-ბაროკოს სტილის – ექსტრავაგანტური, კომუნიკაბელური და პოზიტიური ხართ. ადამიანებში მხოლოდ საუკეთესოს ეძებთ და ამით თავადაც ხარობთ. პრიორიტეტულად მიგაჩნიათ მეგობრებთან და ახლობლებთან საინტერესოდ დროის გატარება. რაოდენობასთან შედარებით უპირატესობას ხარისხს ანიჭებთ. ყველაფერში კლასიკური გიყვართ. საკმაოდ დელიკატური პიროვნება ხართ, შესაბამისად, სულაც არ გიყვართ ყოველდღიური რუტინის დარღვევა. თავდაჯერებულად გამოიყურებით, თუმცა სინამდვილეში დაბალი თვითშეფასება გაქვთ. ჭკვიანი ხართ და ყველაფრის კონტროლი გიყვართ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, ვინაიდან, ვისაც ენდობით, შესაძლოა, იმედები გაგიცრუოთ.
2. საყვარელი ჭიქა „ფისუნია“ – მოგწონთ, როდესაც სხვისთვის სასარგებლო ხართ. რასაც გეგმავთ და ორგანიზებას უკეთებთ, ყველაფერი გამოგდით. სამსახურში საკმაოდ წარმატებული ხართ, თუმცა სახლში ყველაფერი სხვაგვარადაა. პირად ცხოვრებაში წონასწორობის გამოძებნა გიჭირთ, რის გამოც ხშირად ნერვიულობთ. აუცილებლად გამოყავით დრო დასაფიქრებლად – თქვენ ხომ სულ სადღაც გეჩქარებათ.
3. ჩვეულებრივი, მოზრდილი ჭიქა, ერთი ყურით – საკმაოდ დისციპლინირებული ხართ, თუმცა, უნდა დაფიქრდეთ, რა გინდათ ცხოვრებისგან. ხშირად იკონტაქტეთ ადამიანებთან, რომლებიც გავსებენ და მოტივაციას გაძლევენ. და დატკბით ცხოვრებით. გაკლიათ ემოციები. უნდა გაერკვეთ, რა განიჭებთ ბედნიერებას.
4. ვარდისფერი ჭიქა გულებით – საკმაოდ ნერვული და იდუმალი ადამიანი ხართ, მუდამ ნოვატორული იდეებით სავსე. შემოქმედებითი ნიჭი გაქვთ, რაც გაძლევთ საშუალებას, თქვენი თამამი შეხედულებები სინამდვილედ აქციოთ. ყოველთვის ბევრს ფიქრობთ და ინტელექტი საკმაოდ მაღალ დონეზე გაქვთ განვითარებული. დროა, ენდოთ საკუთარ ინტუიციას.
5. ჭიქა „3D“ ეფექტებით – შემოქმედებითი ნატურა ხართ. ტყუილუბრალოდ არ კარგავთ დროს. მუდამ გახსნილი ხართ სიახლეებისა და ნოვატორული იდეებისთვის. გაქვთ შემოქმედებითი ნიჭი. მნიშვნელოვანია, შეიგრძნოთ, რომ აუცილებელი და ძვირფასი ხართ.
6. ბრენდირებული ყავის საფირმო ჭიქა – შრომისმოყვარე და ცვალებადი ადამიანი ხართ, რომელსაც არ უყვარს საკუთარი გრძნობების გამოხატვა. თქვენთან ურთიერთობაში სწორედ თქვენს უბრალოებას აფასებენ. ცდილობთ, წინასწარ დაგეგმოთ ყველაფერი. დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ.