კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ტრაგედია შოუს ელემენტებით

აგათა კრისტი
სადაზღვევო კომპანიამ, „ჩრდილოეთის კავშირმა“,  პუაროს  სთხოვა, მისტერ მალტრავერსის სიკვდილის ვითარება გამოერკვია. დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე, მან საკუთარი სიცოცხლე 50 ათას ფუნტად დააზღვია. ხელშეკრულება თვითმკვლელობასთან დაკავშირებით ჩვეულებრივ პუნქტს შეიცავდა, რომლის თანახმადაც, ასეთ სიტუაციაში ერთი წლის განმავლობაში დაზღვევას არ ანაზღაურებენ. მისტერ მალტრავერსი სადაზღვევოს ექიმმა გამოიკვლია და მიუხედავად იმისა, რომ იგი არც ისე ახალგაზრდა იყო, დაასკვნა, ჯანმრთელობის პრობლემა არ  ჰქონიაო. ოთხშაბათს მისტერ მალტრავერსი საკუთარ მამულში, მასდონ მეინორში, მკვდარი იპოვეს. სიკვდილის  მიზეზად შინაგანი სისხლდენა დასახელდა. ამაში უცნაური არაფერი იქნებოდა, სადაზღვევო კომპანიას, რომ არ გაერკვია: მისტერ მალტრავერსი გაკოტრების პირას იყო. რამაც საქმის ვითარება შეცვალა. მას ლამაზი და ახალგაზრდა ცოლი ჰყავდა. ეჭვობდნენ, რომ ქმარმა უკანასკნელი თანხით სიცოცხლე მის სასარგებლოდ დააზღვია და თავი მოიკლა.
პუარო  მამულში ჩავიდა და იმ ექიმთან მივიდა, რომელმაც გვამი დაათვალიერა. ექიმი სიკვდილის მიზეზში დარწმუნებული იყო:
– ტუჩებზე სისხლი ეცხო. ეს მიუთითებს, რომ შინაგანი სისხლდენა ჰქონდა და ამის მიზეზი კუჭის წყლული იქნებოდა. იგი მამულში, პატარა ტყის პირას იპოვეს. როგორც ჩანს, ყვავების დასაფრთხობად წავიდა. მის გვერდით იარაღი ეგდო.
– იქნებ, ესროლეს? – ჰკითხა პუარომ.
– როგორ გეკადრებათ, სერ! – თქვა ექიმმა წყენით, – მისტერ მალტრავერსს სხეულზე არანარი ჭრილობა არ ჰქონდა.
პუარო  მასდონ მეინორისკენ გაემართა. ქვრივი, მიუხედავად იმისა, რომ ფეხზე ძლივს იდგა და თვალები ცრემლებისგან დაწითლებოდა, მაინც საოცრად ლამაზი იყო. პუარომ ბოდიში მოუხადა და ტრაგედიის დღის გახსენება სთხოვა.
– ჩაისთვის ვემზადებოდი, რომ ჩემთან მსახურმა მოირბინა. ერთ–ერთ მებაღეს უპოვია... ბოლოს ლანჩზე ვნახე. მერე სოფელში საფოსტო მარკების საყიდლად წავედი. მეგონა, ბაღში იყო.
– ყვავების დასაფრთხობად გავიდა?
– ჩემს ქმარს იარაღი ყოველთვის თან ჰქონდა. იმ დღეს ერთ-ორი გასროლა გავიგონე.
– იცოდით, თუ არა თქვენი ქმრის ფინანსური მდგომარეობის შესახებ?
– არა. მე ამ საქმის არაფერი გამეგება. თავის დაზღვევა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ დარწმუნებული იყო, დიდხანს ვერ იცოცხლებდა. მას ადრეც დაემართა სისხლდენა... ერთად მხოლოდ ერთი წელი ვიყავით!
პაურომ ხელი უიმედოდ ჩაიქნია.
– ლონდონში უნდა დავბრუნდე. მგონი, ჩიხში შევედი. მალტრავერსი მოწამლული არაა, რადგან არ არსებობს ისეთი შხამი, რომლის მიღების შემდეგ ტუჩებზე სისხლი ჩნდებოდეს. ყველა ეჭვი უნდა დავივიწყო... ეს ვინღაა?
ჭიშკრის მხრიდან ახალგაზრდა კაცი მოემართებოდა. მებაღემ მას თვალი გააყოლა. პუარომ მებაღესთან მისი ვინაობის გარკვევეა გადაწყვიტა.
– მისი სახელი არ მახსოვს, სერ, – უპასუხა მებაღემ, – სამშაბათი ღამე ჩვენთან გაათია.
პუარო ახალგაზრდას ჩუმად უკან გაჰყვა.
მის დანახვაზე მისის მალტრავერსი აშკარად  შეშფოთდა:
– ისევ აქ ხართ? მე უკვე ზღვაში მეგონეთ.
ამ დროს პუაროც დაინახა და იძულებული გახდა, ახალგაზრდა მისთვის გაეცნო. მას კაპიტანი ბლეიკი ერქვა და  სასტუმრო „ღუზაში“ ცხოვრობდა. პუარო პირდაპირ ამ სასტუმროსკენ გაემართა.
კაპიტანი ბლეიკი ნახევარ საათში მოვიდა.
– თქვენ აქ მის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე იყავით. ამიტომ თქვენი ჩვენება მნიშვნელოვანი იქნება, – უთხრა პუარომ, – იქნებ გაიხსენოთ, რაზე საუბრობდით სამშაბათს საღამოს.
– ჩვეულებრივი საუბარი იყო. მალტრავერსმა ოჯახზე მკითხა. მერე მისის მალტრავერსმა საუბარი აღმოსავლეთ აფრიკაზე დაიწყო. ომის შემდეგ იქ ვცხოვრობ. რამდენიმე ამბავი მოვუყევი. მგონი, სულ ეს იყო.
– რა ამბები?
– ერთი თვითმკვლელობას ეხებოდა – ჩემმა ნაცნობმა მცირეკალიბრიანი თოფით თავი როგორ მოიკლა. მან ლულა პირში შეიყო და გაისროლა. ტყვია ტვინში ჩარჩა. ექიმები ძალიან დაიბნენ. გვამზე არანაირი ჭრილობა არ იყო. მხოლოდ ცოტა სისხლი ტუჩებზე... ეს რატომ გაინტერესებთ?
– არ იცით, რომ მისტერ მალტრავერსის გვერდით მცირეკალიბრიანი იარაღი იპოვეს?
– ფიქრობთ, ჩემმა  ნაამბობმა მას თვითმკვლელობის იდეა შთააგონა? ღმერთო ჩემო.
– თავს ნუ დაიდანაშაულებთ. ეს მაინც მოხდებოდა. ახლა კი ლონდონში უნდა დავრეკო.
– პუარო მხოლოდ შვიდ საათზე დაბრუნდა და პირდაპირ ზღურბლიდან დაიძახა: სასწრაფოდ ქვრივს რაღაც უნდა ვაცნობოო.
– საუბარი მძიმე გამოდგა. ქალს არ სჯეროდა, რასაც პუარო ეუბნებოდა. ხოლო როდესაც მის სიმართლეში დარწმუნდა, ტირილი აუვარდა. გვამის გაკვეთის შემდეგ, ეჭვები დადასტურდა. დამშვიდობებისას მისის მალტრავერსს პუარომ უთხრა:
– მადამ, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მკვდრები სიმშვიდეს ვერ პოულობენ!
– ამით რისი თქმა გსურთ? – შეშინებულმა კითხვა ქალმა?
– არასოდეს მიგიღიათ მონაწილეობა სპირიტულ სეანსებში? ამბობენ, რომ თქვენ კარგი მედიუმი ხართ.
– თქვენ გჯერათ სპირიტიზმის?
– მადამ, ცხოვრებაში ბევრი უცნაურობა მინახავს. სოფელში საუბრობენ, რომ თითქოს ამ სახლში მოჩვენებები ჩნდებიან.
ამ დროს მსახურმა აცნობა, რომ სუფრა გაშლილი იყო. სუპს მიირთმევდნენ, როდესაც კივილი შემოესმათ, შემდეგ გატეხილი ფაიფურის ხმა გაისმა. ოთახში შეშინებული მსახური შემოვარდა.
– იქ, დერეფანში ვიღაც კაცია! მომეჩვენა, რომ... რომ მისტერ მალტრავერსი იყო, – ჩურჩულით თქვა გოგონამ.
მისის მალტრავერსი გაფითრდა. ყველას გაახსენდა ძველი ცრურწმენა იმის შესახებ, რომ თვითმკვლელები მოსვენებას ვერ პოულობენ და სახლში ბრუნდებიან. ქალმა პუაროს აკანკალებული ხელი ჩასჭიდა.
– გაიგონეთ? ფანჯარაზე ვიღაცამ სამჯერ დააკაკუნა! იგი სულ ასე აკაკუნებდა, როდესაც სახლთან ჩაივლიდა.
როდესაც სადილი დასრულდა, მისის მალტრავერსმა პუაროს სთხოვა, დაეცადა. მას მარტო დარჩენის ეშინოდა. ქარი ამოვარდა. ორჯერ კარი თავისით გაიღო. ყოველ ჯერზე ქალი პუაროს ხელს ხელზე უჭერდა. პუარო ადგა და კარი გასაღებით ჩაკეტა.
– ეს არ გააკეთოთ, – ჩაიჩურჩულა მისის მალტრავერსმა, – თუ კარი ისევ გაიღება...
ქალმა წინადადების დასრულება ვერ მოასწრო, რომ გასაღებმა გაიჩხაკუნა. კარი ნელა გაიღო და უცებ ქალმა იყვირა:
– მე მას ვხედავ – ჩემს ქმარს!.. ო, ღმერთო!
მოულოდნელად, თითქოს უბრძანესო, ყველა ნათურა ჩაქრა. სიბნელიდან სამჯერ მოისმა დარტყმის ხმა. ყველამ  დაინახა  მამაკაცი, ვისი პორტრეტიც ცოტა ხნის წინ ზედა ოთახში ეკიდა.  მისი მოჩვენება ოთახში შეკრებილების  წინ იდგა. მისგან სუსტი სინათლე მოდიოდა. ტუჩებზე სისხლი ეცხო. შემდეგ ხელი წინ გაიწვდინა. მოულოდნელად სინათლემ, რომელიც მისგან მოდიოდა, მკვეთრად მოიმატა. სხივმა ჯერ  პუაროზე გადაიარა და მისის მალტრავერსზე გაჩერდა.
ქალის სახე ცარცივით თეთრი იყო.
– მისის მალტრავერსის მარჯვენა ხელს შეხედეთ, ის სულ წითელია! – წამოიძახა პუარომ.
საკუთარ ხელს მისის მალტრავერსმაც დახედა და იატაკზე დავარდა.
– სისხლი! – შიშით წამოიძახა მან, – კი, ეს სისხლია. ის მე მოვკალი! მე! იგი მაჩვენებდა, როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება, მე კი სასხლეტს ხელი გამოვკარი. მისგან მიხსენით, გევედრებით!.. იგი დაბრუნდა! – ქალი ისტერიკაში ჩავარდა.
– შუქი! – მოულოდნელად ბრძანება გასცა პუარომ. ნათურები ისევ აინთო...
– აბა, ყველაფერი გაიგონეთ, ჰასტინგს? თქვენ მისტერ ევერეტ? ჰო, სხვათა შორის, ეს მისტერ ევერეტია, თეატრის მსახიობი. ის მე გამოვიძახე. კარგი გრიმი გაუკეთებია, არა? ზედგამოჭრილი მისტერ მალტრავერსია! ხოლო ფანარმა და ფლაურესცენტრულმა საღებავებმა ეფექტი მხოლოდ გაამძაფრა. თქვენს ადგილზე მე ქალბატონის მარჯვენა ხელს არ მივეკარებოდი. ეს საღებავი ცუდად შორდება. როდესაც ნათურები ჩაქრა, მე მას ხელი ვტაცე. მთელი ფოკუსიც ეს იყო. ინსპექტორი ჯეპი ქუჩაში გველოდება. საშინელი ამინდია, მაგრამ იმედი მაქვს, ცოტათი მაინც გაერთო, როდესაც ფანჯარაზე აკაკუნებდა.
როცა ყველაფერი დამშვიდდა, პუარომ დაიწყო:
– ექიმს მიაჩნდა, რომ მისტერ მალტრავერსი ერთ-ერთი სექტის წევრი იყო და ამიტომ არ დადიოდა ექიმთან. ცოლის გარდა, ვის შეეძლო ეს მისთვის ეთქვა? ჩვენ კი მისის მალტრავერსმა დაგვარწმუნა, რომ გარდაცვლილს სიკვდილის წინათგრძნობა აწუხებდა. რამდენადაც მე ვიცი, „ქრისტიანული მეცნიერების“ მიმდევრები, სიკვდილს საკმაოდ ფილოსოფიურად უყურებენ. ან რატომ შეაშფოთა იგი ასე კაპიტან ბლეიკის დაბრუნებამ? ამას გარდა, ქალს, რომელმაც ქმარი დაკარგა, ძაძები უნდა ეცვას, მაგრამ საჭიროა კი, ამ დროს ფერუმარილის წასმა? თქვენ ეს ვერ შენიშნეთ, ჰასტინგს? ორი ვარიანტი არსებობდა: ან კაპიტან ბლეიკის ისტორიამ მისტერ მალტრავერსს თვითმკვლელობა შთააგონა, ან მის ცოლს – მკვლელობა. მე მეორე ვერსიაზე შევჩერდი. თუმცა, არანაირი მტკიცებულება არ მქონდა. ამიტომაც დღეს საღამოს ამ პატარა სპექტაკლის დადგმა დამჭირდა.
– მაინც ვერ ვხდები, ეს როგორ მოხდა, – აღიარა ჰასტინგსმა.
– აგიხსნი. ქმარს სასეირნოდ გაჰყვა. და  ცოტა თავი მოიშტერა: „ეს რა უცნაური ამბავი მოგვიყვა გუშინ ჩვენმა სტუმარმა? რა სისულელეა! ეს როგორ შეიძლება... შეგიძლია მაჩვენო, როგორ შეეძლო მას ამის გაკეთება“, _ კეკლუცად ჰკითხა ქმარს. საცოდავმაც მორჩილად  ჩაიდო  პირში იარაღის ლულა. ქალმა კი  თითი სასხლეტს გამოჰკრა.  
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3