№26 ბედისწერაც და წინაპართა ცოდვებიც გენეტიკურად გადადის
ბედისწერაც და წინაპართა ცოდვებიც გენეტიკურად გადადის შთამომავლებზე. ამ მხრივ, ზამთარში და გაზაფხულზე დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან – გენური კოდი ზედმეტად აქტიურად მოქმედებს მათზე. ამიტომ, არ შეიძლება, ამ პერიოდში დაბადებულმა ადამიანმა საკუთარ ბედზე იწუწუნოს. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ამ ადამიანებისთვის საფრთხის შემცველი პერიოდებიც არსებობს, როცა ერთი გაუაზრებელი ფიქრიც კი საშიში ხდება და, შესაძლოა, მათი ბედ-იღბალი თავდაყირა დააყენოს.
ზოგადად, ადამიანები მემკვიდრეობით, ანუ გენური კოდის საშუალებით, ვიღებთ გარეგნობას, ხასიათს, ნიჭს და ბედისწერასაც. ამიტომ, წინაპრების არასწორი ცხოვრების წესი შთამომავლის ბედისწერაზე აისახება. აქედან გამომდინარე, არც ახალშობილი იბადება უცოდველი და ამას განაპირობებს მისი კარმა, გენების საშუალებით მიღებული პროგრამა, რომელიც მას შთამომავლობით ერგო. სწორედ ეს არის ჩვენი ბედისწერა, რომელშიც უდიდესი წვლილი ჩვენს ბებია-ბაბუებს მიუძღვით. ის კარმული ვალები კი, რაც მათ სიცოცხლეში გადასახდელი დარჩათ, ჩვენზე გადმოდის და ჩვენს გენებში იწერება. სამწუხაროდ, ბევრი არ უფიქრდება საკუთარ ქცევას, ცოდვას ჩადის და შემდეგ უკვირს, რატომ არის მისი შთამომავალი წარუმატებელი.
გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა, ძირითადად, თაობის გამოტოვებით მიმდინარეობს, ანუ, ბებია-ბაბუის ინფორმაციის გადამტანები შვილიშვილები არიან და ბედისწერასაც, სწორედ მათგან იღებენ. ასევე, ესა თუ ის გენური პროგრამა, დაახლოებით, 40 წლის ასაკამდე ყალიბდება. ანუ, წინაპრების მიერ სწორედ ამ ასაკამდე შექმნილი ყველა ნეგატიური თუ პოზიტიური გენური პროგრამა გადადის მომავალ თაობაზე და პრობლემა მანამ გასდევს თაობიდან თაობას, სანამ ბოლომდე არ მოგვარდება. ალკოჰოლზე დამოკიდებულება, უშვილობა, ზოგი ნეგატიური თვისება და ასე შემდეგ, სწორედ, ამის შედეგია. ხოლო მკვლელის უცოდველი შთამომავალი კი, სხვაზე მეტად ისჯება – ან უკურნებელი სენით იღუპება, ან ცხოვრებაში უამრავ წინაღობასა და პრობლემას აწყდება და შეიძლება, დეპრესიაშიც ჩავარდეს. ცხოვრების განმავლობაში თითოეული ჩვენგანი, თავის არაერთგვარ პროგრამას ქმნის და გენებში იწერს. მაგრამ, როცა მემკვიდრეობითი პრობლემების დამუშავება და გადახდა შეუძლებელი ხდება, ამ დროს იქმნება გადაუჭრელი პრობლემები. ადამიანზე ცუდის გაფიქრებაც კი, შესაძლოა, მისმა გენურმა პროგრამამ შეიწოვოს და მის ბედში ნეგატიური ცვლილებები შეიტანოს. ამიტომ, სანამ გაბრაზებულ გულზე რამეს იტყვით, დაფიქრდით – ღირს, ამის გამო დაუნგრიო მომავალი ადამიანს. ეს სიბრაზე მალევე გაივლის, ხოლო, თქვენი სიტყვებით გამოწვეული შედეგი კი, შესაძლოა, მის ცხოვრებაზე უარყოფითად აისახოს. სჯობს, თუ რამე პრეტენზია გაქვთ, პირდაპირ უთხრათ ადამიანს და სიტუაცია ასე გაარკვიოთ.