კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 გასტრიტის მიზეზები და მკურნალობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გასტრიტს, რომლითაც საქართველოს მოსახლეობის 50 პროცენტი მაინც არის დაავადებული, თავისუფლად შეიძლება, ეწოდოს მე-20 საუკუნის სენი.  ავადდებიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები.
  გასტრიტი კუჭის ლორწოვანი შრის ანთებაა, რომელიც ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციებს არღვევს. ის, როგორც ყველა დაავადება, შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. გარდა ამისა, გამოყოფენ კუჭის მაღალი, დაბალი და ნორმალური მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტს.
  არსებობს გასტრიტის გამომწვევი შიდა და გარე მიზეზები. მწვავე ანთების დროს ხდება კუჭის ლორწოვანის მჟავებით, ტუტეებითა და სხვა ქიმიური ნივთიერებებით დაზიანება.
  გასტრიტს ახასითებს შემდეგი სიმპტომები: სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში, გულძმარვა, ღებინება, დიარეა ან ფაღარათი, შეშუპება, მეტეორიზმი, პირის ღრუში უსიამოვნო სუნი.
  დაავადების საწყის ეტაპზე ნელდება საკვების მონელება, რაც იწვევს ენერგიის დაკარგვასა და ზოგად სისუსტეს. ქრონიკული გასტირტის შემთხვევაში ვითარდება ატროფია. ჯანსაღი უჯრედების ადგილას წარმოიქმნება პათოლოგიური უჯრედები. ეს  კი კუჭის წყლულისა და სიმსივნური წარმონაქმნის მიზეზი ხდება. გასტრიტის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მათ შორისაა: ალკოჰოლიზმი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ნივთიერებების მიღება: აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), ანალგინი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი, იბოქსიკამი და ასე შემდეგ. არასწორი კვება, ჰელიკოპილორით ინფიცირება და სხვა უამრავი.
  გასტრიტის მკურნალობა სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი, პირველ რიგში, უნდა გამორიცხოთ ალკოჰოლისა და ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების მიღება. საჭიროა, დაიცვათ დიეტა.
  საკვები პროდუქტები, რომლებიც არ უნდა მიირთვათ გასტრიტის დროს: კივი, ატამი, შოკოლადი, ნიორი, ნაყინი, კაკალი, ნუში, თხილი, მარცვლოვნები, ყურძენი, არაქისი, ხორცის შემცველი პროდუქტები, ღორის ხორცი, იხვისა და ბატის ხორცი, სალა, ხორცისა და თევზის კონსერვები, პელმენი, ღვიძლი.
საკვები პროდუქტები, რომლებიც, აუცილებლად უნდა მიირთვათ: ქათმის ხორცისა და თევზის ბულიონები, ხილი, კენკრა, რძის ნაცვლად მიირთვით რძის შემცველი პროდუქტები (კეფირი, მაწონი), ხილის წვენები, უგაზო მინერალური წყალი, წიწიბურა, შვრიის ფაფა, ბრინჯის ფაფა, მოხარშული კვერცხი, მსუბუქი ჩაი.
გთავაზობთ გასტრიტის მკურნალობის ხალხურ მეთოდებს:
  ზეითუნის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა გასტრიტის სამკურნალოდ. დილა დაიწყეთ ერთი ჭიქა უგაზო, მინერალური წყლით, 30 წუთის შემდეგ დალიეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და ისევ 30 წუთის შემდეგ მიირთვით საკვები. ზეითუნის ზეთის მიღება, ჭამამდე, დღეში 2-3 ჯერ შეგიძლიათ. თუმცა, არა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რადგან ზეითუნის ზეთს აქვს ნაღველმდენი ფუნქცია და მისი ხშირი გამოყენება დაუშვებელია.
  თაფლი გასტიტისგან თავის დაღწევის კიდევ ერთი საშუალებაა. 1 ჩაის კოვზი თაფლი გახსენით თბილ და არა ცხელ წყალში და მიირთვით ყოველ დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე და ყოველ საღამოს – ანალოგიურად. უმჯობესი იქნება, თუ ყვავილების ან მთის თაფლს გამოიყენებთ, მკურნალობის კურსი ერთი თვეა.
  კარტოფილის წვენი – დილით ადრე, მიირთვით ერთი ჭიქა, ახალგამოწურული კარტოფილის წვენი. დაწექით ნახევარი საათით და შემდეგ შეგიძლიათ, მიირთვათ საკვები. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს. ასეთი სამი კურსის ჩატარებაა საჭირო. კურსებს შორის აუცილებლად დაიცავით 10-დღიანი შუალედები.
скачать dle 11.3