კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ცოლქმრული ურთიერთობის შესახებ

  ერთხელ მამა ეპიფანესთან ახალგაზრდა წყვილი მივიდა, რათა გაერკვიათ მათთვის გაუგებარი საკითხი: ვის ვინ უნდა დაემორჩილოს ქორწინების შემდეგ. საქმრო დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ცოლი სრულიად უნდა დამორჩილებოდა ქმარს, საცოლე კი – არ ეთანხმებოდა.
მამა ეპიფანემ მათ ყურადღებით მოუსმინა, საცოლეს მიუბრუნდა და უთხრა:
– მომისმინე, შვილო ჩემო, ბუნებრივია, მეუღლეებს შეიძლება, ჰქონდეთ განსხვავებული თვალთახედვა – ეს სრულიად დასაშვები და ლოგიკურია. თუ ორად გავიჭრებით, უკვე ვეღარაფრით შევძლებთ ამ ორი ნახევრის ისევ შეერთებას. გაცილებით უფრო რთულია ორი ადამიანის ერთ აზრამდე მიყვანა! როდესაც მეუღლეებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ და თითოეული ცდილობს, თავისი გაიტანოს, შეიძლება, მათ შორის განხეთქილება მოხდეს. მაშასადამე, ორიდან ერთმა უნდა დაუთმოს მეორეს. ახლა მომისმინე, თუ რატომ იქნება უკეთესი, დაუთმო შენ: თუ მეუღლის აზრი სწორია, მაშინ ის მთელი ოჯახისთვის იქნება სასარგებლო, მაგრამ თუ ქმრის გადაწყვეტილება მცდარია, მაშინ, რასაკვირველია, ის კარგს არაფერს მოიტანს და იგი იძულებული გახდება, თავის თავს უსაყვედუროს: „რატომ დავიჩემე და ისე არ მოვიქეცი, როგორც ცოლი მირჩევდა?“ როცა ასე ორ-სამჯერ განმეორდება, მაშინ, ყოველგვარი დაყოლიებისა და ჩხუბის გარეშე, ის ისე აღარ მოიქცევა, როგორც თავად სურს. გამოდის, შენთვის არის უკეთესი, თუ დასაწყისში მეუღლეს რამდენჯერმე დაუთმობ.
ამგვარად, მამა ეპიფანემ ოჯახში ინიციატივის გამოჩენისა და პასუხისმგებლობის აღების უპირატესობა ქმარს მიანიჭა, თანაც გააფრთხილა, არ გამხდარიყო თავდაჯერებული ეგოისტი და არ ეფიქრა: ქმარი ვარ და როგორც ვიტყვი, ისე იქნებაო!..
***
გუნდს ყოველთვის თავში ბელადი უდგას. ჩვენთვის აშკარაა თანხმობა ბუნების კანონებისა და საღვთო სჯულისა, რომელიც პირველობას მამაკაცს ანიჭებს: „რამეთუ პირველად დაიბადა ადამი და მერმე – ევა“ (1 ტიმ. 2,13). „თავი დედაკაცისა ქმარია...  რამეთუ არა დაიბადა მამაკაცი დედაკაცისთვის, არამედ დედაკაცი – მამაკაცისთვის“ (I კორ. 11,3,9).
***
მამა ეპიფანე გათხოვილ დედაკაცებს ეუბნებოდა:
– მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, არ იზიარებდეთ თქვენი მეუღლის თვალსაზრისს, მაინც მისი ნათქვამის შესახებ ნუ გამოჰკითხავთ აზრს ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და მეგობრებს. გააცანით  ქმარს თქვენი შეხედულება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება და მასზე პასუხისმგებლობა მასვე მიანდეთ.
***
როდესაც მამა ეპიფანეს სურდა, ეჩვენებინა, რომ მეუღლეებს შორის დათმობას ანდა ბავშვებისადმი დაყვავებას ძალიან ხშირად დადებითი შედეგი მოაქვს, იგი ამბობდა:
– რისთვის აყენებენ ავტომობილებზე რეზინის საბურავებს? იმისთვის, რომ მათ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, თითოეული კენჭის გადავლისას ზამბარასავით მოქნილად იმოძრაონ და გზის ყოველი ორმო იოლად გადალახონ. ბორბლები რომ მაგარი და მოუხეშავი იყოს, მანქანას გაუჭირდებოდა მოძრაობა და რყევისგან ძალიან მალე დაიშლებოდა. ასეთივე როლს ასრულებს ოჯახში დათმობა – მისი წყალობით შესაძლებელია, მრავალი პრობლემის თავიდან აცილება და სულიერი აღმასვლა.
არქიმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის სწავლებანი
скачать dle 11.3