კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 კაპრიზები და სიმპტომები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  ნებისმიერი ადამიანის ქცევაში ნახავთ ისეთ თავისებურებას, მახასიათებელს ან ჩვევას, რომელთა ახსნაც სავსებით შესაძლებელია.
გაეცანით   რამდენიმე სიმპტომს, რომლებსაც კაპრიზებად მიიჩნევენ, სინამდვილეში კი ფსიქიკის დარღვევაა და სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს:
 * ფრჩხილების კვნეტა – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც ფრჩხილების აქტიური კვნეტით ხასიათდება. ამ ცუდი  ჩვევით დაავადებულია 10-დან 18 წლამდე ადამიანების 45 პროცენტი (სხვათა შორის, მათი უმრავლესობა ქალია). სასწრაფოდ უნდა  მიხედოთ და გაარკვიოთ, რა იწვევს მას.
 * რამდენად ხშირად გსმენიათ გოგონებისგან, რომ მათი შეყვარებული არასაკმარისად გულახდილია მათთან? მაგალითად, „ის არასოდეს მიზიარებს თავის განცდებს“, „რაღაცნაირად სულ განზე დგას“, „მას საერთოდ არ ადარდებს; რა ხდება ჩემს სულში!“ — პრობლემა სწორედ ისაა, რომ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაცნობიერება.  სამედიცინო ენაზე ამ მოვლენას „ალექსიტიმია“ ეწოდება. ეს ტერმინი აღნიშნავს ადამიანის უუნარობას, სიტყვებით გადმოსცეს საკუთარი განცდები და ემოციები. ალექსიტიმია გარკვეული დონით ყველა ჩვენგანშია. თუმცა, რიგ შემთხვევებში, ამ მდგომარეობამ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუწამლოს. მეცნიერების აზრით, ალექსიტიმია მსოფლიოს მოსახლეობის 8-10 პროცენტს ხელს უშლის ნორმალურ ცხოვრებაში, აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანებს შორის უმეტესობა მამაკაცია.
 * წარმოიდგინეთ: ხელმძღვანელი გსაყვედურობთ რაიმე შეცდომის ან საქმის შეუსრულებლობის გამო, თქვენ კი გრძნობთ, რომ ცოტაც და მაგრად გაგეცინებათ.   საკუთარ თავს ვერ მართავთ. თუ ოდესმე რაიმე მსგავსი დაგმართნიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, გაწუხებდეთ სინდრომი სახელად „ნაძალადევი ემოციური გამოხატვა“.
* პრაქტიკულად, ბევრი ადამიანი ვერ იტანს მთელ რიგ ხმებს: მაგალითად, პენოპლასტის ჭრაჭუნს, დაფაზე ცარცით წერის ხმას, საქანელების ხმას და ასე შემდეგ. ნორმალურია თუ არა ეს, დამოკიდებულია იმაზე, რა ხმებზეა საუბრი და რამდენად ხელისშემშლელია ისინი ადამიანის ცხოვრებისთვის. ფსიქიკური აშლილობა, სახელად „მოფიზოფონია“ – ეს არის მდგომარეობა, როცა გაღიზიანებას იწვევს ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ხმები. მაგალითად, ხმები, რომლებსაც გამოსცემენ სხვა ადამიანები, როცა ჭამენ, სუნთქავენ, ახველებენ ან დაკავებული არიან სხვა ჩვეულებრივი საქმიანობით.

სიყვარულის
 ფსიქოლოგია

მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობის ფსიქოლოგია ის ამოუცნობი ფენომენია, რომლის ახსნაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მას არ ასწავლიან. მხოლოდ ცხოვრება და გამოცდილება გვაწვდის მის შესახებ ინფორმაციას. ახალი ურთიერთობის დაწყებისას მხოლოდ მიღებული გამოცდილების საფუძველზე   შეგვიძლია, გავსაზღვროთ ის რისკ-ფაქტორები, რაც წინა შემთხვევაში არ გავითვალისწინეთ. „რა არის კარგი და ჯანსაღი ურთიერთობისთვის აუცილებელი?“ – განვმარტოთ, თუ რას წარმოადგენს თავად ქალი და მამაკაცი. რა არის მათი ძირითადი მოთხოვნილებები და განმასხვავებელი ნიშნები ურთიერთობებში.   
მამაკაცი ეს არის ძლიერი სქესის წარმომადგენელი, რომელიც ცდილობს, ურთიერთობაში მაქსიმალურად დომინანტი იყოს.  თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ცხოვრებაში, მაგრამ როდესაც ძლიერი სქესი თანხმდება თქვას მასზე უარი, ალბათ, აუცილებლად აქვს გარკვეული მოლოდინებიც.
* რა სურთ კაცებს? – იგრძნონ თავი ძლიერებად – ისინი მამაკაცები არიან, შესაბამისად, აუცილებელია მათი ძალაუფლების აღიარება. მამაკაცმა უნდა იგრძნოს, რომ ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის. შეიძლება, ფემინისტი იყოთ და სულ არ ეთანხმებოდეთ ამ აზრს, მაგრამ ეს არ დაანახვოთ! ამას ყოველთვის უკურეაქცია მოსდევს, თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც. ყველა ინდივიდუალურია.
* სითამამე – ურთიერთობაში მათთვის აუცილებელია, იგრძნონ თავი თავისუფლად და თამამად. ნუ შეეცდებით მათ ჩარჩოებში მოქცევას, ეს მაინც არ გამოგივათ და  ურთიერთობას ძალიან დაძაბავთ.
* საკუთარ თავში დარწმუნებული – თქვენთან ურთიერთობისას მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული. ის ძლიერია, თამამია, შესაბამისად, მას აქვს თავდაჯერებულობის მაღალი კოეფიციენტიც. აგრძნობინეთ, რომ ყველაფერს ის მართავს, თუმცა არ უთხრათ, რომ თქვენ ხართ კისერი და თქვენ აძლევთ ამის მიმართულებას.
* მას სჭირდება ქალი, რომელიც იქნება კარგი მეგობარი, საყვარელი, კარგი მოსაუბრე, უფრო – მსმენელი... მოკლედ რომ ვთქვათ,  ურთიერთობის ფსიქოლოგია დაფუძნებულია, პირველ რიგში, ერთმანეთის გაგებაზე, საერთო ინტერესების გაზიარებაზე. ვინაიდან მამაკაცი მონადირული ინსტინქტებით ხასიათდება, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოთ ბოლომდე ამოხსნილი ამოცანა, აუცილებლია შეინარჩუნოთ მრავალფეროვნების გარკვეული ხარისხი!
* ნამდვილი მამაკაცი აცნობიერებს ურთიერთობის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას. მისთვის ხართ სუსტი არსება, რომელზეც უნდა იზრუნოს. მიეცით სივრცე ამისთვის. თუ სურთ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ თქვენთვის.
რაც შეეხება ქალებს – ქალების შემთხვევაში  მთავარ როლს ემოცია განსაზღვრავს.
* რა სურთ ქალებს? იგრძნონ თავი საჭიროდ მამაკაცის ცხოვრებაში. ქალი ძალიან ემოციურია, ეს ემოციები კი სიყვარულსა და მისი როლის მნიშვნელობაზე გადის. მამაკაცებო! აგრძნობინეთ, რომ ის თქვენთვის ერთადერთია, რომ მის გარეშე ძალიან გაგიჭირდებოდათ.  
* გააკეთეთ ყველაფერი, რომ თავი დაცულად იგრძნონ – „როგორი ძლიერიც უნდა იყოს ქალი, ის თავისზე ძლიერ მამაკაცს ეძებს, მაგრამ   არა იმისთვის, რომ მან ქალს თავისუფლება შეუზღუდოს, არამედ იმიტომ, რომ მან მისცეს ქალს უფლება – იყოს სუსტი…“ – ერიხ მარია რემარკი.   ქალს სჭირდება იმის განცდა, რომ მასზე ზრუნავენ. ის პატარა ბავშვივითაა, რომელიც მფარველს ეძებს.
* ბედნიერება – მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ქალის ბედნიერება ამოუცნობი ფენომენია და იმდენად რთული, რომ მისი ახსნა შეუძლებელია. სინამდვილეში კი, ყველაფერი მარტივადაა. ქალისათვის მთავარია, უყვარდეთ და ზრუნავდნენ მის ღიმილზე, ბედნიერებაზე. სწორედ ეს არის მათი ბედნიერება!  აუცილებელია ყურადღება და მზრუნველობა.
скачать dle 11.3