კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ „აფუჭებს“ მზრუნველობით ქალი ქმარს

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  სოციოლოგები სულ უფრო ხშირად მიდიან დასკვნამდე, რომ ზედმეტი მზრუნველობა მამაკაცს „აფუჭებს“. ის კაცები, რომლებსაც დედები გადამეტებული ყურადღებით ზრდიდნენ, თავს დაჰფოფინებდნენ და ცივ ნიავს არ აკარებდნენ, არცთუ კარგი ქმრები არიან. მით უფრო, თუ მათ განებივრებას ცოლიც აგრძელებს. ასეთ კაცებს აღარ შეუძლიათ იზრუნონ სხვაზე და კიდევ – ცოლს უფრო ძიძად აღიქვამენ, ვიდრე სასურველ ქალად. ეს კი ოჯახის მთლიანობისა და ცოლ-ქმრის ურთიერთობას უქმნის საფრთხეს.
  მაკა (37 წლის): ჩემს მძიმე ცხოვრებასა და რეალობაზე უნდა მოგიყვეთ. ძალიან მინდა, ვიღაცას გავუზიარო ის, რაც მჭირს და მგონი, ყველაფერი ჩემი ბრალია. თუმცა, სრულიად შეუცნობლად მოხდა, რომ ქმარს ჩემში ქალის დანახვის სურვილი დავუკარგე. მინდა, კარგად გამიგოთ, რაზეც ვსაუბრობ. ჩვენ არასწორად ვიქცევით და გვგონია, რომ სწორად ვცხოვრობთ.
– ცხოვრებაზე ყველას თავისი შეხედულება აქვს და საკუთარი რეალობის დამგეგმავიც თვითონაა.
– გეთანხმებით, მაგრამ თუ სხვის გამოცდილებებს გამოვიყენებთ, პრობლემებიც ნაკლები გვექნება. კაცს უყვარს ქალი და ცდილობს, მუდმივად გვერდით ჰყავდეს. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ის მისთვის სასურველია, როგორც პარტნიორი. მერე რაღა ხდება? რატომ იწყებენ სხვა ქალებისკენ ყურებას? ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვინერვიულე კიდეც. ნებისმიერ ქალს აქვს ასეთი „შავბნელი“ ფიქრები. რომელი ქმარია სანდო?! ვინმეს ჰყავს ასეთი მეორე ნახევარი? – ძალიან მეეჭვება. ალბათ, უფრო იმ ქალებს, რომლებსაც საერთოდ არ ადარდებთ საკუთარი ქმრები. მხოლოდ საკუთარ თავზე  და საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ. სწორედ ასეთებს აფასებენ და უფრთხილდებიან. შენ კი ზრუნავ, ზრუნავ და ბოლოს დედა ჰგონიხარ.
– ზრუნავ, ზრუნავ და დედა ჰგონიხარ?!
– დიახ. დაფიქრდით და მიხვდებით, რომ ზუსტად ასე ხდება. შეიძლება, სუბიექტური ვარ, მაგრამ ქართველ კაცებს ჯერ დედები ჰყავთ მომვლელებად, მერე – ცოლები და ამით სწორედ ცოლები რჩებიან წაგებულები.
– ცოტა გაურკვეველია, რას გულისხმობთ.
– მოდი, პირდაპირ ვთქვათ – რა მოსწონს კაცს ქალში, ანუ, რა იზიდავს მასში და რა წარმოაჩენს სასურველად? – ალბათ, ცოტათი „ნაშობა“. ვაღიაროთ, რომ „ნაშა“ ყველას უნდა. თუ საკუთარ ცოლებში მას ვეღარ ხედავენ, ეგრევე, სხვაზე ფეთდებიან.
– „ნაშებსაც“ ღალატობენ...
– შეიძლება. „ნაშობა“ და მაგარ „ვიდზე“ ყოფნა ღალატისგან დაცვას არ ნიშნავს. ერთგულებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ზოგ კაცს საერთოდ არ შეუძლია, იყოს მეოჯახე და ერთგული. ამისთანებზე არ ვლაპარაკობ. ჩემს კონკრეტულ შემთხვევას თუ გავაანალიზებ, დარწმუნებული ვარ, რომ ქმარი არ გამექცევა, არ მიმატოვებს – ძალიან არის დამოკიდებული ჩემზე და ჩემ გარეშე ნაბიჯსაც არ დგამს, მაგრამ თვალები გაურბის. მაგის ცანცარის შემხედვარე, უკვე ნერვები აღარ მყოფნის.
– კონკრეტულად რას გულისხმობთ „ცანცარში“.
– ოჰ, დატანჯული ვარ. ნერვული სისტემა დამინგრია და გამანადგურა. ერთი „გამობზეკილი“ უკანალი და დეკოლტე არ გამორჩება. უნახავი ხამივით ყველას თვალს აყოლებს. მე ვუყვარვარ და ამას სულ მეუბნება – უშენოდ რა მეშველება, ვერ გავძლებ, დავიღუპებიო, მაგრამ ასეთი სიყვარული არ მჭირდება. მინდა, ირეოდეს ჩემზე, როგორც ძალიან სასურველ ქალზე, აღფრთოვანებული შემომციცინებდეს. თვალებანთებული ცქმუტავდეს ჩემს დანახვაზე, როგორც იმ წლებში, როცა უკან დამდევდა.
– იცით, რომ იშვიათია ურთიერთობა, როცა ქმარი სულ გადარეულია ცოლზე და პირიქით. თქვენ ისევ „ირევით“ ქმარზე?
– რომ ვირევი და ყველაფერს მირჩევნია, იმიტომ განვიცდი მის გულგრილობას. ჩემთვის ისევ ერთადერთი და განუმეორებელი მამაკაცია, მიუხედავად იმისა, რომ შვიდი წელია, ერთად ვართ. თავიდან სულაც არ „ვირეოდი“. წელიწად-ნახევარი დამდევდა უკან და ტყავში ძვრებოდა, თავი რომ მოეწონებინა. აივნის ქვეშაც მდგარა წვიმაში და ბევრი სისულელეც უკეთებია. დღეს ეს ყველაფერი ძალიან მაკლია და ჩემი ბრალია – ზედმეტი მზრუნველობა მომივიდა. სხვათა შორის, ისე გავხადე ჩემზე დამოკიდებული, ჩვეულებრივი „უსუსური“ ბავშვია. გადავამეტე ზრუნვა-მოვლაში. მგონი, ჩემში მარტო ძიძას ხედავს და სხვას ვერაფერს.
– ურთიერთობა გაგიფუჭდათ?
– ვერ ვიტყვი, რომ გაფუჭებულია. ერთმანეთთან არ ვჩხუბობთ.  თანხმობა გვაქვს ინტერესებშიც. არაფერს მიშლის, ოჯახზე ზრუნავს, ყურადღებიანია, საყიდლებზეც დამყვება. რასაც ვთხოვ, მყიდულობს. ახლა არ მკითხოთ, კიდევ რა გინდაო. მინდა ის, რაც უკვე ვთქვი – ჩემით აღფრთოვანებული იყოს, როგორც ძალიან ეფექტური, სასურველი ქალით. სხვა კაცები ქუჩაში თვალს მაყოლებენ, ეს კი ვერც მამჩნევს. გულზე ვსკდები, ვნერვიულობ და ხასიათი მიფუჭდება.
– დალაპარაკება არ გიცდიათ?
– ერთხელ ვცადე და ბევრი იცინა. შენ „ნაშა“ ვერასდროს იქნები, ჩემი „დედიკო“ ხარო. ლამის გავგიჟდე, მაგრამ, როგორ გავუბრაზდე, როცა ჩემი ბრალია. დიახ, ქმარზე უნდა იზრუნო, მაგრამ არ უნდა დაივიწყო, რომ შენც ქალი ხარ.

скачать dle 11.3