№26 „სოფლის შენებას რა უნდა“?
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
მკვდრისა და ცოცხლის გინება
გასულ კვირას თვით აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ და ამჟამად პენსილვანიის უნივერსიტეტის ბაიდენის სახელობის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა თვით „თვითერიდან“ გვამცნო, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველომ შეიძლება, გაიღვიძოს და მისი არა 20, არამედ მთელი 100 პროცენტი იყოს ოკუპირებულიო.
რაც მთავარია, ეს შთაბეჭდილება მას ჩვენთან სამდღიანი ვიზიტის შემდეგ შექმნია, რაც მე კი მეეჭვება, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, რაკი გარედან უცხომ შეგვიძახა (ხოლო უცხოს კი სა-უცხო-ოს სტატუსი აქვს), ბუნებრივია, ჩვენც უფრო ინტენსიურად გავაგრძელეთ თავზე ნაცრის დაყრა - პათოსით: რა გვეშველება უპატრონოებს?!
არადა თითქოს ორჯერ ორი ოთხია, რომ ოკუპირებული აღმოჩნდები:
– თუკი არაფერს იღონებ თავდაცვისთვის: არც ზემოდან (ხელისუფლებებს ევალებათ თავდაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა) და არც ქვემოდან (მოქალაქეებს, ვისაც ასაკით ეკუთვნით, ევალებათ ჯარში სავალდებულო სამსახური);
– თუკი არ გექნება სახელმწიფოს განვითარების გრძელვადიანი გეგმა და საფრთხეების პრევენციის მექანიზმებს არ შეიმუშავებ;
– თუ თავად არ გეცოდინება, როგორი სახელმწიფოს შექმნა გინდა და რა ღირებულებებს ემყარები.
ხოლო, როცა აქტივობის ერთადერთი ფორმა გინებაა (არადა ასე რომ საქმე კეთდებოდეს, მთავარანგელოზთა დასში ვისხდებოდით კაი ხნის წინათ), იმას უნდა ნიშნავდეს, რომ აწ უკვე „სოფლის შენება“ არა ღიღინ-ღიღინით, მკვდრისა და ცოცხლის გინებით იზომება.