კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 სეპარატისტული ლოგიკა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ სოხუმი ბობოხიძის წინააღმდეგ
  თითქოს ჩვენი გაჭირვება არ გვყოფნიდა (ისევ დავერიეთ ერთმანეთს), მაგრამ აქეთ – რაკი „ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო“, იქით კი – გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწიაო, აფხაზურმა მედია-საშუალებებმაც დაარისხეს განგაშის ზარები (ან კი რატომ არ ისიამოვნებდნენ სანახაობით?!). კერძოდ, გაავრცელეს დე-ფაქტო აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ (დაურ კოვეს) განცხადება, რომ „სოხუმი“ აპირებს გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისროს საქართველოს პარლამენტის წევრ, არც მეტი, არც ნაკლები, აკაკი ბობოხიძეს, იმის გამო, რომ მას, თურმე, აფხაზეთის ტერიტორიაზე მკვლელობები ჩაუდენია.
  მათი მტკიცებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გავრილოვთან დაჭიდების პროცესში ის ყვიროდა (ვიდეოჩანაწერში მკაფიოდ ისმისო): „მე ვხოცავდი თქვენიანებს! ვხოცავდი და დავხოცავ! აფხაზეთში!“
რთული სათქმელია, რას ავნებენ სეპარატისტები ბ-ნ ბობოხიძეს, იმას გარდა, რომ საეჭვოა, მსგავსი ეთქვა, ხოლო, თუ საომარ მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას, ცხადია, ეს დანაშაულად ვერ ჩაითვლება.
  მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ 2000 წელს სოხუმშია გამოცემული წიგნი, რომელიც „აფხაზეთის გმირ“ არააფხაზებს (ანუ ჩრდილო კავკასიელებს) ეხება, რომლებმაც ამისთვის სხვადასხვა ტიპის სამხედრო ჯილდოები მიიღეს და, ამასთან, დეტალურადაა აღწერილი, ვინ რამდენი ქართველი დახოცა 1992-1993 წლებში, ფრიად უცნაური წარმოდგენები ჰქონიათ სისხლის სამართლის დანაშაულებზე ამ ჩვენს  მტრად ქცეულ მოყვრებს.


скачать dle 11.3