კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ხატია წერეთელი: სექსი ნარკოტიკებზე მაგარი ყოფილა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ხატია წერეთლის ვიდეორგოლები ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მისმა ბოლო სიმღერამ – „შენთან სექსი მინდა“, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კლიპში მონაწილეობას ხატიას ბოიფრენდი, იმედა ვახტანგიშვილი იღებს. კადრებში წყვილის სითამამე საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა... ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ხატია შოუ-ბიზნესიდან პოლიტიკაში აპირებს წასვლას. მან ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა და სამომავლო გეგმებიც გაგვანდო.
  ხატია წერეთელი: ხალხში პრობლემა იმან წარმოშვა, რომ ჩემი ბოიფრენდი ბევრად პატარაა ჩემზე. რატომღაც ყველაზე უფრო მეტი ქვა ამ კუთხით ისროლეს. თურმე, როგორ გავბედე, მყავდეს ჩემზე პატარა ბოიფრენდი და რატომ არ ვწევარ ვიღაც ღიპიან, ქონიან, ბანჯგვლიან კაცთან. ასეთ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ხელოვანი ადამიანი ვარ და შესაბამისდ, ესთეტიც. ჩემი ბოიფრენდი ვერ იქნება  ეგეთი ტიპაჟი. იმედას მარტო გარეგნობის მიხედვითაც ნუ შეაფასებთ, მას შარმიც აქვს, ეშხიც და სულიერი სიძლიერეც. ყველაზე მეტად რამაც გამაღიზიანა იყო, რომ ხალხს ჰგონია, ეს ადამიანი ჩემთან ფულის გამოა. მას აქვს საკუთარი შემოსავალი და ნამდვილად არ არის ჩემს კისერზე. ჩვენ „გვისწორდება“ ერთად და ვართ კიდეც.
– მოგვიყევი, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა.
– ერთმანეთი ცოტა მხიარულ გარემოში გავიცანით. საერთო მეგობარი გვყავს, რომელთანაც იმედა მუშაობს. საქმიან შეხვედრაზე მას თან ახლდა ორი თანამშრომელი, მათ შორის იყო იმედაც. შარდენზე ვისხედით და ვსაუბრობდით. მეორე ბიჭს ნარდს ვეთამაშებოდი და ვუთხარი, ვინც წააგებს გაიხდის-მეთქი. ისიც დამთანხმდა. თავიდან, ასე ვთქვათ, გავუშვი და რომ ეგონა, გავიხდიდი, ზუსტად მაშინ მოვუგე. მოკლედ, ეს ადამიანი შუაგულ შარდენზე ტრუსით დავსვი (იცინის). ჩვენი ურთიერთობა სამი წლის წინ დაიწყო. თავიდან საქმიანი შეხვედრები გვქონდა, მერე სიყვარულში გადაიზარდა. როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, სწორედ იმედა აღმოჩნდა ჩემ გვერდით. ბიზნესში პრობლემები მქონდა და ნერვიულობის ფონზე ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა – ანორექსია მემართებოდა. კატასტროფულად ვკარგავდი წონას, დღეში – 1-2 კილოგრამს. ამ დროს დახმარების ხელი ამ ადამიანმა გამომიწოდა. მერე კი ყველაფერი თავისით მოვიდა. იმიტომ არა, რომ მას ქალი აკლდა ან მე – კაცი.
– როცა კლიპის სცენარს გაეცნო, რაიმეზე პროტესტი არ გამოთქვა?
– არა, საერთოდ არა. როცა იყო მომენტი, კლიპში გადასაღებად სხვა ადამიანს ვეძებდით, მსახიობს, მაგრამ რეალურად ვერავინ ავარჩიეთ – არ იყო ისეთი ბიჭი, ვინც კარგად ითამაშებდა.  ბოლოს გადავწყვიტეთ, თავად მიეღო მონაწილეობა და კი არ გვეთამაშა, არამედ ყველაფერი რეალური ყოფილიყო. სადღაც ეჭვიანობის მომენტიც ჰქონდა. დიახ, ის არის ეჭვიანი და არც მე ვარ ნაკლები (იცინის). ორივე მესაკუთრეები ვართ. თუნდაც კლიპში რომ ვერ დამთმო  სხვასთან, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პლუსია. გადაღების დროს თავშეკავება უფრო გაგვიჭირდა, ვიდრე თამაში. პრინციპში, როცა ერთმანეთს ვეფერებით, მართლა გრძნობით ვეფერებით და არ ვთამაშობთ. მე მგონი, ოპერატორს უფრო უნდა გასჭირვებოდა მუშაობა, ვიდრე ჩვენ (იცინის). ბოლომდე არ მისულა საქმე, მაგრამ  იმაზე მეტი რამე იყო, ვიდრე კლიპში ჩანს. დავინდეთ საზოგადოება და ყველაფერი არ ჩავსვით (იცინის).
– ხშირად გიყვარდება? ერთხელ თქვი, სექსი ჩემი ნარკოტიკიაო...
– არა, სხვათა შორის, ცხოვრებაში მეორედ მიყვარს. ცოტა რთული ხასიათი მაქვს. ეჭვიანი და მესაკუთრე ვარ. უცხოელი თაყვანისმცემლებიც მყავს, მაგრამ „მიყვარხარს“ უფრო ტკბილად ვამბობ, ვიდრე „აი ლავ იუს“. სექსი ყველასთვის უნდა იყოს ნარკოტიკი. ორგაზმი 75 პროცენტით თიშავს ტვინს, ხოლო ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელსაც მედიცინაში იყენებენ, მაქსიმუმ, 20-25 პროცენტით. ასე რომ, სექსი უფრო მაგარი ნარკოტიკი ყოფილა (იცინის).
– პოლიტიკოსობას მართლა აპირებ?
– სტატუსი დავწერე, რომელმაც გამოხმაურება გამოიწვია. პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ ჩვენი მთავრობა გაცილებით მეტს უნდა აკეთებდეს ხალხისთვის. არ მომწონს, როცა ისრაელში ქართველების 95 პროცენტს არ უშვებენ. არ გვიცავს ჩვენი მთავრობა ქვეყნის გარეთ ისე, როგორც საჭიროა. ამ კუთხით გამიჩნდა პროტესტი და ვთქვი, შეცვალეთ კანონები ან თავად მოვალ პოლიტიკაში-მეთქი.  არ მიზიდავს რომელიმე მინისტრის ან პარლამენტარის სავარძელი, ერთ ადგილზე ჯდომა ჩემი ცხოვრების წესი არაა და ამას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ დავთანხმდები.  ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩემგან პოლიტიკის კუთხით გამოვიდეს, სახალხო აქტივისტია. აი, ამ რანგში კი შეიძლება, ყოველდღე მიხილოთ.
– რას გააკეთებ, თუ პოლიტიკოსი გახდები?
– ბევრი სურვილი მაქვს, ძალიან მინდა, რომ საქართველო გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან დავიცვათ და საკვებზე კონტროლი დაწესდეს. აუცილებელია ნიტრატებისა და შაქრის პროდუქციის კონტროლი. გვაქვს საკმარისი მიწა და შეგვიძლია, სათბურებიც თავადვე გავაკეთოთ, სადაც ჩვენ მოვიყვანთ ყველა პროდუქტს და უცხოეთიდან შემოტანა არ დაგვჭირდება. შხამს ვჭამთ და აი, ამას  შევცვლიდი. მეორე საკითხი დასაქმების პრობლემას შეეხება. ჩვენთან რეალურად არც დამსაქმებელია დაცული  და არც დასაქმებული. ხელფასები, რომელსაც ხალხს უხდიან ძალიან მინიმალურია. მეც დამსაქმებელი ვარ და ჩემს თანამშრომლებს ასეთი მცირე ხელფასები არ აქვთ. ისინი გამომუშავებაზე არიან, მაგრამ მათი მინიმალური ხელფასი 600 ევროა. ეს ჩემი სტანდარტია. თუ ხელფასები მაღალი იქნება, შესაბამისად, მყიდველუნარიანი და გადახდისუნარიანი მოსახლეობა გვეყოლება. ეს კი ყველა ბიზნესს წაადგება. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, მოვახდინო მინერალური და სასმელი წყლის ნაციონალიზაცია. წყალი მომავალში ჩვენი ნავთობი იქნება. ეს მოგვიხსნის პენსიებისა და ჯანდაცვის პრობლემას. თუ ქვეყანაში ხელფასი 300 ევრო გახდება, ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება. ისინი უცხოეთში 400-500 ევროზე მუშაობენ. თუ იმპორტზე მკაცრი კონტროლი დაწესდება, იმპორტიორები იძულებულები იქნებიან, დაბალ ფასში შემოიტანონ პროდუქტი. რაც ვეღარ გაუწევს შიდა პროდუქტს კონკურენციას და გლეხის შრომა დაფასდება. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, აწარმოოს ბიოპროდუქცია, ჩვენ ამისთვის საკმაოდ კარგი ადგილები გვაქვს. თუ ამას სხვა ჩემ მაგივრად გააკეთებს და თავში სახლელი არ მექნება, კიდევ ბევრ იდეას მივაწვდი (იცინის).
– პარტიის შექმნას აპირებ?
– არა, პარტიას არ შევქმნი. საქართველო იმ ზღვარზეა, როცა პოლიტიკაში არაპოლიტიკოსები უნდა მოვიდნენ. დიპლომატები აუცილებლად გვჭირდება, მაგრამ სათავეში თუ არაპოლიტიკოსი, მაგრამ კარგი მენეჯერი იქნება, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ განვითარებას. მე მინდა, ხალხი მართავდეს მთავრობას და არა – პირიქით. როცა მთავრობა მართავდა ხალხს, კომუნიზმი იყო, რაც დავასრულეთ. დროა, გადავიდეთ იმაზე, რომ ხალხმა მართოს მთავრობა და მინისტრის სავარძელი აღარ იყოს მომხიბვლელი.

скачать dle 11.3