№25 ანეკდოტები
კიდობანი არარატის მთაზე რომ გაჩერდა, ნოემ კარი გააღო და უცებ ყვირილი შემოესმა:
– „არმენ, იძი სუდა, ზოოპარკ პრიეხალ“!
***
ერთი ქალი მეორეს ეუბნება:
– წარმოგიდგენია, კაბის საყიდლად წავედი და არ ჩამეტია.
– მერე?
– მერე, გაბრაზებულმა ტორტი ვიყიდე.
– ჩაგეტია?
***
კაცმა თევზაობისას ქალთევზა დაიჭირა. ის კი ეუბნება:
– გამიშვი და სამ სურვილს შეგისრულებ.
კაცი დაფიქრდა და ეუბნება:
– იცი რა, სურვილი ერთი მაქვს, მხოლოდ სამჯერ უნდა შემისრულო.
***
სტუმრად მისული ნათესავი მასპინძელს ეკითხება:
– სად ისწავლე ასეთი გემრიელი საჭმელების მომზადება?
– ეს ჩემი ყოფილი ცოლის წყალობითაა.
– მაგარია, ყოჩაღი ყოფილა!
– რა ყოჩაღი, საერთოდ არ იცოდა საჭმელების კეთება და იძულებული ვიყავი, მე მესწავლა.