კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როგორ აკეთებდა ფულს ებრაელი მებუხრე ძია აბრამი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ცნობილი მსახიობი გურამ საღარაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა:
  „ჩემს ბავშვობაში თბილისში ერთი ებრაელი ხელოსანი ცხოვრობდა, რომელსაც ძია აბრამს ვეძახდით. ის ძველი მებუხრე იყო, მაგრამ სახლმმართველობაში მუშაობდა და ძირითადად, კედლის ღუმელების უზარმაზარ გამწოვ მილებს ამონტაჟებდა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო  ყველაფერს უფასოდ უკეთებდა მოსახლეობას, ძია აბრამს კი მოჭრილი ხელფასი ჰქონდა, რომელსაც სახლმმართველობა უხდიდა. თუმცა, აბრამი რის ებრაელი იქნებოდა, რომ უფასო საქმეშიც სარგებელი არ ენახა. ამიტომ, როდესაც მორიგ მონტაჟზე მივიდოდა ხოლმე, ოჯახის უფროსს ეტყოდა:
– დაგენაცვლე, ზოგიერთი მილი უვარგისია და გამწოვად არ გამოდგება. თუ გინდა, კარგი დაგიყენო, ცოტა ფული გადამიხადე და ჩემსას მოგიტანო.
ძია აბრამი ბევრს არ ითხოვდა და უმეტესობა მას ფულს უხდიდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც გადახდაზე უარს ამბობდა. აბრამი, რა თქმა უნდა, მათაც უმონტაჟებდა მილებს და საქმეს რომ მორჩებოდა, ბინის პატრონს ქვევიდან გაახედებდა მილში, რომ ის დარწმუნებულიყო, შიგნით არაფერი იყო გაჭედილი. შემდეგ კი მიდიოდა, თუმცა წასვლის წინ სიტყვას „დააგდებდა“:
– არ გამოვრიცხავ, დაგენაცვლე, რომ ამ მილმა არ ივარგოს და ისევ ჩემი გამოძახება მოგიწევსო.
და, მართლაც, ახალდაყენებულ, გამჭვირვალე მილში კვამლი არ გადიოდა და ისევ ძია აბრამს ეძახდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში ეს გამოძახება უკვე ფასიანი იყო. ამ მომენტიდან კი უკვე ჩვენ, ბავშვები ვერთვებოდით საქმეში და აბრამის მითითებით, ახლადდაყენებულ მილში რიყის ქვას ვაგდებდით და მასში ჩასმული მინა ტყდებოდა, რის მერეც კვამლი თავისუფლად გადიოდა. ამ სამსახურისთვის აბრამი მანეთს გვიხდიდა და აბა, რას წარმოიდგენდა ვინმე, რომ მილში მინა იყო ჩასმული, რომელიც გახედვის დროს არ ჩანდა.“

скачать dle 11.3