№25 ბრძნული აზრები
ჰარისი: საშიშროება ის კი არ არის, კომპიუტერმა არ დაიწყოს ადამიანივით აზროვნება, არამედ ადამიანმა არ იაზროვნოს კომპიუტერივით.
შენდეროვიჩი: ძალაუფლებით მთვრალნი ბახუსიდან სისხლით გამოდიან.
რუსო: სიზარმაცე და დეპრესია სისტემური ნიშანია იმისა, რომ არასწორად ცხოვრობთ.
ვოლტერი: კეთილშობილება ნიშნავს, იყო მზად, შენი ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედო.
რემარკი: გონება ადამიანს იმისთვის აქვს, მიხვდეს, რომ ცხოვრება მხოლოდ გონებით არ შეიძლება.
მონტენი: ყველასთან კეთილგანწყობით ურთიერთობის შემთხვევაში ცხოვრებას საკუთარ თავთან განხეთქილებით დაასრულებთ.
ფუკო: ჩემი ღმერთისადმი სიყვარული გამოიხატება იმ ადამიანების სიყვარულით, რომლებიც ყველაზე ნაკლებად მიყვარს.
ბლეიკი: ნუ დაუშლით ადამიანებს, ისე იფიქრონ თქვენზე, როგორც მათ უნდათ. იქნებ ეს მათ შვებას ჰგვრით.
თაგორი: გვიყვარს იშვიათად, გვძულს ხშირად და ვლაპარაკობთ ბევრს.
სენეკა: გააკეთებ სიკეთეს – დაივიწყე, გაგიკეთებენ სიკეთეს – დაიმახსოვრე.
ოუენი: თუ ცოდვებს ებრძვი, ესე იგი, ცოცხალი ხარ, მაგრამ თუ შენს ცოდვებს არ ჰყავს მოწინააღმდეგეები – დაღუპული ხარ, რაც უნდა კარგად ცხოვრობდე.
ჯეფერსონი: ქადაგება უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება და არა ჩვენი სიტყვები.
შპენგლერი: სხვისი კარგის დანახვის საშუალებას ხშირად საკუთარი ხარვეზები არ გვაძლევს.
შილერი: იყავი, რაც ხარ. ეს არის პირველი ნაბიჯი, იყო იმაზე უკეთესი, რაც ხარ.
ჟვანეცკი: ჩვენს დროში ადამიანი ტელევიზორიდან იგებს, რას ფიქრობს თვითონ.
ამანადო: როდესაც ადამიანები მთავარში ვერ რიგდებიან, ერთმანეთს წვრილმანების გამო შორდებიან.
სკოტი: კარგ ადამიანს კარგი მეგობრები ჰყავს, პატიოსანს კი – მტრებიც.
ჯოლი: სიყვარული – ეს არის, როცა გასცემთ და გინდათ, უფრო მეტი გასცეთ. ხოლო ვნება – ეს არის, როცა იღებთ და კიდევ ბევრის მიღება გსურთ.
ფრანსი: ქალი იცვლება ორი მიზეზით – ან იმიტომ, რომ თვალები გაახილა, ან იმიტომ, რომ გული დახურა.