კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რა ბრწყინვალე კონტროპერაცია ჩაუტარა „ცეერუს“ ორმა ქართველმა მზვერავმა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

„სვანი“
  1979-1980 წლებში, თითქმის ორი წლის განმავლობაში, საბჭოთა კონტრდაზვერვა ოცდაოთხსაათიან რეჟიმში უთვალთვალებდა ვინმე აკაკი მიხეილის ძე კურტანიძეს, რომელმაც 1979 წლის 8 იანვარს არალეგალურად შემოაღწია საბჭოთა კავშირში თურქეთიდან. მან აჭარის მთიანეთში ვიწრო ბილიკი გადმოკვეთა, მაგრამ საბჭოთა კონტრმზვერავები მას უკვე ელოდნენ. კურტანიძის ვოიაჟის შესახებ ინფორმაცია ცენტრში „ლენგლიდან“ მივიდა. იქ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სპეცსკოლაში საბჭოთა მზვერავი მუშაობდა. 1979 წლის 5 იანვარს მან მოსკოვში დაშიფრული დეპეშა გაგზავნა, რომელშიც ეწერა:
  „8 იანვარს თურქეთი-საბჭოთა კავშირის საზღვრის აჭარის მონაკვეთზე აკაკი კურტანიძე გადმოვა. მას სპეციალური ცხრათვიანი პროგრამით ამზადებდნენ. აქვს ზესაიდუმლო დავალება, რომლის მიზანიც არ ვიცი. კარტოთეკაში კურტანიძე „სვანის“ ფსევდონიმითაა დაფიქსირებული. სინამდვილეში კი ის ვასილ პეტრეს ძე იოსელიანია. 1945 წელს დაბადებული. „სვანი“ ემიგრანტების ოჯახიდანაა, რომლებმაც 1921 წელს საქართველო დატოვეს. რეკომენდაციას გაძლევთ, რომ იოსელიანს, მისი საგანგებო მისიის გარკვევამდე, მხოლოდ თვალ-ყური ადევნოთ.“
  „სვანი“ თბილისში დასახლდა. ამიერკავკასიის რკინიგზაზე გამცილებლად მოეწყო და ხშირად დადიოდა რეისებში მოსკოვსა და ლენინგრადში. კონტრდაზვერვამ მას, ციხიდან გაქცეული კრიმინალის ლეგენდით, საბჭოთა კონტრმზვერავი შეუგზავნა. თითქმის ორწლიანი თვალთვალის შემდეგ მხოლოდ იმის დადგენა გახდა შესაძლებელი, რომ „სვანი“ თბილისში, მოსკოვსა და ლენინგრადში კოლეგის ან კოლეგებისთვის კონსპირაციულ ბინებს ამზადებდა და „ლენგლიში“ საბჭოეთის სხვადასხვა გეოგრაფიული რეგიონების ფოტოებსა და წყლის და მიწის გრუნტის ნიმუშებს გზავნიდა. „სვანი“ 1980 წლის 19 დეკემბერს მოსკოვში დააპატიმრეს. მან თვალთვალი იგრძნო, გაქცევა და მიმალვა სცადა, მაგრამ ოპერატიულმა ჯგუფმა ის გაკოჭა და ლუბიანკაზე მიიყვანა.
დეზინფორმაციული თამაში
  მიუხედავად იმისა, რომ ვასილ იოსელიანს ყველანაირი საბუთი წარუდგინეს მისი ჯაშუშური საქმიანობის შესახებ, „სვანი“ მაინც არ ტყდებოდა და საბჭოთა კონტრდაზვერვასთან თანამშრომლობაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა. არადა დრო არ ითმენდა. თუკი „სვანი“ საბჭოთა კონტრდაზვერვასთან არ ითანამშრომლებდა, მაშინ მისი დაპატიმრების შესახებ ოფიციალურად უნდა გამოეცხადებინათ. ეს კი საბჭოთა ორგანოებს საშუალებას მოუსპობდა, რომ მტრის ჭეშმარიტი ჩანაფიქრი გამოეცნოთ და საპასუხო ოპერაცია ჩაეტარებინათ. არც „სვანის“ დიდი ხნით დაკავება ივარგებდა, რადგან ჩავარდნის ამბავი გაიშიფრებოდა და ამ შემთხვევაშიც მოისპობოდა გზა საპასუხო ოპერაციის ჩასატარებლად. შეიქმნა ექსტრემალური სიტუაცია და კონტრმზვერავებმა ბოლო საშუალებას მიმართეს. ქართველმა კონტრდაზვერვის პოლოკოვნიკმა, გივი გელაშვილმა იოსელიანს უთხრა:
– ორი წელიწადი გითვალთვალებდით და ვიცით, რომ ვაჟი გყავთ, რომელსაც სულ ახლახან შეუსრულდა ერთი წელი. ისიც ვიცით, რომ მას მამათქვენის სახელი – პეტრე დაარქვით და მასზე ჭკუას კარგავთ. ამიტომ გირჩევთ, რომ მის აღზრდას თქვენ მიხედოთ. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ჩვენთან ითანამშრომლებთ. ხოლო თუ უარს იტყვით, მაშინ იძულებულები ვიქნებით, თქვენი დაპატიმრების ამბავი გამოვაცხადოთ. შემდეგ კი გაგასამართლოთ და თხუთმეტწლიან ციხეს რომ მიიღებთ, პეტრეს გაზრდას ვეღარ მოახერხებთ. აირჩიეთ: ან ცოლ-შვილი და ნორმალური ცხოვრება, ან თხუთმეტწლიანი პატიმრობა განსაკუთრებული რეჟიმის ციხეში.
  „სვანმა“ პირველი ვარიანტი აირჩია. მაგრამ, სანამ ვასილ იოსელიანს გაათავისუფლებდნენ, გააფრთხილეს, რომ მიმალვა და მოტყუება არ ეცადა. ზედამხედველად კი კაპიტანი ზაზა გოცირიძე მიუჩინეს – სწორედ ის „გაქცეული კრიმინალი“, რომელსაც უკვე „ლენგლიშიც“ იცნობდნენ და ენდობოდნენ.
იოსელიანმა და გოცირიძემ შესანიშნავი ტანდემი შექმნა და ცენტრში, ანუ „ლენგლიში“, მათგან კარგად მოფიქრებული დეზინფორმაცია მიდიოდა, რამაც ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვა საგრძნობლად დააზარალა. რადგან გოცირიძე „ძებნილი კრიმინალი“ იყო, „ცეერუმ“ ის არალეგალურად გადაიყვანა შეერთებულ შტატებში და გარკვეული დროის განმავლობაში გაწვრთნეს, შემდეგ კი კვლავ უკან დააბრუნეს, როგორც კვალიფიციური აგენტი და უთხრეს, რომ სულ მალე საგანგებო მისიისთვის მას და „სვანს“ სერიოზული ადამიანები ეწვეოდნენ.
ჩაშლილი მისია
  მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კონტრდაზვერვა საგულდაგულოდ იყო მომზადებული „საგანგებო მისიონრების“ დასახვედრად, ხელმძღვანელობა მაინც ღელავდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მათ მიახლოებითაც კი არ იცოდნენ, თუ რა მიზანი ჰქონდათ „მისიონერებს“ და რამდენი იქნებოდნენ ისინი. აშკარა იყო მხოლოდ ის, რომ რაღაც დიდი უბედურება მზადდებოდა, რადგან მომავალი ოპერაციის შესახებ ცენტრიდან არაფერი ისმოდა და ყველაფერი ღრმად გასაიდუმლოებული იყო.
  1982 წლის 6 მარტს „სვანს“ ორი ადამიანი ეწვია. მათ შეთანხმებული პაროლი თქვეს და აშკარა იყო, რომ  ისინი „მისიონრები“ იყვნენ. მათ „სვანს“ მოსკოვში გამგზავრება და იმ კონსპირაციული ბინის მომზადება დაავალეს, სადაც უნდა დაბანაკებულიყვნენ. სამი დღის შემდეგ „მისიონერები“ მოსკოვში ჩავიდნენ და კონსპირაციულ ბინაში დასახლდნენ. გოცირიძეს კი აკადემიკოს ალექსანდრე დავითის ძე ნადირაძის კოორდინატების გაგება და მასზე ფარული თვალთვალი დაავალეს.
  ეს ინფორმაცია რომ კონტრდაზვერვაში მივიდა, ნათელი გახდა, რომ „მისიონერები“ ტერაქტს ამზადებდნენ და ნადირაძის ლიკვიდაციას აპირებდნენ. ალექსანდრე ნადირაძე გასაიდუმლოებული მეცნიერ-კონსტრუქტორი იყო, რომელიც საკონტინენტათაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს ამზადებდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მისი მოშორება განიზრახა.
  1982 წლის 16 ივნისს საბჭოთა უშიშროების სპეციალურმა ოპერატიულმა ჯგუფმა მოსკოვის ცენტრში, ნადირაძის სახლთან ორი დივერსანტი დააპატიმრა, რომლებიც საბჭოთა მეცნიერის მოკვლას აპირებდნენ და ამით ეს მზაკვრული მისია ჩაიშალა.


скачать dle 11.3