№25 ორგანიზმის გამწმენდი 4-დღიანი დიეტა
ნინო კანდელაკი ანი რევია

1 კილოგრამ გახეხილ სტაფილოს დააწურეთ ლიმონის წვენი, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. სალათა გაყავით სამ ულუფად და მიირთვით დღის განმავლობაში.
შეგიძლიათ, ასევე მიირთვათ რომელიმე ერთი სახეობის ხილი, თქვენი სურვილსამებრ. ასე იკვებეთ სამი დღის განმავლობაში, მეოთხე დღეს კი, რაციონში დაამატეთ ცოტა კიტრისა და პომიდვრის სალათა ზეთით და ერთი ნაჭერი პური. დილით შეგიძლიათ, მიირთვათ ნახევარი ჭიქა რძე ან კეფირი.
გაითვალისწინეთ, რომ სტაფილო დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რომლის გადამუშავებასაც ორგანიზმი დიდ დროს ანდომებს. ამიტომ, თუკი საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა გაქვთ, გირჩევთ, ამ დიეტაზე უარი თქვათ.