კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როგორ მოვამზადოთ დასაბანი და კანის დამარბილებელი ნიღბები რძისგან

ნინო კანდელაკი ანი რევია

  რძისგან უხსოვარი დროიდან ამზადებდნენ გასაოცარი ეფექტის მქონე კანის მოვლის საშუალებებს. თქვენც შეგიძლიათ, სახლის პირობებში მარტივად მოამზადოთ დასაბანი და დამარბილებელი ნიღბები. იმისთვის, რომ კანი ხავერდოვანი და გლუვი გახდეს, დაგჭირდებთ მხოლოდ ის ინგრედიენტები, რომლებიც სახლში თითქმის ყოველთვის მოგეპოვებათ.
  რძისა და შავი პურის ნიღაბი – შავი პურის ნაჭრები დაალბეთ თბილ რძეში და ფაფა გააკეთეთ. წაისვით სახეზე და სახის კანი და ნაკვთები კარგად დაიმასაჟეთ. დაიტოვეთ 15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ ბამბის ტამპონითა და ნელ-თბილი წყლით. ბოლოს, სახეზე თქვენი სახის კანისთვის განკუთვნილი, მკვებავი კრემი გადაისვით.
  რძისა და კომბოსტოს ნიღაბი – კომბოსტო დაჭერით, მოხარშეთ რძეში და დააბლენდერეთ, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. წაისვით სახეზე, კისერსა და გულ-მკერდზე. გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი.
  თაფლის, ნაღებისა და ლიმონის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზ ნატურალურ თაფლს, შეურიეთ 2 ჩაის კოვზი ნაღები და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. მიღებული მასა წაისვით სახეზე და 30 წუთის განმავლობაში დაიტოვეთ. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  რძის, საფუვრისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი – ნახევარ ჩაის კოვზ საფუარს ნელ-ნელა დაამატეთ თბილი რძე და 2 წვეთი ზეითუნის ზეთი, ვიდრე არაჟნის კონსისტენციის მასას არ მიიღებთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნუშისა და რძის ნიღაბი – რამდენიმე ცალ ნუშის გულს დაასხით მდუღარე წყალი და დაახლოებით, 20 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გააშრეთ, გაფცქვენით და დაფქვით, რომ ფქვილისმაგვარი მასა მიიღოთ. ნახევარ ჩაის კოვზ ნუშის ფქვილს დაასხით იმდენი ცხელი რძე, რომ არაჟნის კონსისტენციის მასა გამოვიდეს და კარგად აურიეთ.  წაისვით სახეზე, 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
  რძისა და ზეთის ნიღაბი – 1 სუფრის კოვზ თბილ რძეში გახსენით 20 გრამი საფუარი, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი სიმინდის, ქაცვის ან ზეითუნის ზეთი და მიღებული მასა სახეზე წაისვით. ნიღაბი 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის – 1 სუფრის კოვზ ლუდის საფუარს, შეურიეთ იმდენი რძე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. დაიდეთ სახის ყველა ცხიმიან ადგილას და გაშრობამდე გაიჩერეთ. ნიღაბი, დაახლოებით, 15-20 წუთის შემდეგ გაშრება, რის შემდეგაც სახე ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
  ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის – 2 სუფრის კოვზი ხაჭო, 2 ჩაის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი თბილი რძე და რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი ერთმანეთში კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა სახესა და ყელზე დაიდეთ, დაიტოვეთ 10 წუთით და ჯერ თბილი, შემდეგ კი, გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
  აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბი – 2 სუფრის კოვზი ახალი ხაჭო, 2 სუფრის კოვზი გახეხილი გოგრის რბილობი და 1 ჩაის კოვზი რძე, აურიეთ ერთმანეთში. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი – თანაბარი რაოდენობის საფუარი და თბილი რძე კარგად აურიეთ და სახეზე წაისვით. დაიტოვეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თბილ რძეში დასველებული ტამპონით მოიწმინდეთ.
თუ ამ პროცედურებს რეგულარულად ჩაიტარებთ, თავად დარწმუნდებით, რომ თქვენი კანი საკმაოდ გლუვი, ელასტიკური გახდება და რაც მთავარია, ჯანსაღი ეფექტით.
скачать dle 11.3