№25 გაწბილებული მკვლელი
აგათა კრისტი
ექიმმა მეინელმა ჩარლზ რიჯვეის ასეთი რაღაც უთხრა:
– კარგად გამიგეთ, დეიდათქვენმა შეიძლება, ძალიან დიდხანს იცოცხლოს, მაგრამ შოკი ან ემოციური აღელვება მაშინვე მოკლავს. ძალიან მშვიდ გარემოში უნდა იყოს. არანაირი დატვირთვა, გადაღლა და რაც მთავარია, უარყოფითი ემოცია. დაეხმარეთ, რომ ყურადღება სასიამოვნო რამეზე გადაიტანოს.
იმავე საღამოს ჩარლზმა მოხუც ნათესავს სახლში რადიოს დაყენება შესთავაზა. მისის ჰარტერი ამ წამოწყებას ეწინააღმდეგებოდა. ჩარლზი შეეცადა, აეხსნა, რომ ამ ტალღებში საშიში არაფერი იყო. ლექცია წაუკითხა ელექტრონულ მილებზე, მაღალ და დაბალ სიხშირეებზე, ტრანზისტორებზე და კონდენსატორებზე. ბოლოს მისის ჰარტერი დანებდა. სხვანირად არც შეეძლო, თავისი დისშვილი ძალიან უყვარდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მასთან ძმისშვილი, მირიამ ჰარტერი ცხოვრობდა. აპირებდა, ეს გოგო თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა, მაგრამ მირიამმა იმედები გაუცრუა. როგორც მისის ჰარტერს უყვარდა თქმა, „მუდამ სადღაც დაწანწალებდა“. ბოლოს ვიღაც ბიჭს გადაეყარა, რომელიც მისის ჰარტერს სასტიკად არ მოეწონა. მირიამი თავის რჩეულს გაჰყვა ცოლად და მისის ჰარტერი, როგორც წესი, ყოველ შობას ცხვირსახოცებს ან ხელსახოცებს უგზავნიდა. ჩარლზი თავიდანვე მოეწონა. იგი ყოველთვის ისეთი ყურადღებიანი იყო, კარგ გუნებაზე და მისი ახალგაზრდობის მოგონებებსაც ისეთი ინტერესით ისმენდა ხოლმე. თან, დღეში ხუთჯერ იმეორებდა, როგორი საოცარი მოხუცი ჰყავდა გვერდით. მისის ჰარტერმა ადვოკატს მისწერა, რომ ახალი ანდერძი მოემზადებინა. ადვოკატმაც არ დააყოვნა და მისის ჰარტერმა სულ მალე ახალ ანდერძს მოაწერა ხელი, უკვე ჩარლზის სასარგებლოდ.
მისის ჰარტერი რადიოთი ძალიან მალე დაინტერესდა, აღარც სცილდებოდა. ხან ერთ ტალღას იჭერდა, ხან მეორეს. ჩაჯდებოდა მაღალზურგიან სავარძელში, მყუდროდ მოეწყობოდა და საღამოს პროგრამებს უსმენდა.
სახლში რადიოს გამოჩენიდან, დაახლოებით, სამი თვე იქნებოდა გასული, როდესაც პირველი უცნაური მოვლენა მოხდა. მისის ჰარტერი სახლში მარტო იყო. საღამოს პროგრამაში ძველი შოტლანდიური ბალადების კონცერტს გადმოსცემდნენ, როდესაც მოულოდნელად, რაღაც ხმაური გაისმა, სიმღერა შეწყდა, რადიომიმღებიდან შიშინის ხმა გადმოიღვარა. შემდეგ ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. მერე კი ისევ შიშინი გაისმა. მისის ჰარტერს მოეჩვენა, რომ ხმა სადღაც შორიდან მოდიოდა. ნათლად გაიგონა მამაკაცის ხმა, რომელსაც მსუბუქი ირლანდიური აქცენტი ჰქონდა:
– მერი, გესმის ჩემი? შენი ქმარი ვარ... მალე მოგაკითხავ. მზად ხომ იქნები, მერი? და ოთახი ისევ შოტლანდიური ბალადის ხმამ გაავსო. მისის ჰარტერი გაქვავდა. ეს მისი ქმრის ხმა იყო! არა, ეს სიზმარია, ალბათ, წაეძინა. სიზმარში ქმარი მას რადიოთი ელაპარაკებოდა. ან იქნებ ეს წინათგრძნობა იყო? მას ხომ გული აწუხებს და აღარც ახალგაზრდაა?
ქალს ამ ამბის შესახებ არავისთვის უთქვამს, მაგრამ მალე ყველაფერი განმეორდა. მისის ჰარტერი ისევ მარტო იყო ოთახში. საორკესტრო მუსიკას გადმოსცემდნენ. რადიო, როგორც წინა შემთხვევის დროს, ახლაც მოულოდნელად დადუმდა. ისევ სიჩუმე, ისევ დიდი მანძილის შეგრძნება და ისევ ქმრის ხმა, შორეული და არამიწიერი...
– მერი, პატრიკი გელაპარაკება. მალე მოგაკითხავ...
მისის ჰარტერმა საათს დახედა. არა, ამჯერად არ ეძინა. ეს არც ჰალუცინაცია იყო. გაიხსენა, რას უყვებოდა მას ჩარლზი სიხშირეებსა და ტალღებზე. შესაძლებელი იყო თუ არა, პატრიკი მასთან კონტაქტზე იმ ქვეყნიდან მართლაც გამოსულიყო? ჩარლზი რაღაცას ყვებოდა „დაკარგული ტალღების“ შესახებ, შკალაში არსებულ რაღაც ხვრელებზე. შეიძლება, ეს „დაკარგული ტალღებია“ პარაფსიქოლოგიური მოვლენების მიზეზი? ალბათ, ასეცაა. მას პატრიკი ელაპარაკა. მან მეცნიერების უახლესი მიღწევით ისარგებლა, რათა ცოლი გარდაუვალისთვის შეემზადებინა. მისის ჰარტერმა მოახლე, ელიზაბეტი გამოიძახა და სთხოვა, მისი დაკრძალვისთვის ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც თვითონ ეტყოდა. ელიზაბეტი ატირდა. ეს ქალი საოცრად ერთგული იყო. ლამის მთელი ცხოვრება მასთან გაატარა.
– რამდენი ვუანდერძე ელიზაბეტს? – გაიფიქრა მისის ჰარტერმა, როდესაც ასლუკუნებული მოახლე გავიდა, – ასი ფუნტი თუ მხოლოდ ორმოცდაათი? არა, ასი უნდა მეანდერძებინა.
ამაზე ფიქრმა მოხუცი შეაწუხა და მეორე დღეს თავის ადვოკატს წერილი მისწერა. სთხოვა, ანდერძი გამომიგზავნე, უნდა გადავხედოო. ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც სადილზე ჩარლზმა ისეთი ამბავი მოყვა, რომელმაც მოხუცი შოკში ჩააგდო. ჩარლზს თავადაც არ სჯეროდა, რომ რაც ნახა, სინამდვილეში მოხდა, მაგრამ მოხუცის დაჟინებული თხოვნის შემდეგ მაინც მოყვა. ჩარლზის მონათხრობიდან გაირკვა, რომ სახლის ერთ-ერთ ფანჯრაში მან ვიღაც კაცის გამოსახულება დაინახა. თავიდან ვერ მიხვდა ვინ იყო, მაგრამ შემდეგ, სასტუმრო ოთახში, ბუხრის თავზე ახალგაზრდა კაცის პორტრეტი დაინახა და მიხვდა, რომ ფანჯარაში სწორედ ის ნახა. მისის ჰარტერმა ფერი დაკარგა, პორტრეტზე სწორედ მისი ქმარი იყო გამოსახული, რომელიც ოცდახუთი წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
საღამოს ჩარლზი სტუმრად წავიდა, ხოლო მისის ჰარტერმა სასწრაფოდ რადიო ჩართო. თუ მესამედაც გაიგონებს იდუმალ ხმას, მაშინ ყველაფერი მართალი ყოფილა. ნამდვილად იმ ქვეყნიდან ელაპარაკება... ელოდებოდა და აღარ გაკვირვებია, როდესაც ნაცნობი ხმაური შემოესმა, რასაც გრძელი პაუზა მოჰყვა და სუსტი შორეული ხმაც ისევ ალაპარაკდა ირლანდიური აქცენტით:
– მერი, ახლა შენ უკვე მზად ხარ. პარასკევს მოგაკითხავ... პარასკევს, ათის ნახევარზე. ნუ გეშინია, ტკივილს ვერ იგრძნობ. მზად იყავი...
რამდენიმე წუთი მისის ჰარტერი გაუნძრევლად იჯდა. სახე გაჰფთრებოდა, ტუჩები უკანკალებდა. ხუთშაბათ საღამოს ყველაფერი წყნარად და მშვიდობიანად იყო. მისის ჰარტერი, როგორც ყოველთვის, ბუხართან, თავის მაღალსაზურგიან სავარძელში მოკალთდა. იგი მზად იყო. რადგან ანდერძის ჩასწორების დრო არ ჰქონდა, დილით თავად წავიდა ბანკში, ორმოცდაათი ფუნტი ანგარიშიდან მოხსნა და ელიზაბეტს გადასცა. მერე კიდევ ერთხელ აიღო ხელში ანდერძი და გადაათვალიერა. ყველაფერი გარკვევით ეწერა: ორმოცდაათი ფუნტი ელიზაბეტ მარშალს, ხუთას-ხუთასი ფუნტი დას და ბიძაშვილს, ყველაფერი დანარჩენი – ჩარლზ რიჯვეის.
ქალმა საათს დახედა. უკვე ათის ნახევარი იყო. გული გამალებით უცემდა. რადიო ჩართული იყო, მაგრამ მისი ყურადღება შემოსასვლელი კარის ჭრიალმა მიიპყრო. მისის ჰარტერმა მწვავედ შეიგრძნო შიში. პანიკამ მოიცვა. კარს უკან ნაბიჯების ხმა გაისმა. მისის ჰარტერი ნელა წამოდგა, ღია კარს თვალს არ აშორებდა. უნდოდა ეყვირა, მაგრამ ვერ შეძლო. ბუხრის მიმქრალ შუქზე კარში ნაცნობი ფიგურა გამოჩნდა. წაბლისფერი ბლანჟეთი და ბაკენბარდებით. ქმარმა მოაკითხა! მისი გული უკანასკნელად შეიკუმშა და გაჩერდა. მოხუცი ქალი ბუხართან დავარდა...
ორი საათის შემდეგ იგი ელიზაბეტმა იქვე იპოვა. გვამი ექსპერტიზაზე წაიღეს. იმავე ღამეს, როდესაც უკვე სახლში არავინ იყო, ჩარლზმა აიღო მავთულები, რომლებიც რადიოდან მისი საძინებლისკენ მიდიოდა. შემდეგ ბუხარში დაწვა წაბლისფერი წვერი და ბაკენბარდები. შეეძლო მშვიდად ყოფილიყო. იმ ქვეყანასთან „კავშირის დამაყრების“ იდეა, მას მაშინ გაუჩნდა, როდესაც ექიმმა მეინელმა უთხრა, რომ კარგი მოვლის შემთხვევაში, დეიდამისი კიდევ დიდხანს იცოცხლებდა. ამას ვერ დაუშვებდა. თუ ფულს სასწრაფოდ არ იშოვიდა, სირცხვილი და გაკოტრება ელოდა. ახლა კი ყველაფერი რიგზე იყო. ახლა უკვე მდიდარი კაცი გახდა.
მეორე დღეს ადვოკატი, მისტერ ჰოპკინსი დაიბარა. ჩარლზი პირდაპირ საქმეზე გადავიდა:
– რამდენადაც ვიცი, დეიდაჩემის ანდერძი თქვენთან ინახება.
– უფრო სწორად, ინახებოდა, – უთხრა ადვოკატმა, – მისის ჰარტერმა სამშაბათს მთხოვა, ანდერძი მისთვის გამომეგზავნა.
ჩარლზს შეაჟრჟოლა, რადგან უკვე ზუსტად იცოდა, რომ ანდერძი სახლში არ იყო. მან ხომ ყველაფერი გადააქოთა და ვერსად იპოვა. იგრძნო, ცივმა ოფლმა როგორ დაასხა. ადვოკატმა ელიზაბეტის მოყვანა შესთავაზა. ელიზაბეტმა უთხრა, რომ ანდერძი ცისფერ კონვერტში იდო და ის ბოლოს, მისის ჰარტერის ხელში ნახა. ჩარლზს სისხლი გაეყინა, რადგან თვალწინ იმ ღამის სურათი წარმოუდგა. როდესაც ოთახში გარდაცვლილი მისტერ ჰარტერის როლში მყოფი, მოხუცთან შევიდა. ქალს მარცხენა ხელი გულთან ჰქონდა მიჭერილი, მარჯვენა ხელიდან რაღაც გაუვარდა და ბუხარში, გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე დავარდა. ჩარლზის სახე თეთრი იყო. მან ძლივს გაიგონა საკუთარი ხმა, როდესაც იკითხა:
– თუ ანდერძს ვერ ვიპოვით, რა იქნება?
– ამოქმედდება ძველი ანდერძი. რომლის თანახმად მისის ჰარტერი მთელ ქონებას მირიამ ჰარტერს უტოვებს, – აუხსნა ადვოკატმა.
– მირიამი? მირიამი თავისი დებილი ქმრით და ოთხი საზიზღარი ბაჭყატით... გამოდის, მირიამის გამო იწვალა ამდენი?! მას კი ციხე არ ასცდება.
ტელეფონმა დარეკა. ექიმი რეკავდა:
– გაკვეთის შედეგები მივიღე. სიკვდილის მიზეზი, გულია. შევცდი, როდესაც ვთქვი, რომ კარგი მოვლის პირობებში მისის ჰარტერი კიდევ დიდხანს იცოცხლებდა. მისი გული უფრო ცუდ მდგომარეობაში ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა.
ჩარლზი მიხვდა, რომ იღბალმა მწარედ დასცინა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ