№25 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 1991 წლის 27 ივლისს, დილის 6 საათზე. თუ ურჩევთ უცხო ქვეყანაში სწავლის გაგრძელებას და პირადი ცხოვრება ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულს დაუკავშიროს?
პასუხი: უცხოეთი მისთვის საშუალოა, ამიტომ დროებით, გამოცდილების მიღების მიზნით, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ცუდი ნამდვილად არ არის. სასიყვარულო პარტნიორად კი კარგია ქალწულის, მერწყულის, სასწორის, მშვილდოსნის, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები.
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 13 ნოემბერს, დილის საათებში. მინდა, უცხოეთში წასვლა და მუშაობა. თუ არის უცხოეთი ჩემთვის მისაღები და, კერძოდ, რომელ ქვეყანას მირჩევთ?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა, ამიტომ, შეგიძლიათ, თქვენი ძალები მოსინჯოთ. ქვეყნებიდან კი მისაღებია: პორტუგალია, ბრაზილია, ვიეტნამი, ჩინეთი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური მხარე, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, ინდოეთის აღმოსავლეთი ნაწილი, პაკისტანი, კუნძული მალტა, იტალია, ბირმა, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, ავსტრია და მონაკო.
კითხვა: დავიბადე 1988 წლის 19 მაისს. თუ შეგიძლიათ, მითხრათ, სასიყვარულო ურთიერთობისთვის რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანია ჩემთვის მისაღები და რომელს მოვერიდო?
პასუხი: თქვენთვის სასიყვარულო სფეროში მისაღები და კარგია ურთიერთობა კუროს, თხის რქის, ქალწულის, კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან.
კითხვა: დავიბადე 1997 წლის 20 სექტემბერს. საქმიანობის რომელი სფეროა ჩემთვის წარმატებების მომტანი და უცხოეთის რომელი ქვეყანაა მისაღები?
პასუხი: უცხოეთიდან თქვენთვის მისაღებია შემდეგი ქვეყნები: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთი, საბერძნეთი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, იტალიის დასავლეთი მხარე, ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატი, კუნძული კორსიკა, სიცილია და ავსტრია. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სამასაჟო საქმიანობა, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, მოდელირება, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, გასართობი სფერო, ხელოვნების ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობა.