კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როგორ იხსნა ბერიამ ვახტანგ ჭაბუკიანი და სხვა ხელოვანები დახვრეტისგან

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია ცნობილია, როგორც გრანდიოზული პროექტების განმახორციელებელი და საბჭოთა კავშირის უშიშროების სისტემის მოდერნიზატორი, ცოტა ვინმემ თუ იცის, ჭეშმარიტი ხელოვნების რამდენად დიდი თაყვანისმცემელი იყო. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი პავლე სკაბიჩევსკი წერს: „უპირველეს ყოვლისა, საბჭოთა კავშირის მარშალს, ლავრენტი პავლეს ძე ბერიას მთელი მსოფლიო იცნობს, როგორც სისხლიან ჯალათს და ეს წარმოდგენა მცდარია, მტკნარი სიცრუეა და ბერიას წინააღმდეგ ნიკიტა ხრუშჩოვისა და შეთქმულთა მიერ აგორებული ანტიპიარია. ბერია, აგრეთვე, გლობალური პროექტების უზადოდ განმახორციელებლადაცაა ცნობილი და ეს აბსოლუტური სინამდვილეა. მაგრამ, თითქმის არსად თქმულა, თუ რა ღრმა მცოდნე და თუ შეიძლება ითქვას, „გურმანი“ იყო ლავრენტი ბერია ჭეშმარიტი ხელოვნებისა. ცნობილი საბჭოთა მომღერალი მარკ რეიზენი ყვებოდა: „რა თქმა უნდა, ჩემამდეც მოაღწია ხმებმა ლავრენტი ბერიას სისხლისმსმელობის, ჯალათობის შესახებ, ეს ინფორმაციები 1953 წლის ივლისში გავრცელდა, თანაც ისე მასობრივად, რომ იფიქრებდით, ვიღაცამ ბრძანება გასცაო. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, ეს ასეც იყო – მსგავსი ბრძანება ნიკიტა ხრუშჩოვისგან მომდინარეობდა. პირველი გრძნობა, რაც დამეუფლა ამ ხმების მოსმენისას, გაოგნება იყო. რა თქმა უნდა, ეს არ დავიჯერე. ბერიას კარგად ვიცნობდი  – მან მე სიკვდილს გადამარჩინა. საქმე ის იყო, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ფინეთის მსროლელთა პოლკში ვმსახურობდი, ორჯერ დავიჭერი კიდეც და ორჯერ დამაჯილდოეს წმიდა გიორგის ჯვრის ორდენით... 1938 წელს დიდი თეატრის სოლისტი ვიყავი და მოწინავე პარტიებს ვასრულებდი, ერთმა ჩემმა მოშურნემ (ვინაობას არ  ვასახელებ), ჩემზე ანონიმური წერილი შეთხზა, სადაც მე იმპერიალიზმის აგენტად ვიყავი მოხსენებული და ხაზგასმული იყო, რომ წმიდა გიორგის ორ ორდენს ცარიზმის მსახურებისთვის ვფლობდი. სიმართლე გითხრათ, პოლიტიკით არ ვიყავი გატაცებული და ბოლომდე ჩემს საქმიანობაში ვიყავი ჩაფლული. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ჩვენს ქვეყანას სტალინი ხელმძღვანელობდა და მას პირადად ვიცნობდი. ვიცნობდი, აგრეთვე, ლავრენტი ბერიასაც. ის 1933 წელს თბილისში გასტროლებისას გავიცანი. ბერია და მისი ულამაზესი მეუღლე – ნინო კონცერტის შემდეგ საგრიმიოროში მეწვივნენ, ვარდების დიდი თაიგული მომართვეს და არც კი უთქვამთ, ვინ იყვნენ. როცა ისინი წავიდნენ, ჩემი კოლეგებისგან შევიტყვე. საღამოს კი ბერიამ მანქანა გამომიგზავნა. თავის სახლში, ვახშამზე დამპატიჟა და ახლოს უკვე იქ გავიცანი. ბერია საუცხოოდ ერკვეოდა ხელოვნებაში. სუფრასთან ამ სფეროს ღრმა, უნიკალური ცოდნა გამოამჟღავნა, რითაც სასიამოვნოდ ვიყავი გაოცებული. ხოლო, როდესაც მან ჰერცოგის არია („ლამაზი ქალი სანდო არ  არის“) შეასრულა ვერდის „რიგოლეტოდან“, საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. ბერიას საუცხოო ლირიკული ტენორი და იდეალური სმენა ჰქონდა. იფიქრებდით, ხმა საუკეთესო პედაგოგებთან დაიხვეწაო. თუმცა, ეს ასე არ იყო. ბერიას ამ განხრით არასოდეს უსწავლია და უბრალოდ, ის თვითნაბადი ტალანტი იყო, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ საოპერო სცენას დაამშვენებდა. თბილისის შემდეგ ბერიას კიდევ შვიდჯერ შევხვდი. 1937 წელს კი ის ჩემს დაბადების დღეზე დავპატიჟე, რადგან მოსკოვში იყო ჩამოსული სტალინის გამოძახებით. სახლში დამირეკა და 42 წლის შესრულება მომილოცა. დაპატიჟებაზე მორიდებულად მითხრა – შენს მეგობრებში თეთრი ყვავივით გამოვჩნდებიო. მე კი მივუგე: თუ არ მოხვალ, ძალიან მეწყინება-მეთქი. მოვიდა. საჩუქრად კი მოოქრულვადიანი, ქართული ხანჯალი მომიტანა. ბევრი ვიმხიარულეთ და ვიმღერეთ. ერთი სიტყვით, 1938 წლის აგვისტოში რომ ბერია „ენკავედეს“ სახალხო კომისრის პირველი მოადგილე გახდა, არ ვიცოდი. 27 აგვისტოს, შაბათ დილას, 10 საათზე ტელეფონმა დარეკა და რომ ვუპასუხე, ბერიას ხმა შემომესმა. მან მომიკითხა და მითხრა, შენთან სერიოზული საქმე მაქვს. მანქანა ქუჩაში გელოდება და მალე წამოყევიო. სიტყვის თმაც კი ვერ მოვახერხე, ისე დაკიდა ტელეფონი. თხუთმეტი წუთის შემდეგ, უკვე შავ მანქანაში ვიჯექი და არ ვიცოდი, სად მივდიოდი. ხოლო, როცა ლუბიანკის ცენტრალურ შესასვლელთან შევჩერდით, იქ სპეციალურად გამოყოფილი სამხედრო, პოლკოვნიკი მელოდებოდა, რომელმაც შენობაში შემიყვანა. სიმართლე გითხრათ, ძალიან შევშინდი. ბერია თავის კაბინეტში შემეგება და გადამეხვია. სავარძლებში რომ ჩავსხედით, მან მითხრა: შენზე საჩივარია შემოსული და ვისზე გაქვს ეჭვიო, თან „ანონიმკა“ მომაწოდა. მე ზუსტად ვუთხარი, ვისი დაწერილიც იქნებოდა. მან კი თავი გააქნია და კბილებში გამოსცრა: მო-ვუვ-ლიო... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს წერილი ბერიამ ჩემს თვალწინ დაწვა და ჩემივე თხოვნით, იმ „ანონიმშჩიკს“ მხოლოდ „დიდი თეატრიდან“ გაგდება აკმარა“.
  ანალოგიური ისტორიაა დაკავშირებული გენიალურ ვახტანგ ჭაბუკიანთანაც. 1933-1934 წლებში ჭაბუკიანი ორჯერ იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთხელ კი – იტალიაში, სადაც მან ფურორი მოახდინა. მისი მოშურნე კი 1941 წლის დასაწყისში გენიალურ მოცეკვავეს იმპერიალისტური ამერიკისა და ფაშისტური იტალიის ჯაშუშობას აბრალებდა, რა თქმა უნდა, ანონმიურად... ბერიამ, რომელსაც ეს „ანონიმკა“ მიუტანეს, ჭაბუკიანი თავის კაბინეტში მიიწვია და თბილისში გაამგზავრა, სადაც მან ქართული ბალეტი ააღორძინა, ხოლო „ანონიმშჩიკი“ კი ამჯერად ციმბირის ბანაკში გაემგზავრა ცილისწამებისთვის... მოგვიანებით, უკვე მოხუცი ვახტანგ ჭაბუკიანი ამბობდა, რომ ქართული ბალეტის აღორძინებაში ბერიას უდიდესი წვლილი მიუძღვისო.“

скачать dle 11.3