კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ უყურებს ქრისტიანული ეკლესია ადამიანის ხელმეორედ დაბადებას – რეინკარნაციას?
პასუხი: მართლმადიდებლური სარწმუნოება რეინკარნაციას არ ცნობს. ადამიანი ერთხელ იბადება და ის არასდროს განმეორდება. უფალმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად მხოლოდ ერთხელ შექმნა. თუმცა, ადამიანი გარდაცვალების შემდეგ არ ამთავრებს არსებობას და მეორედ მოსვლის დროს თავისივე სხეულით, ისეთივე, როგორიც იყო, უხრწნელი ხორცით, აღდგება.
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენი მოსაუბრე სხვას განიკითხავს და ცილს სწამებს, მივუთითოთ ამის შესახებ თუ მოვერიდოთ კონფლიქტს?
პასუხი: ასეთ დროს საუბარში, რა თქმა უნდა, არ უნდა აჰყვეთ სხვას. აუცილებელი არ არის თქვენი საუბარი კონფლიქტში გადაიზარდოს, უბრალოდ, მეგობრულად მიუთითეთ, რომ შეწყვიტოს მსგავსი საუბარი და შეახსენეთ, რომ ნებისმიერი ადამიანი  ყოველდღიურად ბევრ ცოდვას სჩადის.
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ თავისი თანამდებობა ხელს უშლის, რომ ეკლესიურად იცხოვროს?
პასუხი: თუ თქვენი საქმიანობა (მნიშვნელობა არ აქვს, თანამდებობა გიკავიათ თუ სხვა საქმიანობას ეწევით) ხელს გიშლით ეკლესიურ ცხოვრებაში, უნდა დაანებოთ თავი. სჯობს, ისეთი საქმით დაკავდეთ, თუნდაც არაპრესტიჟულით (ადამიანთა გაგებით), რაც დაგეხმარებათ სულის ხსნაში.
კითხვა: როდის იწყება პეტრეპავლობის მარხვა?
პასუხი: პეტრეპავლობის მარხვა ერთ-ერთია იმ ოთხ მარხვას შორის, რომლებიც წლის განმავლობაშია  დაწესებული. ვინაიდან პეტრეპავლობის მარხვის დასაწყისი დამოკიდებულია აღდგომის თარიღზე, ის მოძრავია, ხოლო პეტრეპავლობის დღესასწაული ყოველთვის 12 ივლისს აღინიშნება. რაც შეეხება პეტრეპავლობის მარხვის დასაწყისს – მოგეხსენებათ, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს აღინიშნება სულთმოფენობა, ამ დღესასწაულიდან ერთი კვირის შემდეგ, ორშაბათს იწყება პეტრეპავლობის მარხვა. აღდგომის თარიღიდან გამომდინარე, შესაძლოა, პეტრეპავლობის მარხვა გაგრძელდეს ცხრა დღიდან თვე-ნახევრამდე. შესაბამისად, წელს პეტრეპავლობის მარხვა 24 ივლისს დაიწყება.
კითხვა: ჩემი ოჯახის წევრი ორსულადაა. ძალიან ეშინია მშობიარობის და უნდა საკეისრო გაიკეთოს. რამდენად მისაღებია საკეისრო კვეთა ეკლესიურად?
პასუხი: ეკლესიურად ოპერაციული ჩარევა მიუღებელი არ არის, თუმცა გასარკვევია ეს გამოწვეულია უსაფუძვლო შიშის გამო თუ პათოლოგიური ჩვენებით. თუ აუცილებელი არ არის ოპერაციული ჩარევა, რა თქმა უნდა, უმჯობესია მშობიარობა წარიმართოს ფიზიოლოგიური გზით. ასე დააწესა უფალმა.
კითხვა: შეიძლება თუ არა საეკლესიო სინათლის გამოყენება გასანათებლად?
პასუხი: ის, რაც უფლისთვის არის მიძღვნილი, მისი ყოფით ცხოვრებაში გამოყენება არ არის სწორი.
скачать dle 11.3