კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როგორ უნდა მიხვდნენ ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ დაშვებულ შეცდომებს და როდის უნდა შეცვალონ ჭირისუფლებმა საკუთარი ცხოვრების წესი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

 დღეს ადამიანები ახერხებენ, ერთდროულად იყვნენ როგორც ქრისტესთან, ასევე ეშმაკთანაც. გარდა ამისა, არ მოსწონთ ის ადამიანები, ვინც მათზე გარკვეულწილად უკეთესები, გამორჩეულები არიან და ეს ხშირად მათი მხრიდან შურის მიზეზიც ხდება. რა 4 ღირებულება უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს, სად უნდა ეძებონ ბედნიერება, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ორი ათასზე მეტი წლის წინ, პალესტინაში, წმიდა მიწაზე უცნაური ადამიანი დადიოდა, რომელიც თავისი ცხოვრების წესით, სიკეთით, გარეგნობით, სიყვარულით გამორჩეული იყო. როცა ადამიანები მას უყურებდნენ, დასცინოდნენ, ვერ იტანდნენ, არ მოსწონდათ. ისევე, როგორც ჩვენ რომ დავინახავთ, თუნდაც ეკლესიაში, ჩვენზე მაღალს, ჩვენზე განათლებულ, ბრძენ ადამიანს და შურიანები ვხდებით, არ მოგვწონს, ასე უყურებდნენ განკაცებულ ღმერთს, იესო ქრისტეს. ან უნდა გახდე მისი მსგავსი, ან უნდა დაგმო და ჯვარზე გააკრა. მისი მსგავსი რომ გახდე, ძალიან ძნელია. ძალიან რთულია, როცა გეუბნებიან: ასე უნდა მოქცე, ეს წარმართულია, ეს არის სატანური. მაგრამ შენ რაღაცას ჯახირობ, შენს რელიგიას ქმნი და დინების მიმართულებით მიდიხარ. არ გინდა განკაცებული ღმერთივით იცხოვრო, რადგან ასეთ შემთხვევაში სოფელი ქვებს დაგიშენს, გაგრიყავენ ამ სოფლიდან. ჩვენ გვინდა მისი მიმდევრებიც ვიყოთ და ამ სოფლისაც. ამიტომაც ყურისმომქავებელი მოძღვრება შევარჩიეთ: ეშმაკთანაც ვართ კარგად და უფალთანაც.
– კვირას მართლმადიდებელმა სამყარომ სულთმოფენობა იზეიმა. ამ დღის არსის ბოლომდე გააზრება საკმაოდ რთულია.
– ამაღლების შემდეგ მაცხოვარმა აღუთქვა მოციქულებს, მოციქულების რწმენის აღმსარებლებს, რომ მოავლენდა სულიწმიდას, რომელიც „მამისაგან გამოვალს“. გარკვეული ადამიანები ქადაგებენ, რომ სულიწმიდა ამ დღეს ყველა ადამიანზე გადმოვიდა. სულიწმიდა იმ 120 ადამიანზე გადმოვიდა, რომლებიც სახლში იყვნენ შეკრებილები, ანუ ეკლესიად იყვნენ შეკრებილები. აღდგომის მერე ადამიანები ეკლესიაში აღარ მოდიან და არადა ამაღლებას და სულთმოფენობას უფრო მეტი ადამიანები უნდა იყვნენ. აღარ უნდა ვიყოთ დაღვრემილები, სევდიანები, მწუხარებაში. შეიძლება, მთელი ცხოვრება ვერ მოხვდე ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში, მაგრამ იესო ქრისტემ მოგცა ვიზა და შენგან მხოლოდ ამას ითხოვს: „მწამს, უფალო და აღვიარებ“... ღმერთი მეტს არაფერს გთხოვს. პირველი ნიშანი ჭეშმარიტი ქრისტიანობისა არის ის, რომ სოფელი გაგრიყავს, ოჯახის წევრები განერვიულებენ და შემდეგ უამრავ ხალხთან ერთად დაგტირიან, რომ ასეთი კარგი ადამიანი იყოო. იესო ქრისტეს სიმბოლო, მოსეც გარიყა სოფელმა. ჩვენ არ ვიცით, ქრისტე ვის გაგვიყვანს ამ სოფლიდან, მაგრამ ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თავად ვისწრაფებთ ცხოვრებას. ზედმეტად ნუ ინერვიულებთ ბევრ რამეზე. ოჯახის წევრებმაც არ ანერვიულოთ ერთმანეთი: ქმარმა – ცოლი, ცოლმა – ქმარი, მშობლებმა – შვილები, შვილებმა – მშობლები. ზოგჯერ მშობლებმა იციან საკუთარი შვილების გაღიზიანება ზედმეტი დარიგებებით. კარგად უნდა დავაკვირდეთ: რა შეცდომებს ვუშვებთ ერთმანეთის მიმართ, რა შეცდომებს უშვებენ ოჯხის წევრები. პირადად მე ყველა ჭირისუფალს ვაკვირდები. ნორმალური ჭირისუფალი აუცილებლად შეცვლის ცხოვრების წესს. როდესაც ოჯახიდან დედა, მამა, შვილი მიდის, ჭირისუფლები ახალ ცხოვრებას იწყებენ. თუ ეკლესიურია, უფრო კარგ ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, თუ არ არის ეკლესიური, მაშინ ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს. თუ დიდი ხანია, ეკლესიურია, კარგად გადახედავს საკუთარ ცხოვრებას, ნახავს, რა ცოდვები აქვს, რა შეცდომები აქვს დაშვებული და შემდეგ კარგ აღსარებას იტყვის. როცა ადამიანი ამ სოფლიდან მიდის, მისი ოჯახის წევრებს გარკვეული პასუხისმგებლობა აქვთ. ყველაფერი ახსოვთ, ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ მთავარი ავიწყდებათ: ადამიანი იბადება ღმერთით და ადამიანი მიდის ღმერთით. ღმერთს მოჰყავს და მიჰყავს ადამიანები. ამაზე კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ ცოცხლები ვართ, სანამ ეკლესიაში დავდივართ. როცა ჩვენს თავს რაღაც განსაცდელი ხდება, ამ დროს უნდა მივხვდეთ, რომ ეს შემთხვევითობა არ არის, ჩვენზე ღმერთის პირველი სიგნალია დაშვებული. არ უნდა თქვა: მორწმუნე ვარ და გადავრჩი. ღმერთს რაღაც არ მოსწონს ჩვენი და გვაფრთხილებს. მხოლოდ ჯანმრთელობა არ არის მთავარი. შეიძლება, ჯანმრთელი იყო და უბედური. მთავარი 4 ღირებულებაა, რომელიც ადამიანშია.
– რა არის ეს 4 ღირებულება?
– პირველი ღირებულება – ეს არის სიცოცხლე. როდესაც დილით თვალი გაახილე, მიხვდი, რომ მეორედ დაიბადე. საღამოს რომ დაიძინე, ეს გარდაცვალებაა და შეიძლება, მეორედ ვეღარ გაიღვიძო. ამიტომაც, დილით, როცა გაიღვიძებ, მადლობა უთხარი ღმერთს. ქრისტემ ჩვენ ჭეშმარიტი სიცოცხლე მოგვცა, ამ ქვეყანაზე ღირსეული სიცოცხლის უნარი. მეორე ღირებულება – ეს არის თავისუფლება. ყველაზე თავისუფლები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ დაგვცინიან. ჰგონიათ, რომ შებოჭილები ვართ, ვიღაც იესო ქრისტეს ვემორჩილებით. ვისაც არ ჰყავს იესო ქრისტე, ის ეშმაკის მონაა. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: ყველაზე დიდი თავისუფლება – ეს ქრისტეს მონობააო. ქრისტე ამბობს: სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენო. რისგან გაგვათავისუფლებს? შიშებისგან. ქრისტე კი გვეუბნება: ნუ გეშინიათ, მე ვძლიე წუთისოფელსო. მაგრამ თუ არ გყავს იესო ქრისტე, მაშინ მშიშარა ხარ, ძალიან ბევრ ფობიას ხარ დამონებული. ზოგს სიმაღლის ეშინია, ზოგს – ჩაკეტილი სივრცის, ზოგს სიდედრის, სიმამრის და ასე შემდეგ. თანამედროვე ადამიანი მშიშარაა, ეგოისტი, სევდიანი, დარდიანი, მიტოვებული, შურიანი, ბოღმა, როგორც პავლე მოციქულმა ჩამოთვალა. სოლომონ ბრძენმა თქვა: ვინც ამბობს, რომ ადრე კარგი ცხოვრება იყო, ცოტა გონებასუსტიაო. ცისქვეშეთში ახალი არაფერი არსებობს, ღმრთის განკაცების გარდაო. მესამე ღირებულება, ეს არის მესაკუთრეობის განცდა. თუ შენ შენი ქვეყანა, კუთხე, ოჯახი, შვილები, საქმიანობა, ღმერთი არ გიყვარს, არ ხარ ამის მესაკუთრე, ესე იგი არც სხვისი არაფერი გეყვარება. გლობალიზაცია პირველი მტერია მესაკუთრეობის: რა საქართველო, რა ეროვნული, რა კუთხე, ყველა ერთი ღმერთის შვილები ვართ, ყველაფერი საერთო უნდა იყოსო. გლობალიზაციას ვერავინ შეაჩერებს, სახარებაში წერია ეს. გლობალიზაცია მწვერვალზე, რომ იქნება, სწორედ მაშინ მოვა ქრისტე. ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს მამულს, ენას, სარწმუნოება, ოჯახს. მეოთხე: ეს არის ბედნიერებისკენ ლტოლვა. ყველა ადამიანი იმისთვის იბადება, რომ ბედნიერი იყო, მაგრამ ვერ პოულობენ ბედნიერებას, რადგან არასწორად ეძებენ. გასათხოვარი გოგო ან ბიჭი ეძებს ბიჭს, გოგონას, ჰგონია, რომ მასთან ბედნიერი იქნება. თუ გასათხოვარი უბედურია, ის მასაც გააუბედურებს. სადღაც ნუ ეძებთ ბედნიერებას. ბედნიერება სულის სიმშვიდეა. ბედნიერებაა ის, რომ შენ გწამს იესო ქრისტე, ცხოვრობ სახარების სწავლებით და ბედნიერების საფეხურებით მიდიხარ ზეცისკენ. ანტიქრისტე რომ მოვა, გვეტყვის: აქ უნდა იყოთ ბედნიერებიო. აქაც უნდა ვიყოთ ბედნიერები, მაგრამ აქ თუ არ ავიღეთ სასუფევლის ბილეთები, ზეციურ ბედნიერებას ვეღარ დავიმკვიდრებთ.

скачать dle 11.3