კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 და თუ ეს სიყვარულია...

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ცოლ-ქმრის ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო

  მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, „ნატომ“ ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი შავ ზღვასაც მოიცავს (რომლის აქეთა სანაპიროს წევრი და ბურჯი თურქეთია), მეორე მხრივ კი, ირანს ავიამზიდები აუთამაშა (არადა, ვითომ სირიაში ირან-თურქეთ-რფ ერთ ფლანგად გამოდიან), არა მხოლოდ „ნატო“-თურქეთის ურთიერთობაა უცნაური (რბილად რომ ვთქვა), არამედ ირან-რფ-თურქეთისაც.
  ჯერ ერთი – რფ-მ ირანს უარი უთხრა „ეს 400-ს“ მიყიდვაზე (რაც, ბუნებრივია, ირანს ზემონახსენები ავიამზიდებისთვის რაკეტების ასათამაშებლად სჭირდება), მეორეც – რუსული და პროთურქული დაჯგუფებები დაერივნენ ერთმანეთს სირიაში (კერძოდ, რუსეთმა თურქეთი გააფრთხილა, შეწყვიტოს „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა სირიის სამთავრობო არმიის წინააღმდეგ იდლიბსა და ჰამის პროვინციაში, თორემ თავად მხარს დაუჭერს სირიელი ქურთების სამხედრო ნაწილებს ტელ რიფაათსა და აფრინში, ასევე ჩრდილო ალეპოში), მესამეც – თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არათუ აპირებს, უკვე შეიძინა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო დანადგარები, რის გამოც აშშ და „ნატო“ რახანია, ემუქრება (ცხადია, რბილად, ანუ დასავლურ სტილში).
  რით დამთავრდება ეს მრავალკომბინაციური თამაში, რომელშიც გაურკვეველია, ვინ ვისი მოკავშირეა, იმას გარდა, თუ ვისი ავიამზიდი, ვის ყურეშია, ვისი რაკეტა კი – ვის კომპლექსში, უცნობია, სამაგიეროდ, ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ჩვენ, „გირჩის“ ცნობამიძალებულებს, ხმის უფლებაც კი არ გვაქვს, რაც შესაძლოა, იმასაც ნიშნავდეს, რომ აჯაფსანდალს უნდა მივეძალოთ, მით უფრო, რომ ზაფხულია. -


скачать dle 11.3