№24 ორგანიზმის გამწმენდი და წონის სწრაფად დასაკლები სამდღიანი დიეტა
ნინო კანდელაკი ანი რევია

პირველი დღე
საუზმე – გრეიპფრუტის ან ფორთოხლის წვენი, 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური.
სადილი – ზეითუნის ზეთით შეზავებული თევზის სალათა, 1 ჭიქა უშაქრო ყავა ან ჩაი.
ვახშამი – 100 გრამი ქათმის თეთრი ხორცი, სალათის ფურცლებთან, 2 ცალ გახეხილ სტაფილოსთან და ერთ ცალ ვაშლთან ერთად.
მეორე დღე
საუზმე – 2 მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური, უშაქრო ყავა ან ჩაი.
სადილი – 100 გრამი წყალზე მოშუშული ბოსტნეული და 100 გრამი დაბალცხიმიანი ხაჭო.
ვახშამი – 100 გრამი მოხარშული ძროხის მჭლე ხორცი, 50 გრამი ბროკოლი, 50 გრამი სტაფილო.
მესამე დღე
საუზმე – 2 ნაჭერი ნაკლებცხიმიანი ყველი, 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური, უშაქრო ყავა ან ჩაი.
სადილი – დაჭრილი კომბოსტო და გახეხილი სტაფილო, შეაზავეთ ზეითუნის ზეთით ან ლიმონის წვენით და მიირთვით.
ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი და 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური.