კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რაულ თუთარაული: როცა ვჩხუბობ, ყველა გრძნობა დაქვეითებული მაქვს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  „ემემეის“ წარმატებულმა მებრძოლმა, რაულ თუთარაულმა ცოტა ხნის წინ ირანელთან გამართულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. მან მეტოქე წამებში დაამარცხა. საზოგადოებამ ამ შეხვედრას „სისხლიანი ბრძოლა“ უწოდა. მეტოქემ რევანში შესთავაზა, რაზეც ქართველი სპორტსმენი, რა თქმა უნდა, დათანხმდა. მისი სოფელი ოკუპაციის ხაზს 2-3 კილომეტრითაა მოშორებული.  შესაბამისად, კარგად ახსოვს აგვისტოს ომი და როგორც თავად ამბობს, როცა ტატამზე რუსს ხვდება, ქვეყნის წინაშე ყოველთვის დიდ პასუხსიმგებლობას გრძნობს. გარდა „ემემეისა“, რაულ თუთარაულმა მსოფლიოს ვიცეჩემპიონობა მოიპოვა კუდოში. უფრო დაწვრილებით მის ბრძოლებსა და ცხოვრებაზე ინტერვიუდან შეიტყობთ.
  რაულ თუთარაული: სანამ კუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრებოდით, ნაკრები გორში წავედით შეკრებაზე. პირველ თუ მეორე ვარჯიშზე შემთხვევით გამიტყდა ნეკნი. შესაბამისად, ვარჯიში ვეღარ გავაგრძელე და რეაბილიტაციისთვის თბილისში დავბრუნდი. ამის გამო ჩემპიონატიდანაც უნდოდათ ჩემი მოხსნა, მაგრამ იმხელა პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რომ მაინც წავედი. ვერ ვსუნთქავდი, ვერ დავდიოდი, მარტო ვიწექი და ფიქსატორი მეკეთა. ჩემპიონატზე ექიმი გამოგვყვა და ოთხი ჩხუბი ტიკვილგამაყუჩებლებით მოვიგე – ნემსები გამიკეთეს. ყველა მეტოქე სწრაფად დავამარცხე, თითოეულთან ბრძოლა წუთიც არ გრძელდებოდა. ვცდილობდი, ჩემი ტრავმა დამემალა და სწრაფად ამიტომ ვჩხუბობდი. თუმცა იაპონელმა დამინახა და ნატკენ ადგილზე მომარტყა. თავიდან გამიტყდა ნეკნი. ფინალში ვისაც შევხვდი, ერთი წლის წინ დამარცხებული მყავდა მსოფლიო თასზე, ინდოეთში. ყველამ იცოდა, რომ მასთან მოგება არ გამიჭირდებოდა. პირველი რაუნდი ჩემ სასარგებლოდ მიმყავდა, მაგრამ მერე უკვე ცუდად გავხდი, სუნთქვა მეკვროდა. მეორე რაუნდში ჩემს რინგზე გასვლას აზრი აღარ ჰქონდა, ამ ტრავმით  მოწინააღმდეგის დამარცხებას ვერ შევძლებდი და ტატამზე გავითიშებოდი, რაც ნოკაუტში ჩამეთვლებოდა. ამიტომ ვამჯობინე, არ გავსულიყავი, თან ყველამ დაინახა რეალური მიზეზი. ამის გამო დავთმე პირველობა, მეორე ადგილზე გავედი და  კუდოში ვიცე-ჩემპიონი გავხდი.
– რუსი მოწინააღმდეგეების მიმართ განსაკუთრებით აგრესიული ხარ. ეს 2008 წელს უკავშირდება?
–  კი. ჩემი სოფელი – თერგვისი, ოკუპირებულ ხაზთან ძალიან ახლოსაა. კარგად მახსოვს 2008 წლის ომი, მაშინ 15-16 წლის ვიქნებოდი. 11 აგვისტოს დავტოვე სოფელი, მანამდე არ მოვდიოდი. როცა მშობლები მეუბნებოდნენ, რომ უნდა წამოვსულიყავით, სახლიდან ვიპარებოდი. ბოლოს, ძალით დამატოვებინეს იქაურობა. ომი რომ დაიწყო, თვითმფრინავები ჩვენი სოფლის თავზე დაფრინავდნენ, მაგრამ რატომღაც ჩვენები მეგონა. ქუთაისის ბატალიონი იყო შემოსული და სხვა სოფლებს ჩვენი სოფლიდან იცავდნენ. სოფლის გარშემო ნაძვებია, გვერდით ლიახვი ჩამოდის და იქიდან ისროდნენ. ბომბების ჩამოყრა რომ დაიწყეს, მერე მივხვდით, რაც ხდებოდა. საბედნიეროდ, ჩვენი სოფლის მოსახლეობიდან მსხვერპლი არ ყოფილა. მე და ჩემი ძმა, ასევე, სოფლის ახალგაზრდობა, დღე და ღამე ჯარისკაცებთან ვიყავით. ვეხმარებოდით საჭმლის ატანაში, ტელეფონის დამუხტვაში. მსიამოვნებდა მათთან ყოფნა. ბიჭებმა თვითმფრინავი რომ ჩამოაგდეს, იქ ვიყავი და ვგულშემატკივრობდი. როცა დავტოვეთ იქაურობა, ჯერ ბებიას სოფელში გადმოვედით, მერე თბილისში ჩამოგვიყვანეს, ბოლოს გორში დაგვაბრუნეს. იმდენად მინდოდა ჩემი სოფლის ნახვა, გორიდან მარტო გავიპარე. კარალეთამდე მანქანას გავყევი და მერე ფეხით ვიარე. ომი დამთავრებული იყო, მაგრამ რუსები სოფელში იყვნენ და ჩუმად შევიპარე. ჩვენი სოფლის მინდვრებში 15 000 რუსი ჯარისკაცი იმალებოდა. ჩემს სახლში მინდოდა მისვლა და მათი არ შემშინებია. მაინტერესებდა, რა მდგომარეობა იყო, თან, ბებია, პაპა და ბიძა იქ იყვნენ დარჩენილები. ტელეფონით ვერ ვუკავშირდებოდით და მათი მდგომარეობაც მაღელვებდა. მშვიდობიანად შევედი სოფელში, იმ მხარეს ვერავინ მასწავლის, სახლამდე მისასვლელი ყველა გზა ვიცოდი. ერთ-ორ კვირაში ისედაც გაიხსნა გზა და ყველანი დავბრუნდით. ამ ამბის შემდეგ რუსების მიმართ სიძულვილი უფრო გამიღვივდა. შესაბამისად, როცა რინგზე რუსი მხვდება, მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. ჩემ უკან ეს ისტორია დგას და სხვანაირი დამოკიდებულება ვერ მექნება. ახლა რომ ვიაზრებ, ერთ წამს შეიძლებოდა დაღუპულიყვნენ ჩემი ოჯახის წევრები, ახლობელი, მეზობელი, ნათესავი...
– ცოტა ხნის წინ, „ემემეიში“ ირანელი მეტოქე დაამარცხე, რომელმაც რევანში შემოგთავაზა. ამ შეხვედრას „სისხლიანი ბრძოლა“ დაარქვეს. გაგიჭირდა დამარცხება?
– სიმართლე გითხრათ, მოგებას არ ველოდი. მისი ბრძოლები რომ ვნახე, არ მეგონა, თუ ასე ადვილად დავამარცხებდი. ჩამოვართვი ხელი, მივესალმე და მარჯვენა ისეთი სწრაფი რეაქციით მოვარტყი დაეცა. ასე მარტივად თუ წაიქცეოდა, რას ვიფიქრებდი. რადგან დაეცა, გავიფიქრე: ამას აქედან აღარ ავაყენებ-მეთქი (იცინის). ორ ადგილზე გაუსკდა თავი, თავისი ბრალი იყო – თავი დამიტრიალა. იმ მომენტში არა, მაგრამ მსაჯმა რომ გაგვაშველა და შევხედე, მერე კი შემეცოდა. როცა ვჩხუბობ, მარტო გამარჯვებაზე ვფიქრობ და ყველა გრძნობა დაქვეითებული მაქვს. ამ ჩხუბზე ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი შვილი იყო, რომელიც ტატამზე ავიყვანე და რინგს ვაზიარე (იცინის). მერე რევანში მომთხოვა და, რა თქმა უნდა, უარი არ ვუთხარი – როცა მოისურვებს, მზად ვარ შესახვედრად. ეს ბრძოლა ჩემს შვილს მივუძღვენი და ჩემს მეგობარს, გურამს, რომელიც გარდაცვლილია.
– როგორი მამა ხარ?
– არ ვიცი, ეს ჩემს მეუღლეს უნდა ჰკითხოთ. შვილის გაზრდაში მაქსიმალურად ვიღებ მონაწილეობას. როცა საჭიროება მოითხოვს, ღამეებსაც ვუთენებ და პამპერსსაც ვუცვლი. ამის თქმა არასოდეს მომერიდება. თბილისში მარტო ვცხოვრობთ, მე კი დილიდან საღამომდე გასული ვარ, ძირითადად, ანაა ბავშვთან, მაგრამ როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, მაინც ვეხმარები. ჯერ ექვსი თვისაა, თუმცა, ისიც სპორტსმენი იქნება. არჩევანში არ შევზღუდავ, უბრალოდ, სპორტულ ცხოვრებას მივაჩვევ. მასაც რაული ჰქვია. ეს მე და ჩემმა მეუღლემ ერთობლივად გადავწყვიტეთ. რომ დაიბადა, იაპონიაში ჩემპიონატზე  მივდიოდი და ცოტა გამიჭირდა იმის გააზრება, რომ შვილი მყავდა. ერთი კვირის უნახავი რომ ჩავიხუტე, აი, მაშინ მოვიდა ჩემთან მამობრივი გრძნობა. იმის მერე ერთი სული მაქვს ხოლმე, სახლში მივიდე და ჩავეხუტო. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.

скачать dle 11.3