კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 როგორ აღიარეს რუსეთში „წლის არტისტად“ გიორგი მელიქიშვილი და რას სთხოვენ მომღერლის თაყვანისმცემლები მის ცოლს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი, გიორგი მელიქიშვილი, ახლახან რუსეთის „წლის არტისტად“ დაასახელეს. როგორც თავად ამბობს, ამას არ ელოდა. კახეთში გაზრდილი ბიჭი დედაქალაქში ცხოვრებაზე და მობილურ ტელეფონზე ოცნებობდა. დღეს კი ის რუსი ხალხის საყვარელი მომღერალი და ყველაფრით უზრუნველყოფილი ადამიანია.
  გიორგი მელიქიშვილი: კახეთში დავიბადე და გავიზარდე. ოცნებად მქონდა დედაქალაქში ცხოვრება, თუმცა დიდ რუსეთში, კერძოდ მოსკოვში ამოვყავი თავი. სამუშაოდ სამი თვით წასული, უკვე 17 წელია, აქ ვცხოვრობ. კულტურის უნივერსიტეტში, მეორე კურსს ვხურავდი, როცა  მოსკოვში რესტორანი გაიხსნა და მეგობარმა შემომთავაზა: წამოდი, ფულს გააკეთებო. მეც ვიფიქრე: ჩემი რა მიდის, წავალ, ვიმღერებ, ფულს ვიშოვი და უკან დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ შემოვრჩი.
– უფულობის გამო მოგიწია დიდ რუსეთში წასვლა, თუმცა, დღეს საკმაოდ აღიარებული მომღერალი ხარ.
– ასე გამოვიდა (იცინის). ახალგაზრდა ვიყავი, ვიფიქრე, წავალ, უცხო ქვეყანას ვნახავ, ფულსაც ვიშოვი-მეთქი, მაგრამ ის, რომ მოსკოვში ასეთი პოპულარული გავხებოდი, ვერც წარმოვიდგენდი. ზოგადად, ჩემი თავი სხვა ქვეყანაში ვერც წარმომედგინა. თუმცა, რუსეთში ოცნებები ავიხდინე. ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა: რომ არ წასულიყავი, შენს ოცნებებს აქ ვერ აიხდენდიო. მართალიცაა, ძირითადად, ხალხურ სიმღერებს ვასრულებდი, სულ მინდოდა საესტრადოც მემღერა და ეს ოცნება მოსკოვში ავიხდინე.  მართალია, მილიონერი არ გავხდი, მაგრამ დღეს, რაც მინდა, ყველაფერი მაქვს და იმ ეტაპს მივაღწიე, რომელზეც ვერც ვიოცნებებდი. რასაკვირველია, ყველა არტისტს უნდა ფულის შოვნა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ფულზე არ ვარ დახამებული და საქველმოქმედო კონცერტებზე ხშირად უსასყიდლოდ ვმღერი. არ დამავიწყდება, „ნოკიას“ ფირმის ტელეფონი ახალი შემოსული იყო და ძალიან მინდოდა, მაგრამ სად მქონდა იმის საყიდელი ფული? (იცინის) ახლა კი, ჩემი შრომით, რასაც მოვინდომებ, ყველაფრის ყიდვა შემიძლია, ხალხიც მცნობს და მოსკოვში, საკმაოდ მაღალი დონის შეკრებებზე, საპატიო სტუმარი ვარ.
– ხალხური სიმღერა კახელი კაცის გენეტიკაში დევს. ვისაც მოუსმენია შენი „ჩახვეული“ მელიზმები, აუცილებლად გაახსენდება გენიალური ჰამლეტ გონაშვილი, რომელსაც ხმით სასწაულად ჰგავხარ. ახლა ხალხურ სიმღერებს აღარ მღერი?
– ხალხური სიმღერა ჩემს სისხლსა და ხორცშია გამჯდარი, მაგრამ ამით პოპულარული რუსეთში ვერ გახდები. როცა ძალიან მტკივა ან მიხარია, ყოველთვის ხალხურს ვღიღინებ და ყველა საესტრადო სიმღერაში, მაინც კახურად ვუქცევ (იცინის). ყველას უკვირს და მეუბნებიან: ეს რა მანერა გაქვს, საიდან მოგაქვსო. ვერავინ ხვდება, რადგან სოული არ არის, არც ბლუზი, არც ჯაზი, მაგრამ კახური ხალხური მელიზმა ყველა სიმღერაში ჯდება და მეც სიმღერისას ვურევ. რა სჯობს ხალხურ სიმღერას, ხმაში რომ გაშლი, ამ დროს სხვა სამყაროში ხვდები. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, ან გაციებული და ორმოცსიცხიანი, ვიწყებ ხალხურ სიმღერას და დამიჯერეთ, მართლა კარგად ვხდები. სხვა განზომილებაში ვარ და ვგრძნობ, მიწას რამდენიმე სანტიმეტრით ვწყდები. სხვათ შორის, მამსგავსებენ ჰამლეტ გონაშვილს და მეუბნებიან, საცოდაობაა, რომ ხალხურ სიმღერებს აღარ მღერიო, მაგრამ ის გენიალური, სხვა ფენომენის მომღერალი იყო, მასთან მე სად მივალ.
– რუსეთში წლის საუკეთესო არტისტად დაგასახელეს. ელოდი, რომ დიდ რუსეთში პატარა კახელი ბიჭი ამხელა წარმატებას მიაღწევდი?
– წარმატებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მართლა არ ველოდი, თუ „წლის არტისტად“ დამასახელებდნენ. მიმიწვიეს საღამოზე და როცა ვიმღერე და სცენიდან ჩამოვდიოდი, მითხრეს, ერთი წამით შეჩერდით, სიურპრიზი გვაქვს თქვენთვისო. დავიბენი, ყვავილებით ხელში, უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი და „წლის არტისტის“ ჯილდო რომ მომაწოდეს, იმ სიხარულსა და ემოციას სიტყვებით მართლა ვერ გადმოვცემ. შეიძლება, ხალხს უყვარდე, მაგრამ, როცა გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთში ქართველს განიჭებს უპირატესობას, ეს უკვე დიდი მიღწევა და აღიარებაა.
– ვიცი, შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ცოლია, რომელიც ყველგან დაგყვება. თუმცა, ისიც ვიცი, ბევრი რუსი თაყვანისმცემელი გოგონა გყავს, გეპრანჭებიან და ამაზე სვეტა არ ეჭვიანობს?
– მართალია, ბევრი რუსი თაყვანისმცემელი გოგონა მყავს, მეპრანჭებიან, მწერენ, მაგრამ მე ცოლის ერთგული ვარ. სვეტა სულ მეუბნება: რატომ დებ ხშირად სოციალურ ქსელში ჩემთან გადაღებულ ფოტოებს, თაყვანისმცემელი გოგონები არ დაკარგოო (იცინის). თუ ვუყვარვარ, ცოლიანიც ვეყვარები და უცოლოც. თუმცა, ბევრი დაოჯახებული მამაკაცი მალავს ცოლს. სვეტა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და გვერდით მდგომი ადამიანია. არ დამავიწყდება, წვეულებაზე გამოვდიოდი, ერთი ქალი მივიდა სვეტასთან და უთხრა: ჩემს დაქალს ძალიან მოსწონს გიორგი და იქნებ საქმე ჩამიწყოო (იცინის). ყველა ქალი ეჭვიანია და არც სვეტაა გამონაკლისი. ეჭვიანი არის, მაგრამ საეჭვიანოდ მიზეზს არ ვაძლევ. თვითონ მეუბნება: მომღერალ ბიჭს თაყვანისმცემელი გოგონები თუ არ გყავს, ესე იგი, არ ხარ საინტერესოო (იცინის).

скачать dle 11.3