კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ანი სირაძე: სწორედ ის „სვეცკი“ მეგობრები მითხრიდნენ ძირს, რომლებიც გვერდით მყავდნენ

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  მომღერლმა ანი სირაძემ ახლახან საკუთარი ბებიის, ეთერ ჭელიძის პოპულარული სიმღერა „მდინარე ხიდის ქვეშ“ ჩაწერა და ხალისიანი კლიპიც გადაიღო. ასევე, პირადად ანისთვის იქმნება ანიმაცია, რომელიც კლიპში იქნება გამოყენებული.
  ანი სირაძე: ჩავწერე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სიმღერა „მდინარე ხიდის ქვეშ“, რომელიც ჩემი ბებიის, ეთერ ჭელიძის დაწერილია. თუმცა ეს იქნება აბსოლუტურად განსხვავებული ვერსია, რომელიც ანრი ჯოხაძემ მოიფიქრა. არანჟირებაშიც ისეთი მოტივებია, ბავშვობას რომ მოგაგონებს. კლიპი უკიდურესად პოზიტიურია – „ქენდი“, ესეც ანრიმ მოიფიქრა და დიდი მადლობა მას ყველფრისთვის. ასევე, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო „ალექს სტუდიოს“, ასევე, ექსკლუზიურად მინდა, გაგიმხილოთ, რომ ჩემთვის იქმნება ანიმაცია და კლიპში დრამზე, გიტარაზე, კლავიშზე, ანუ ყველაფერზე, „კუპიდონი“ დაუკრავს. „ქენდი“ კლიპი კი არის, მაგრამ შინაარსიანია. კლიპში მოდელი საბა ჭელიძე მონაწილეობს და თან ერთად ვართ, თან არ ვართ. ჩვენ შორის დადის კუპიდონი, რომელიც ბოლოს ისარს ისვრის და შევუყვარდები.
– როგორ ფიქრობ, ბებიას მოეწონებოდა ეს ვერსია?
– სხვათა შორის, ვფიქრობ, ბებიას მოეწონებოდა. დედაჩემმა მითხრა: რა ვერსიასაც თქვენ აკეთებთ, მანაც ზუსტად ეს ვერსია გააკეთა, ზუსტად ამ შინაარსითო. უბრალოდ, შემდეგ ამ სიმღერის ბევრი ვერსია გავრცელდა და ჩვენ ვიქნებით პირველები, რომლებიც ამ სიმღერის ზუსტ შინაარსს დავდებთ. ანი სირაძეს სულ თან სდევს, რომ ეთერ ჭელიძის შვილიშვილია. მე ეს ძალიან მეამაყება. ამის კომპლექსი არასდროს მქონია, პირიქით, რაც უფრო წარმატებული ადამიანის შთამომავალი ხარ, მით მეტად უნდა იამაყო მისით. ერთადერთი, იმაზე მწყდებოდა გული, რომ ამბობდნენ: ეთერ ჭელიძის შვილიშვილია და ყველა გზა გახსნილი აქვსო. არადა, პირიქით იყო.
– შენს ცხოვრებაში იყო რთული პერიოდი, რომელმაც შენს ჯანმრთელობაზე საკმაოდ ცუდად იმოქმედა.
– კი. მქონდა ცუდი პერიოდები. ამ გადასახედიდან, როცა დაწყნარებული, დამშვიდებული ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ის კონკურსი, რომელშიც წლების წინ ვმონაწილეობდი, ჩემთვის წარმატებული იყო. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ყოველ კვირა ესემესლიდერი ვიყავი. თან, ამ პროექტში შესვლამდე სუპერპოპულარული კლიპი მქონდა გაშვებული – „არ გვინდა ვანია“ და უკვე ძალიან ბევრი მაყურებელი მყავდა, შესაბამისად, ესემესების რაოდენობაც არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი. ცუდი მოჰყვა ის, რომ ამას ჩემი ჯანმრთელობა შეეწირა და მე ჩემი საუკეთესო წლები ლოგინში გავატარე. გარდატეხის ასაკში ვიყავი, თინეიჯერი და ის მეგობრები, ვინც გვერდში უნდა დამდგომოდნენ, გაქრნენ – ყველას ეგონა, რომ ანი სირაძე ფეხზე ვერ წამოდგებოდა. ყველაზე მძიმე პერიოდი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა. დაუსრულებელი ჭორები. იმ დროს წონაში მოვიმატე და დამიწერეს, რომ ფეხმძიმედ ვიყავი საუკეთესო მეგობრისგან. ხომ წარმოგიდგენიათ, ჩემთვის ამის წაკითხვა როგორი იქნებოდა? ახლა სულ ვფიქრობ, რაღა უნდა მოხდეს, რომ ვერ გადავლახო. დედა და ჩემი სამი მეგობარი დღე და ღამეს ათენებდნენ ჩემთან ერთად, ცდილობდნენ, დამხმარებოდნენ. იმ დროს ვერაფერზე ვფიქრობდი, შოკისმომგვრელი იყო, აზროვნების უნარი არ გამაჩნდა. იმ პერიოდში სიმღერისთვის თავის დანებებასაც ვაპირებდი. საერთოდ, მინდოდა სადმე, სოფელში წავსულიყავი, რომ ქოხში, ჩემთვის, მარტოს მეცხოვრა, განმარტოება მინდოდა. თან, სწორედ ის „სვეცკი“ მეგობრები მითხრიდნენ ძირს, რომლებიც გვერდით მყავდნენ. გათენდა და უცბად ამოტრიალდა ცხოვრება. ვერ ვხვდებოდი, რატომ მლანძღავდა ხალხი. ჩემთვის შოკი იყო. ახლა უკვე ისეთებს უკეთებენ ადამიანებს, აღარც ვაქცევ ყურადღებას. არანაირ კომენტარს აღარ ვკითხულობ.
– ერთი წლის შემდეგ ავდექი საწოლიდანო და რა დაგეხმარა ამ ყველაფრის გადალახვაში?
– ერთი წლის მერე გადავიღე კლიპი და გავაკეთე სოლო კონცერტი კახეთში. ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა, ძალით წამომაყენა. არ მინდოდა სცენაზე დადგომა. თუმცა, არა მხოლოდ დასაჯდომი, ფეხზე დასადგომი ბილეთებიც გაიყიდა, 800 კაცი შეგროვდა. ისეთი სითბო ვიგრძენი, რომ მივხვდი, ჩემი საქმე უნდა გამეგრძელებინა.
– დღეს ადვილად ენდობი ადამიანებს?
– დღემდე ადვილად ვენდობი. შეგიძლია, ერთ საათში ისე „შემაბა“, რომ ყველაფერი დავიჯერო. ჩემი ყველა მეგობარი მეუბნება: შენ ისეთი მძიმე პერიოდი გამოიარე, სხვა, შენს ადგილას, გაბოროტდებოდა, თუნდაც, შურისძიებას დააპირებდაო. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა. ბევრმა შემდეგში ბოდიშიც მომიხადა.
–  ცოტა ხნის წინაც პაუზა გქონდა. ამის მიზეზი რა იყო?
– სიზარმაცე... და პირად ცხოვრებაში ვიყავი გადავარდნილი, შეყვარებული. იმ წუთას პირველ ადგილზე პირადი დავაყენე. როცა გიყვარს, ვერ ხვდები, ეს რამდენად სწორია. ახლა უკვე დავშირდი, მარტო ვარ და სიმღერაზე გადავერთე.
– ბოლოს რომ ვისაუბრეთ, მაშინაც შეყვარებულს იყავი დაშორებული.
– კი და ისევ შევურიგდი. მე ძალიან ერთგული ტიპი ვარ. 25 წლის ვარ და ცხოვრებაში ორად ორი შეყვარებული მყავდა. ჩემი მეგობრები სულ მეჩხუბებიან: მოეწონე ბიჭს, კინოში დაგპატიჟა, წადი. თუ არ დავრწმუნდები, რომ ადამიანს ჩემ მიმართ სერიოზული გრძნობა აქვს, ურთიერთობას არ დავიწყებ. სამი თვე მაინც უნდა მდიოს, მომწეროს. თუ ვეტყვი, არ მცალია-მეთქი, ორ მოწერაზე არ უნდა შეწყვიტოს. გაცნობიდან მეორე დღეს ვერსად გავყვები. ურთიერთობა რაღაც დონემდე უნდა მივიდეს, რომ მივხვდე, რამდენად სერიოზული გრძნობა აქვს ჩემ მიმართ. მეც უნდა მქონდეს ინტერესი, თორემ ეგრევე დავბლოკავ, იმდენი ხალხი მყავს დაბლოკილი...
– პირველად რა ასაკში შეგიყვარდა?
– იმას ვუყვარდი ორი-სამი წელი, მე არანაირი გრძნობა არ მქონდა. მელოდა და შემდეგ, ზუსტად იმ რთულ პერიოდში დამიდგა გვერდით და მეც გამიჩნდა გრძნობები. მაგრამ ბოლოს დავშორდით. მეორედ უკვე სამწლიანი ურთიერთობა იყო. ძალიან გულნატკენი დავშორდი. მას დღემდე აქვს მცდელობა, რომ შევურიგდე. შეიძლება, მეც მეფიქრა, იქნებ შევრიგდეთ და ერთად ვიყოთ-მეთქი, მაგრამ არ აქვს ამ ურთიერთობას აზრი, რადგან სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ. ეს დაშორება საბოლოოა და ყოველთვის მექნება სათქმელი, რომ ამ ურთიერთობისთვის ყველაფერი გავაკეთე. მას არაფერს ვერჩი, უბრალოდ, არ შედგა ჩვენი ურთიერთობა. მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ, როგორი პიროვნებაა, რამდენად ვართ ერთ აზრზე, რადგან სხვა შემთხვევაში, ყველაფერი კონფლიქტში გადადის, ყოველდღიურ კამათში და ეს უკვე მაზოხიზმია, არ არის ჯანსაღი ურთიერთობა. მიხარია, რომ ვიპოვე საკუთარ თავში ძალა და ამ ურთიერთობას წერტილი დავუსვი. ახლა არავინ მინდა, ვისვენებ, საქმეზე ვარ გადართული.
скачать dle 11.3