კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 DSQUARED2-ის ახალი არომატები – თავდაჯერებული და ცხელი ვნებების მქონე ადამიანებისთვის

  გასულ კვირას კომპანია „ისი-პარის“ კრეატიულმა გუნდმა და პიარ-მენეჯერმა, ხატია შამუგიამ ულამაზეს გარემოში – სასტუმრო „ფოლკში“, ჟურნალისტებისთვის პრეს-ლანჩი გამართა, სადაცწარადგინა ცნობილი ბრენდის DSQUARED2 WOOD-ის ორი  ახალი არომატი, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ეს არის განუმეორებელი, საზაფხულო არომატი თავდაჯერებული და ვნებიანი ადამიანებისთვის.
  DSQUARED2 – ეს ის ბრენდია, რომელიც ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს. ის გლამურული, გემოვნებიანი და ზედმეტად თავდაჯერებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ბრენდის დამაარსებლები არიან ტყუპი ძმები – დინ და დენ კეიტონები, ხოლო ბრენდის დევიზია: „იმუშავე გულმოდგინედ, ითამაშე მკაცრად“.
  სუნამოს შეფუთვის ყოველი დეტალი, მნიშვნელოვნად და ზუსტადაა გათვლილი. სუნამო მამაკაცებისთვის – მუქი შუშითაა წარმოდგენილი, ქალბატონებისთვის კი ღია, გამჭვირვალე შუშით, რომლებსაც ხის სახურავი ამშვენებს და მაგნიტით ეკრობა ფლაკონს. თავად სუნამოში კი გაერთიანებულია უნიკალური ინგრედიენტების სინთეზი, რომელიც საუცხოო არომატს ტოვებს და ადამიანს ვნებიანი და ცხელი ემოციების განცდის საშუალებას აძლევს.
მამაკაცის სუნამოს შემადგენლობაში შედის: კალაბრიული ბერგამოტი, მანდარინი, სიცილიური ლიმონი, იმბირი, კარდამონი, იის ფურცელი, ვეტივერი, თეთრი მერქანი და ამბროქსანის მოლეკულა. ხოლო, სუნამო ქალბატონებისთვის შემდეგი ინგრედიენტებითაა წარმოდგენილი: სიცილიური მანდარინი, შროშანი, ოსმანტუსი, მაგნოლია, ჟასმინი, ჟოლოს ფოთლები, ამბროქსანის მოლეკულა, კედარი და თეთრი მერქანი.
  ასე რომ, DSQUARED2-ის ახალი სუნამოები WOOD ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის, უკვე შეგიძლიათ „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში შეიძინოთ და გაატაროთ ზაფხული შეუდარებელი, ყურადღების მიმპყრობი და სასიამოვნო არომატით.
ნონა დათეშიძე
скачать dle 11.3