კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 „ბი ემ ეს გრუპი“ – ლიდერი კომპანია სამშენებლო და წყალგაყვანილობის სისტემებში

ნინო კანდელაკი ინა სიმონია

  კომპანია „ბი ემ ეს გრუპმა“ სამშენებლო და წყალგაყვანილობის ბაზარზე წარმატებული ფუნქციონირება რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღეს უკვე, თავისი მიმართულებით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. კომპანია დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრებით, ჰყავს თავისი საპროექტო ჯგუფი, რაც თავის მხრივ, აიოლებს ნებისმიერი სირთულისა და პრობლემური ობიექტების ათვისებას. კომპანიის საქმიანობის შესახებ უფრო დაწვრილებით „ბი ემ ეს გრუპის“ დამფუძნებელი, ბატონი ტარიელ რობიტაშვილი გვესაუბრა.
  ტარიელ რობიტაშვილი: პროფესიით ეკონომისტი ვარ, არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, თუმცა, გარკვეული გარემოებების გამო მოსკოვში  მომიწია  საცხოვრებლად გადასვლა, სადაც ერთ-ერთ ცნობილ ინსტიტუტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა.
– ამ ბიზნესში როდიდან ხართ?
– 2015 წელს ჩამოვაყალიბეთ „ბი ემ ეს გრუპი“, თუმცა, იქამდეც წარმატებით ვსაქმიანობდით წყლის სისტემების მიმართულებით. თავდაპირველად „ბი ემ ეს გრუპის“ ძირითადი საქმიანობაც წყლის სისტემებს უკავშირდებოდა – წყალმომარაგება, წყალარინები, საქაჩი სადგურები, საცურაო აუზები,გათბობის სისტემები  და ასე შემდეგ. მოკლედ,  ყველაფერი, რაც წყალს ეხება.
დროთა განმავლობაში, მოთხოვნიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ჩვენი მუშაობის არეალი გაგვეფართოებინა და გაგვემრავალფეროვნებინა,  ამიტომ 2016 წლიდან გავზარდეთ შტატი, დავიმატეთ სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები და სხვა პროფილებსაც გადავწვდით.
დღეს დიდი წარმატებით ვახორციელებთ მშენებლობებსაც და ჩვენთან ურთიერთობის შემთხვევაში დამკვეთს აქვს საშუალება, დასრულებული და ბოლომდე გამართული ობიექტი განსაზღვრულ ვადაში ჩაიბაროს. ვფიქრობ, ნებისმიერი დამკვეთისთვის დიდი კომფორტია, როდესაც ერთ კომპანიასთან აქვს კონტაქტი და ის თავიდან ბოლომდე იღებს ყველა პასუხისმგებლობას.
– „ბი ემ ეს გრუპის“ სახელი არაერთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტს უკავშირდება, მათ შორის ბორჯომის საცურაო აუზის მშენებლობას.
– ბორჯომის საცურაო აუზი, მართლაც, ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი იყო. რისთვისაც ყველა წესის დაცვით მოვემზადეთ და შემდგომი სამუშაოებიც შესაბამისად ვაწარმოეთ. საჭირო დასკვნების გასაკეთებლად  საექსპერტო ჯგუფი მოვიწვიეთ და მხოლოდ  მათი კვლევის შედეგების შემდეგ შევუდექით საქმეს.  ურთულესი სამუშაოები ჩავატარეთ, გარკვეული ნაწილის დემონტაჟიც მოგვიწია. დავშალეთ  კოროზირებული  შენობები და მათ ნაცვლად აუზს გამართული სპორტული დარბაზი მივაშენეთ.
ძალიან ბევრი ობიექტი გვაქვს გაკეთებული, მათ შორის არაერთი სასტუმრო, სკოლა და საზკვების ობიექტი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. გარდა ამისა, უამრავ ოჯახური ტიპის სასტუმროსა და კერძო სახლში ვმუშაობთ.
– ძირითადად, მთიან რეგიონში გიწევთ მუშაობა, ეს თქვენი არჩევანია?
– ჩემს ცხოვრებაში დადგა ისეთი პერიოდი, როცა მთასა და ზღვას შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა და მე მთა ავირჩიე. მეგობრები გავიყავით და ნაწილი ბათუმში წავიდა სამუშაოდ. ჩვენი ობიექტები, ძირითადად, ბორჯომში, ბაკურიანში, ცემსა და გუდაურშია. ცოტა ხნის წინ ცემში დავასრულეთ ოთხსართულიანი სასტუმრო, რომელიც მალე შევა ექსპლუატაციაში.
– როგორ დაახასიათებთ თქვენს გუნდს?
– ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ იმ პროფესიონალებს შორის, რომლებიც წყლის სისტემებზე მუშაობენ, ჩვენც მოვიაზრებით. ობიექტის მოცულობიდან გამომდინარე, ვიმატებთ ხოლმე. არის შემთხვევები, როდესაც ერთ ობიექტზე ორმოცი თანამშრომლით ვმუშაობთ. საჭიროებიდან გამომდინარე, ვქირაობთ ტექნიკასაც, დიდი სამეგობრო გვყავს და თხოვების პრობლემაც არ გვაქვს.  
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ძალიან მნიშვნელოვანი გეგმა გვაქვს მშენებლობის კუთხით. რაც ნამდვილად უცხო ხილი და უჩვეულოა საქართველოსთვის, აქცენტს ვაკეთებთ ენერგოეფექტურობაზე, საუბარია ნანოტექნოლოგიურ მასალებზე. ჩვენთან ეს იქნება ერთგვარი ნოუჰაუ, თუმცა, საზღვარგარეთ უკვე აპრობირებულია. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით, ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო მეტი კომფორტი შევთავაზოთ ჩვენს დამკვეთებს.

скачать dle 11.3