№24 ბრძნული აზრები
განდი: დაგვღუპავს უპრინციპო პოლიტიკა, უსინდისოდ მიღებული სიამოვნება, სიმდიდრე – მუშაობის გარეშე, ცოდნა – ხასიათის გარეშე, ბიზნესი – მორალის გარეშე, არაადამიანური მეცნიერება და ლოცვა – მსხვერპლის გარეშე.
ნაპოლეონი: რელიგია აიძულებს ღარიბებს, თავი შეიკავონ მდიდრების მკვლელობისგან.
მონტენი: კარგი ადამიანი ხვდება, რა არის კარგი. ცუდი ადამიანი ხვდება, რა არის მომგებიანი.
ვოვენარგი: გრცხვენოდეს ცოდვის ჩადენის, თუმცა, ნუ შეგრცხვება მონანიების.
ბინოში: როდესაც მკვდარი ხარ, თქვენ არ იცით, რომ მოკვდით, ეს მხოლოდ სხვებისთვის არის რთული გადასატანი. იგივე ხდება, როდესაც სულელი ხარ.
ბალზაკი: ადამიანს მხოლოდ კი არ უნდა ესმოდეს, არამედ უნდა გრძნობდეს კიდეც, თუ როგორ უყვართ ის.
ვისოცკი: ადამიანებში მხოლოდ კარგს ვეძებ. ცუდს თავად მაჩვენებენ.
ტოლსტოი: სიკეთე არის ის, რასაც ხედავს ბრმა და ესმის ყრუს.
ბოლტი: ხალხი უცნაურია – ერთმანეთს საზიზღრობებს უკეთებენ, პატიებას კი უფალს სთხოვენ.
შოუ: რამდენმა იცის, როგორ იცხოვროს და რამდენად ცოტა ცხოვრობს ბედნიერად.
კლიუჩევსკი: ხვალ რომ ბავშვებს ახსოვდე, დღეს მათ ცხოვრებაში უნდა იყო.
არისტოტელე: ადამიანი, რომელიც არაფერს ნანობს, ვერ განიკურნება.
პასკალი: საკმარისი სინათლეა მათთვის, ვისაც მხოლოდ დანახვა სურს და საკმარისი სიბნელე – მათთვის, ვისაც საპირისპირო მიდრეკილება აქვს.
მოემი: ადამიანები იმ დონემდე ბოროტები არიან, რა დონემდეც უბედურები.
ეჟი ლეცი: მოთმინება მიყენებულ ჭრილობაში ჩატოვებულ დანას ჰგავს.
კოელიო: ბრძენს ესმის, რომ სხვა ადამიანის აგრესია მისი მხრიდან სიყვარულის თხოვნაა.
წმიდა კვიპრიანე: ქალი – ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც ეშმაკი გვმართავს ჩვენ.
ტეტჩერი: თუ გინდა, პოლიტიკაში რამე თქვა, ჰკითხე კაცს, თუ გინდა, გააკეთო, ქალს ჰკითხე.