№24 ოჯახი, სიყვარული თუ...
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
ეს ტესტი ახლანდელი მშობლების ბავშვობის წლებში იყო პოპულარული. ამბობენ, რომ ძალიან ზუსტი პასუხის მომცემია. ნუ დაიზარებთ, სცადეთ და გაიგებთ, რა არის თქვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე.
მაშ ასე, არის ოთხი ასეთი მარცვალი:
ო, სი, ლო, სა
ეს ოთხი მარცვალი უნდა დაალაგოთ თანმიმდევრობით: თქვენი სურვილითა და ინტუიციით. მაგალითად: სა-ლო-სი-ო, სი-სა-ო-ლო... შემდეგ მარცვლების ახსნა უნდა წაიკითხოთ. თითოეული მარცვლის განმარტებისა და თქვენ მიერ შედგენილ თანმიმდევრობაში მისი რიგითობის მიხედვით გაიგებთ, ცხოვრებაში რა არის თქვენთვის პრიორიტეტული.
შედეგები ნახეთ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მარცვლებს რიგითობის მიხედვით დაალაგებთ.
განმარტება:
ო არის ოჯახი;
სი – სიყვარული;
ლო – ლოგინი (ანუ სექსი);
სა – საზოგადოება.
რომელი დააყენეთ პირველ ადგილზე თქვენს თანმიმდევრობაში? ო – ანუ ოჯახი? ესე იგი, თქვენს ცხოვრებაში ოჯახი ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი ან თავად ანიჭებთ უპირატესობას. ბოლოს კი ტესტის შედეგები თქვენს ცხოვრებისეულ რეალობას შეადარეთ.