№24 თავდაჯერებული მსახური
აგათა კრისტი
ექიმი ჰოკერი რამდენიმე წუთის მისული იყო, რომ ოთახში მისი ეკონომი, მისის რაიდერი შევარდა.
– ექიმო, ძალიან ვნერვიულობ. ტელეფონმა დარეკა და ყურმილი რომ ავიღე, ვიღაცის საშინელი ხმა გავიგონე. „მიშველეთ, ექიმო, მიშველეთ! მათ მომკლეს!“ ვინ ლაპარაკობს-მეთქი, – ვკითხე და ფოსკანტინიო, – მიპასუხა.
– გრაფი ფოსკანტინი?! – წამოიძიხა ექიმმა, – რამდენიმე დღის წინ გამომიძახა, გაციებული იყო. ახლავე უნდა წავიდე.
სახლის ვესტიბიულში არავინ იყო. ლიფტიორმა მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. თქვა, რომ გრაფის მსახური ნახევარი საათის წინ წავიდა. გრაფთან კი ორი უცხოელი მოვიდა სტუმრად. მესამე სართულზე კარი დაკეტილი დახვდათ და ზარზეც არავინ პასუხობდა. პორტიესგან ბინის სათადარიგო გასაღები მოიტანეს და პოლიციის გამოძახებაც მასვე სთხოვეს. პუაროც მალევე გამოცხადდა.
სასადილო ოთახში ასეთი სურათი დავხვდათ: მრგვალ მაგიდაზე სუფრა იყო გაშლილი. ეტყობოდა, ყავა ცოტა ხნის წინ დაელიათ. კუთხეში დიდი საწერი მაგიდა იდგა. მაგიდასთან კაცი იჯდა. მარჯვენა ხელი ტელეფონის აპარატზე ედო და ყურმილს ჩაბღაუჭებოდა. სახით მაგიდაზე იყო დამხობილი. ვიღაცას მისი კეფა ბლაგვი საგნით ჩაემტვრია. მკვლელობის იარაღი – მარმარილოს ქანდაკება იქვე ეგდო. რომლის ძირი სისხლით იყო მოთხვრილი.
პუაროს ბინის დათვალიერებაში მონაწილეობა არ მიუღია. იგი მხოლოდ სასადილო მაგიდას ათვალიერებდა. მაგიდაზე სამი ფინჯანი იდო. ორი მათგანიდან შავი ყავა დაელიათ, ერთიდან – რძიანი. პორტვეინი კი სამივეს დაულევია. ნახევრად დაცლილი ბოთლი იქვე იდგა. ერთი სიგარას ეწეოდა, ორი – სიგარეტს. პუარო სამზარეულოში გავიდა. დაათვალიერა და სახლის პატრონს მიუბრუნდა
– მოსიე, ამიხსენით, რა სისტემით აწვდით მობინადრეებს საჭმელს?
სახლის მეპატრონე კედელში გაკეთებულ პატარა ფანჯარასთან მივიდა.
– აქ სპეციალური ლიფტია, რომელიც ზემო სართულზე ადის, სადაც სამზარეულოა განთავსებული. ტელეფონით უკვეთავენ კერძს და საკვები ლიფტით ჩამოდის. ამავე გზით იგზავნება დასარეცხი ჭურჭელი.
– ანუ, თეფშები და კერძები, რომელიც აქ გამოიყენეს, ახლა ზევით, სამზარეულოშია? ნებას მომცემთ იქ ავიდე? – იკითხა პუარომ.
სამზარეულოში პუარომ ის ადამიანი დაჰკითხა, რომელმაც შეკვეთა მიიღო.
– სამ ადამიანზე შეუკვეთეს, – განმარტა მან, – წვნიანი, ჟულიენი, ფილე და ენა ნორმანდიულად. საქონლის ხორცი და ბრინჯის სუფლე. დაახლოებით რვა საათი იყო. ვშიშობ, ყველა თეფში უკვე გარეცხილია. შემიძლია, ის გითხრათ, რომ თითქმის ყველაფერი შეჭამეს. ერთადერთი ბრინჯის სუფლესთვის არ დაუკარებიათ პირი.
როდესაც ისევ ბინაში ჩავიდნენ, ხუთი წუთი იქნებოდა გასული, რომ ოთახში შუახნის აღელვებული მამაკაცი შემოვარდა. სახეზე შეშფოთება და მწუხარება აღბეჭდვოდა. გრეივზი იყო, გარდაცვლილი გრაფ ფოსკანტინის მსახური. მის მიერ მონათხრობმა ყველა გააოცა:
წინა დღეს, დილით ორი ჯენტლმენი ესტუმრა. ორივე იტალიელი იყო. უფროსს, რომელიც 40 წლის იქნებოდა, ასკანიო ერქვა. მეორეს 24 წელს თუ მისცემდი. გრაფი ფოსკანტინი, როგორც ჩანს, ელოდა მათ და გრეივზი მაშინვე თავიდან მოიშორა. იმის გამო, რომ გრეივზს ცნობისმოყვარეობა კლავდა, პატრონის ბრძანება მაშინვე არ შეასრულა, დარჩა და მალულად უსმენდა. ხმადაბლა საუბრობდნენ, თუმცა, ცალკეული ფრაზების მიხედვით მიხვდა, რომ საუბარი რაღაც ფინანსურ წინადადებას, ამ წინადადების ირგვლივ შექმნილ პრობლემას და მუქარას შეეხებოდა. ბოლოს გრაფმა ცოტა ხმას აუწია და მსახურმა კარგად გაიგონა მისი სიტყვები:
„ჯენტლმენებო, მე კამათის დრო არ მაქვს. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მოდი, ხვალ შევიკრიბოთ. რვა საათზე. ისევ ჩემთან. ვისადილებთ და ჩვენს საუბარს მაშინ დავასრულებთ.“
სტუმრები მეორე დღეს, ზუსტად რვა საათზე მოვიდნენ. როდესაც გრეივზმა მაგიდაზე პორტვეინი დადგა და ყავა მოიტანა, პატრონმა უთხრა, რომ აღარ სჭირდებოდა. გრეივზიც წავიდა.
არავის დაუნახავს, როგორ დატოვა სახლი ორმა მამაკაცმა, თუმცა მკვლელობის დრო ზუსტად იყო დაფიქსირებული – რვა საათი და 47 წუთი. მაგიდის პატარა საათი, რომელსაც ფოსკანტინიმ დაცემისას ხელი გაჰკრა და გადმოაგდო, სწორედ ამ დროზე იყო გაჩერებული და ზუსტად ემთხვეოდა იმ დროს, როდესაც მისის რაიდერთან დარეკეს.
– მაშ ასე, – შეაჯამა ინსპექტორმა და ბლოკნოტი დახურა, – ყველაფერი გასაგებია. როგორც ჩანს, საქმე ვენდეტასთან გვაქვს. მთელი სირთულე ახლა ისაა, როგორ ვიპოვოთ ეს სინიორ ასკანიო. შემთხვევით, მის მისამართს მოკლულის უბის წიგნაკში ხომ ვერ ვიპოვით?
გრაფის უბის წიგნაკში მართლაც ვიპოვეთ ჩანაწერი: „სენიორ ასკანიო, სასტუმრო „გროსვენარ-ოტელი“. სენიორ ასკანიო დააკავეს და მას ბრალად გრაფ ფოსკანტინის მკვლელობა წაუყენეს. იგი ამტკიცებდა, რომ გრაფს საერთოდ არ იცნობდა და „რიჯენს-კორტს“ არც იმ საღამოს და არც შემდეგ, საერთოდ არ მიახლოვებია. მეორე, უფრო ახალგაზრდა იტალიელი უკვალოდ გაქრა.
საბოლოოდ ასკანიომ სასამართლოს თავი მაინც დააღწია. თავად იტალიის ელჩი გამოვიდა მოწმედ და განაცხადა, რომ მკვლელობის საღამოს რვიდან ცხრა საათამდე ასკანიო საელჩოში მიღებაზე იმყოფებოდა. დაკავებული გაათავისუფლეს. რასაკვირველია, ბევრმა მიიჩნია, რომ დანაშაულს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა და ამიტომაც მიჩქმალეს.
ერთ მშვენიერ დღეს პუარო ექიმს ესტუმრა და განაცხადა, რომ სტუმარი ეყოლებოდათ და ეს სტუმარი თავად ასკანიო იქნებოდა. ისიც მალე მოვიდა – საშუალო სიმაღლის გამხდარი მამაკაცი.
– დაბრძანდით, სენიორ, – მიმართა მას პუარომ, – ვხედავ, ჩემი წერილი მიიღეთ. გადავწყვიტე, ამ იდუმალებით მოცულ საქმეში გავერკვე. თქვენ შეგიძლიათ, დამეხმაროთ. მაშ, ასე, დავიწყოთ: სამშაბათს, დილის ცხრა საათზე, თქვენს მეგობართან ერთად, გრაფ ფოსკანტინის ეწვიეთ...
იტალიელმა ხელი გაბრაზებულმა აიქნია:
– არაფერიც. მე პოლიციას ჩვენება ფიცის ქვეშ მივეცი.
– ჰო, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ თქვენ ცრუ ჩვენება მიეცით.
– მემუქრებით? თქვენი არ მეშინია! მე გამამართლეს.
– რა თქმა უნდა. მე არც ისეთი სულელი ვარ, რომ თქვენ სახრჩობელით დაგემუქროთ, მაგრამ შემიძლია, საზოგადოების ყურადღება მივაპყრო თქვენკენ, ანუ, ყველაფერი გავახმაურო! ვხედავ, ეს არც ისე გსიამოვნებთ. მაშინ, ერთადერთი შანსი გაქვთ – ჩემთან გულწრფელი იყოთ. ინგლისში ერთი კონკრეტული მიზნით ჩამოხვედით – გრაფთან შესახვედრად.
– იგი გრაფი სულაც არ იყო, – ჩაიბურტყუნა ასკანიომ.
– ჩემთვის ეს ფაქტი უკვე ცნობილია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. პროფესიონალი შანტაჟისტები ხშირად სარგებლობენ გრაფის ტიტულით. მაშ ასე, თქვენ განსვენებულს სამშაბათს დილით ეწვიეთ, არა?
– დიახ, მაგრამ მე გულშიც კი არ გამივლია მეორე დღეს ისევ მასთან მისვლა. ამის საჭიროებაც არ იყო. ყველაფერს აგიხსნით. მაგ არამზადას ხელში გარკვეული ინფორმაცია ჩაუვარდა, რომელიც იტალიის მთავრობის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ეხებოდა. მაკომპრომეტირებელი მასალის დაბრუნება მხოლოდ დიდი თანხის სანაცვლოდ შემოგვთავაზა. ინგლისში ამაზე მოსალაპარაკებლად ჩამოვედი. მასთან რომ მივედი, თან საელჩოს ახალგაზრდა მდივანი მახლდა. მე ფული გადავეცი და მან მასალები დაგვიბრუნა. ამის მერე აღარ მინახავს.
როდესაც ასკანიო წავიდა პუარო სავარძელში ჩაეშვა და გაიღიმა:
– მეგობრებო, იმ საღამოს რაღაც დეტალებს მივაქციე ყურადღება: ყავა, რომელიც მაგიდაზე დაგვხვდა, ძალიან მაგარი იყო. ფოსკანტინის კბილები კი საოცრად თეთრი ჰქონდა. ყავა კბილებს ღებავს. აქედან დასკვნა, ფოსკანტინის იმ საღამოს ყავა საერთოდ არ დაულევია. თუმცა ყავა სამივე ფინჯანში ჩამოასხეს. რატომ დასჭირდა ვიღაცას, გვეფიქრა, თითქოს ფოსკანტინიმ ყავა დალია? მოდი, დაგეხმარებით. რა საბუთი გვაქვს, რომ ასკანიო და მისი მეგობარი ან სხვა ორი კაცი იმ საღამოს ფოსკანტინისთან მივიდნენ? არავის უნახავს, როგორ შევიდნენ და როგორ წავიდნენ ისინი. ამას მხოლოდ ერთი კაცი აცხადებს და კიდევ რამდენიმე საგანი ამტკიცებს. მხედველობაში მაქვს ჩანგლები, დანები და დასვრილი თეფშები. არა, ეს მართლაც არაორდინარული იდეა იყო. გრეივზი ქურდი და ნაძირალაა, მაგრამ მისი თავი აშკარად მუშაობს. დილით მან საუბრის მხოლოდ ნაწილის მოსმენა მოახერხა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჭკვიანური გეგმა შეემუშავებინა. ის მიხვდა, რომ ასკანიო რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდა და ალიბის დამტკიცება გაუჭირდებოდა. მეორე დღეს დაახლოებით საღამოს რვა საათზე, მივიდა პატრონთან და უთხრა, რომ ტელეფონთან ეძახდნენ. ფოსკანტინი მაგიდასთან დაჯდა, ყურმილისკენ ხელი გაიწოდა და ამ დროს, გრეივზიმ მას თავში მარმარილოს ქანდაკება ჩაარტყა. შემდეგ შიდა ტელეფონით სამი პირისთვის სადილი შეუკვეთა, სუფრა ისე გააწყო, მნახველს შთაბეჭდლება დარჩენოდა, თითქოს იქ სამმა ადამიანმა ისადილა. სამი შეჭმული ბიფშტექსი მოწმობს, რომ მადას არ უჩივის, მაგრამ სუფლეს შეჭმა მისთვისაც რთული აღმოჩნდა. სრული ილუზიის შესაქმნელად, ერთი სიგარა და ორი სიგარეტიც კი მოსწია. შემდეგ საათის ისრები რვა საათსა და 47 წუთზე დააყენა და დაბლა დააგდო. ერთადერთი, რაც დაავიწყდა, შტორების დახურვა იყო – სადილი მართლაც რომ შემდგარიყო, ამას აუცილებლად გააკეთებდნენ. რვა საათსა და 47 წუთზე სწორედ მან დარეკა ექიმთან და შეცვლილი ხმით ელაპარაკა.
მისმა იდეამ ისე კარგად იმუშავა, რომ ეჭვი არავის გასჩენია. ფული მიითვისა და გაქცევაც კი არ უფიქრია. ისღა დაგვრჩენია, ჩვენს ძვირფას ინსპექტორს თავდაჯერებული მსახურის დაჭერა ვთხოვოთ.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ