კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 როგორ დაარწმუნა ნაინსულტარმა სტალინმა მსოფლიო, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინს, როგორც ცნობილია, ფოლადისებური ჯანმრთელობა ჰქონდა, საბჭოთა ბელადი  ავადაც ხდებოდა ხოლმე და ზოგჯერ საკმაოდ მძიმედ... პროფესორი იური არკადიევი წერს: „იმ დატვირთვების შედეგად, რაც იოსებ სტალინს ჰქონდა, ჯერ რევოლუციონერობის, შემდგომ კი სახელმწიფოს მართვის პერიოდში (განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს) სხვა მის ადგილზე, ალბათ, ვერ გაუძლებდა. 1947 წლის 5 მარტს, ანუ „ცივი ომის“ დაწყების ერთი წლის თავზე და გარდაცვალებამდე ზუსტად ექვსი წლით ადრე სტალინს ინსულტი დაემართა და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოგვიანებით, სტალინის დაცვის უფროსი ნიკოლაი ვლასიკი იხსენებდა: „1947 წლის 5 მარტი, ოთხშაბათი, შუა სამუშაო კვირა იყო და ჩვეულებისამებრ, შუადღისთვის კრემლისკენ გავემართეთ. ერთ-ერთმა მცველმა, გვარად ტუკოვმა გვერდით გამიყვანა და მითხრა:
– ნიკოლაი სიდოროვიჩ, ეჭვი მაქვს, რომ პატრონი (ასე ეძახდნენ სტალინს) შეუძლოდაა.
– საიდან მოიტანე? – შევუბღვირე ტუკოვს.
– დერეფანში რომ მოდიოდა, სახეზე ფერი რამდენჯერმე შეეცვალა, თანაც, ოდნავ შენელებულად მოძრაობდა. ყურადღებით ვიყოთ, ინფარქტმა არ დაარტყას.
– რას ჩმახავ, ტუკოვ? რა ინფარქტი? საიდან მოიტანე?
– ნიკოლაი სიდოროვიჩ, ცოლი მყავს მედიცინის მუშაკი და მისგან ვიცი, რომ ასეთი სიმპტომები წინასაინფარქტო მდგომარეობას აქვს, –  ამიხსნა ტუკოვმა.
– კარგი, კარგი. მე მაინც გავაფრთხილებ ექიმებს და კრემლში დავრეკავ, – ვუთხარი ტუკოვს, შემდეგ თევდორაძესთან მივედი და ვუჩურჩულე:
– მიშა, კრემლის კლინიკაში დარეკე და უთხარი, რომ ყურადღებით იყვნენ, კარდიოლოგები გამოიძახონ. მაგრამ ყოველგვარი პანიკის გარეშე!
მიშა თევდორაძეს ერთი კითხვაც არ დაუსვამს, ისე გაემართა დასარეკად. მე კი სტალინის მანქანისკენ წავედი. ამ დროს სტალინმა შემომხედა. შემდეგ სახე დაუნაოჭდა და ტუკოვს მიადო თავი. ეტყობოდა, გონებას კარგავდა.
– მიშა, მიშა! სასწრაფოდ ექიმს დაუძახე, თან, კრემლში დარეკონ და საუკეთესო სპეციალისტები გამოაგზავნონ! – მივაძახე თევდორაძეს. შემდეგ სტალინთან მივვარდი, მე და ტუკოვმა ის ფრთხილად დავაწვინეთ მანქანის უკანა სავარძელზე და აგარაკის მორიგე ექიმმა მას პირველადი დახმარება მანქანაშივე აღმოუჩინა.
  ძალიან მალე ჩამოვიდნენ კრემლის ექიმები და სტალინს უკვე კვალიფიციური, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. დიაგნოზი ნათელი იყო – ინსულტი...“
  ინსულტი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 67 წლის სტალინი ორი დღის განმავლობაში თითქმის უგონოდ იყო და ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდნენ. თუმცა, 8 მარტს, დილით, სტალინი არა მარტო გონებაზე მოვიდა და ალაპარაკდა, არამედ წამოდგომაც კი სცადა, მაგრამ ექიმებმა მას ამის ნება არ მისცეს. 1947 წლის 5 მარტიდან 6 მაისის ჩათვლით, სტალინი კუნცევოს აგარაკზე იმყოფებოდა. ძირითადად იწვა და გაძლიერებულად მკურნალობდა. 6 მაისს კი ბელადი მოსკოვში წაიყვანეს მანქანით, მაგრამ ერთ საათში კვლავ კუნცევოში დააბრუნეს – ექიმმა მას დაწოლა მოსთხოვა. სტალინს უნდოდა, რომ 9 მაისის აღლუმზე მავზოლეუმის ტრიბუნაზე ის მდგარიყო და არა მისი ორეული, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში პუბლიკის წინაშე სტალინის ნაცვლად გამოდიოდა. მიუხედავად ამისა, უცხოურმა დაზვერვამ რაღაც იყნოსა და სტალინის ორეულის ფოტოები სხვადასხვა გამოცემებში გამოაქვეყნეს ჭრელ-ჭრელი სათაურებით. მათი აზრი კი ერთი იყო. წერდნენ: სტალინი მოკვდაო. ცნობილი ამერიკელი დიპლომატი, საბჭოეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ავერელ ჰარიმანი თავის მემუარებში წერდა: „1947 წლის ზაფხულში მთელი მსოფლიოს პრესა სტალინის სიკვდილზე წერდა. 17 ივნისს პრეზიდენტმა ტრუმენმა „თეთრ სახლში“ გამომიძახა. იმ პერიოდში მე ვაჭრობის მინისტრის პოსტი მეკავა და მითხრა:
– შენ საბჭოეთში ელჩად მუშაობდი. სტალინს არაერთხელ შეხვედრიხარ. ბევრჯერ პირისპირ გისაუბრია და რომ დაელაპარაკო, ორიგინალს ორეულისგან ვერ გაარჩევ?
– ვფიქრობ, რომ გავარჩევ, – მივუგე ტრუმენს.
– მაშინ, მოსკოვში გაემგზავრე. მე მასთან კონფიდენციალურ წერილს გაგატან, რომელიც ხელიდან ხელში უნდა გადასცე და მას კარგად დააკვირდი. თან, ჩემგან მოკითხვა გადაეცი და უთხარი – ტრუმენს დაავიწყდა იმ სასმელის სახელწოდება, რითაც ჩერჩილს გაუმასპინძლდით მოსკოვში ვიზიტისას და რომელიც პრემიერს ძალიან მოეწონაო. სასმელს ჭაჭა ეწოდება, არყის მაგიერია და არ მგონია, სტალინის ორეულმა ამ ისტორიის შესახებ რაიმე იცოდეს, რადგან სტალინმა პირადად მომიყვა პოტსდამშიო.
მოსკოვში 21 ივნისს ჩავედი, მაგრამ მითხრეს, სტალინი გაგრაშიაო და იქ ერთი კვირის მერე ჩამიყვანეს. აგარაკზე რომ მივედი, თავად სტალინი გამომეგება. ის სრულიად ჯანმრთელი ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ იყო, ნამდვილ სტალინს ველაპარაკებოდი, ჩერჩილისა და ჭაჭის ამბავი მაინც ვკითხე.
– ჭაჭა, ჭაჭა... ქართული სასმელია, – გაეცინა სტალინს.
შევამჩნიე, რომ საბჭოთა ბელადი ზუსტად ჩასწვდა ჩემი ვიზიტის ნამდვილ მიზანს და მოულოდნელად ზღვაში ბანაობა შემომთავაზა. შემდეგ ორივე პლაჟზე ჩავედით და შავ ზღვაში ვიცურავეთ. სტალინი საუცხოო ფორმაში იყო და დავრწმუნდი, რომ საბჭოთა ბელადის ავადმყოფობა ვიღაცებმა მოიგონეს და ჭორად გაავრცელეს. მე კი ვაშინგტონში ერთი ყუთი ჭაჭით დავბრუნდი, რომელიც სტალინმა ტრუმენთან გამატანა...“
1947 წლის 28 ივნისს სტალინი ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო გამოჯანმრთელებული, მაგრამ რადგან ეს საბჭოთა პოლიტიკას სჭირდებოდა, თავს ძალა დაატანა და ნაინსულტარმა ზღვაშიც კი იცურავა.“

скачать dle 11.3