კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ექიმის რჩევები

კითხვა: ჩემი შვილი 6 თვისაა და რომ დაჯდეს, ბალიშს უნდა მივაყუდო, თავისით წელს ვერ იკავებს. უნდა იჯდეს თუ არა 6 თვის ბავშვი დამოუკიდებლად?
პასუხი: ბავშვის საგანგებოდ დასმა არ არის რეკომენდებული, ის თავისთავად უნდა წამოჯდეს. ვადები განსხვავებულია – დაახლოებით 6-7 თვისთვის. მაგრამ ამ პერიოდშიც არ შეიძლება ძალდატანება და პროცესის დაჩქარება.
კითხვა: მეტეორიზმისთვის ჰილაკ ფორტე მინდა დავლიო. ტაქიკარდია მაქვს და ხომ არ მაწყენს? ან მაღალი მჟავიანობისას ხომ არ მავნებს?
პასუხი: ჰილაკ ფორტე კარგი ამტანობით ხასიათდება. თუმცა სიმჟავის მარეგულირებელ პრეპარატებთან ერთად მისი მიღება არ შეიძლება. ჰილაკ ფორტეს მიღება ანტაციდის მიღებიდან სულ მცირე 2 საათის შემდეგ არის რეკომენდებული.
კითხვა: ძალიან შეშინებული გწერთ. ვარ 34 კვირის ორსული. რაღაც მარტივი წინადადების თქმა მინდოდა და ვერანაირად ვერ ვთქვი, რაღაც უაზრო სიტყვებს ვამბობდი, რაც არაფერ შუაში იყო. ეს, დაახლოებით, 10 წუთი გრძელდებოდა. ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მქონია. მანამდე თვალებიდან თითქოს ბუნდოვნად ვხედავდი. ყველა ანალიზი ძალიან კარგი მაქვს – ჰემოგლობინიც და სისხლიც.
პასუხი: შესაძლებელია, ამ დროს წნევა დაგეწიათ ან შაქარი დავარდა. რადგან ეს პირველი ეპიზოდი იყო, ერთჯერადად საგანგაშო არაფერია, მით უმეტეს,  რომ ანალიზები ნორმაში გაქვთ. რომ დამშვიდდეთ, ჩაიტარეთ ნევროლოგის კონსულტაციაც,.
კითხვა: ერთი კვირაა, ვიღებ 100 მკგ ელთიროქსს. 2 დღეა, გული მაქვს აჩქარებული. შეიძლება, ეს დოზის ბრალი იყოს?
პასუხი: არ არის გამორიცხული, აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
კითხვა: 1.5 თვის ბავშვს TSH  0.79 აქვს. სიცხეში ტემპერატურა 38.5 გრადუსამდე ასდის, გაგრილების შემთხვევაში კი 36.5 აქვს. არც კბილი ამოსვლია. მაინტერესებს ეს ყველაფერი ენდოკრინოლოგიურია თუ არა?
პასუხი: TSH ნორმაა. რაც შეეხება კბილს, ჩვილს ამ ასაკში  კბილი არ უნდა ამოუვიდეს. ხოლო რაც შეეხება ტემპერატურას, 1.5 თვის ჩვილის თერმორეგულაცია ჩამოყალიბების პროცესშია, რის გამოც ჩვილი სხვადასხვა ფაქტორების გავლენით სწრაფად გადაცივდება ან გადახურდება. ამიტომ ამ მდგომარეობებისგან მის დასაცავად განსაკუთრებული ზრუნვაა საჭირო. ამ საკითხთან დაკავშირებით პედიატრს უნდა გაესაუბროთ.
კითხვა: 4,5 თვის შვილი ბუნებრივ კვებაზე მყავს. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა საკვებთან ერთად მივიღო ჯანჯაფილი და დარიჩინი?
პასუხი: ნებისმიერი ტიპის მკვეთრი გემოსა და არომატიანი სასმელი ან  საკვები შესაძლოა, პატარისთვის ალერგიის მიზეზი გახდეს. უმჯობესია, ლაქტაციის პერიოდში მსგავსი ტიპის პროდუქტებისგან თავი შეიკავოთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3