კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 სმენის დაკარგვის პრევენცია

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სმენის დაკარგვა შეიძლება, გამოიწვიოს გენეტიკურმა მიზეზებმა, გართულებებმა დაბადებისას, გარკვეულმა ინფექციურმა დაავადებებმა, ყურის ქრონიკულმა ინფექციებმა, ზოგიერთი წამლის გამოყენებამ, გადაჭარბებული ხმაურის ზემოქმედებამ და დაბერებამ. თუმცა სმენის დაკარგვის თავიდან აცილება ხშირ შემთხვევაში პირველადი პრევენციის გზით არის შესაძლებელი.
  სმენის დაკარგვას ხშირად იწვევს თანდაყოლილი მიზეზები, რომლებიც შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი, გენეტიკური ფაქტორებით განპირობებული ან გარკვეული გართულებებით ორსულობისა და მშობიარობის დროს. თუმცა, ეს შეიძლება, ადამიანს ნებისმიერ ასაკში დაემართოს – ინფექციური დაავადებების, მაგალითად, მენინგიტის, წითელასა და ყბაყურას, ყურის ქრონიკული ინფექციების გადატანისას ან ყურში სითხის დაგროვებით (შუა ყურის ანთება).
  სმენის დაქვეითებას იწვევს, გარკვეული წამლების გამოყენება, როგორიცაა ზოგიერთი ანტიბიოტიკი და მალარიის საწინააღმდეგო წამლები, თავის ან ყურის ტრავმა, გადაჭარბებული ხმაური, მათ შორის, პროფესიული – როგორიცაა მექანიზმებისა და აფეთქებებისაგან გამოწვეული ხმები. ასევე, აუდიომოწყობილობების – კონცერტებზე, ღამის კლუბებსა და ბარებში, ასევე ხმაური სპორტულ ღონისძიებებზე. სმენის დაკარგვა ასაკოვან ადამიანებში, უმეტესწილად, სენსორული უჯრედების დეგენერაციის გამო ხდება. შეიძლება გამოიწვიოს ყურის გოგირდმა ან უცხო სხეულებმა, რომელებიც ახშობს ყურის არხს.
  მომსახურებისადმი შეზღუდულმა ხელმისაწვდომობამ და ურთიერთობებიდან გამოკლებამ შეიძლება, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს სმენადაქვეითებულთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, შედეგად ჩნდება მარტოსულობის, იზოლაციისა და იმედგაცრუების განცდა, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში. სმენის დაკარგვა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უნარზე.
  იმ ბავშვებში, რომლებსაც სიყრუე აღენიშნებათ, ხშირად მეტყველების განვითარებაც ფერხდება. სმენის დაკარგვასა და ყურის დაავადებებს, როგორიცაა მაგალითად, შუა ყურის ანთება, შეიძლება, მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე.
  სმენის დაკარგვის პრევენციის რამდენიმე მარტივი სტრატეგია მოიცავს: ბავშვების იმუნიზაციას ბავშვთა ასაკის დაავადებების წინააღმდეგ, მათ შორის წითელას, მენინგიტის, წითურას და ყბაყურას წინააღმდეგ; მოზარდი გოგონებისა და რეპროდუქციული ასაკის ქალების იმუნიზაციას წითურას წინააღმდეგ ორსულობამდე; ორსულ ქალებში სიფილისისა და სხვა ინფექციების სკრინინგსა და მკურნალობას; ანტენატალური და პერინატალური მზრუნველობის გაუმჯობესებას, უსაფრთხო მშობიარობის ხელშეწყობის ჩათვლით; ყურის მოვლის ჯანსაღ პრაქტიკას; ბავშვების სკრინინგს შუა ყურის ანთებაზე, რასაც მოჰყვება შესაბამისი სამედიცინო ან ქირურგიული ჩარევა;  უარის თქმას ზოგიერთი ისეთი წამლის გამოყენებაზე, რომელიც შეიძლება, ზიანის მომტანი იყოს სმენისთვის, თუ ის გამოწერილი არ არის და არ კონტროლდება კვალიფიციური ექიმის მიერ; მაღალი რისკის მქონე ჩვილების რეფერალს, ისეთების, რომლებსაც აქვთ სიყრუის ოჯახური ისტორია ან მათი, ვინც დაიბადა დაბალი წონით, ასფიქსიით, სიყვითლით ან მენინგიტით, სმენის ადრეული შეფასებისათვის, თავისდროული დიაგნოსტიკისა და შესაბამისი მართვისთვის, საჭიროების შესაბამისად; ხმამაღალი ბგერების (როგორც პროფესიული, ისე რეკრეაციული) ზემოქმედების შემცირებას რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებით, შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებითა და აღსრულებით; და ადამიანების წახალისებას, რომ გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (ინდივიდუალური დამცველი მოწყობილობები), ისეთები, როგორებიცაა: ყურის საცობები, ხმაურჩამხშობი ყურსასმენები და სხვა.
скачать dle 11.3