კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ზოგიერთმა ადამიანმა ძალიან ბევრი ლაპარაკი იცის. შესაძლოა, საინტერესოდაც ლაპარაკობდეს, მაგრამ მაინც არასწორად მიმაჩნია გაუთავებელი საუბრით სხვისი გაბეზრება. როგორ უყურებს ამას ეკლესია?
პასუხი: ამის პასუხად გეტყვით, რომ ღირს მამა არსენს არ უყვარდა, როდესაც მასთან რჩევისთვის მომსვლელი დიდხანს რჩებოდა და ლაპარაკით თავს აბეზრებდა. იგი ამბობდა: საუბრის დასაწყისში მას როგორც ანგელოზს, ისე ვუყურებ, ხოლო თუკი წასვლას აგვიანებს, ისე ვხედავ, როგორც ეშმაკსო.
კითხვა: არის თუ არა ყველა გონიერი ადამიანი ღმერთისთვის მისაღები?
პასუხი: წმიდა მამათა გადმოცემით: ადამიანი რომ ღმერთისთვის მოსაწონი იყოს, ის სიმდაბლით უნდა გამოირჩეოდეს და არა გონიერებით. შესაძლოა, გონიერება ბოროტმაც მიანიჭოს ადამიანს, მაგრამ სიმდაბლეს ვერასდროს მიანიჭებს და ღვთისთვის სათნო ადამიანი ამითაც გამოირჩევა.
კითხვა: როგორ გავიგოთ, სწორად ვირჩევთ თუ არა ამა თუ იმ პროფესიას?
პასუხი: შეეცადეთ, პროფესია არ აირჩიოთ სათანადო განსჯისა და უფლისადმი ლოცვის გარეშე. მიმართეთ უფალს გულმოდგინე ლოცვით და ის დაგანახვებთ გზას, რომლითაც უნდა იაროთ.
კითხვა: როდესაც ორი ადამიანი კამათობს და დავობს, უნდა ჩავერიოთ თუ არა მათ ჩხუბში თუ თავი მათგან შორს დავიჭიროთ?
პასუხი: მოყვასისადმი სიყვარული ჩვენგან მოითხოვს, რომ არა მხოლოდ თავად ვიყოთ ყველასთან მშვიდობით, არამედ სხვებსაც დავეხმაროთ სიმშვიდის შენარჩუნებაში. ჭეშმარიტი ქრისტიანი გულგრილად არ უნდა უყურებდეს თავისი ახლობლების მტრულ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ და ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ მათ შორის მშვიდობა ჩამოაგდოთ.
კითხვა: როგორ წარდგება მდიდარი ადამიანი უფლის სამსჯავროზე?
პასუხი: მდიდარი უფლის სამსჯავროზე თავისი სიმდიდრის გამო კი არ აგებს პასუხს, არამედ იმის გამო, თუ როგორ გამოიყენა თავისი სიმდიდრე. იყო თუ არა კეთილი, უხვი და შემწე სხვათა მიმართ. თავისთავად, სიმდიდრე კი არ არის ბოროტება, არამედ, თუ ის სიმდიდრეს კეთილ საქმეებში არ გამოიყენებს. უფალი ბევრ ადამიანს სიმდიდრესაც გამოსაცდელად აძლევს, მაგრამ ზოგი სწორად აბარებს „გამოცდას“, სხვანი კი ამ სიმდიდრის მოხვეჭას მხოლოდ საკუთარ დამსახურებად მიიჩნევენ და მას საკუთარივე კეთილდღეობისთვის მოიხმარენ. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია და ასეთი ადამიანი აუცილებლად აგებს პასუხს უფლის სამსჯავროზე.
კითხვა: გარდა სასიამოვნო სურნელისა; რა სიმბოლური დატვირთვა აქვს საკმევლის კმევას?
პასუხი: როგორც საკმევლის ბოლი ამაღლდება, ასევე უნდა ამაღლდეს ჩვენი ლოცვები უფლის საბრძანისამდე – საკმევლის კმევაში ეს სიმბოლოა ჩადებული.
скачать dle 11.3