კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რისი მოსმენაც მას უნდა

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

ამბობენ, ქალს „ყურებით“ უყვარსო. ეს იმას ნიშნავს, რომ  ქალბატონებს სიამოვნებთ ყურადღება, კომპლიმენტები, საქები სიტყვები. ყველა ცოლი სიამოვნებით მოისმენდა ქმრისგან  ამ ფრაზებს.     
* საერთოდ არ გჭირდება ზედმეტი წვალება. მაკიაჟის გარეშეც ბევრად ლამაზად გამოიყურები;
* ჭკვიანი კაცები მეგობრებთან შეხვედრისა და მათთან ლუდის დალევის გამო თეატრში ცოლთან ერთად  წასვლაზე უარს  არ  ამბობენ;
*  მე თავისუფალი დრო მხოლოდ ორი საათი მაქვს, მაგრამ  მოვასწრებ, მოვისმინო, როგორ ჩაიარა  შენმა შეხვედრამ დაქალებთან;
*  რა მნიშვნელობა აქვს, რა ღირს ეს  ფეხსაცმელი და მერამდენეა შენს გარდერობში.  თუ შენ ის მოგწონს, ვყიდულობთ;
* ძალიან მიყვარს იმის ყურება, თუ როგორ ისვენებ შენ. დაისვენე, ჭურჭელს მე დავრეცხავ;
* რასაკვირველია, ფეხბურთზე მეტად შენ მიყვარხარ;
* სასიამოვნოა, როდესაც შენი დაქალები ჩვენთან გვიანობამდე რჩებიან,
* სულ ვფიქრობ და ვერ წარმომიდგენია,  რას გავაკეთებდი უშენოდ!

დააფასეთ  ქალი

ქალი, რომელსაც შეუძლია, მამაკაცს გაუგოს, საუკეთესო თანამგზავრია მისთვის. ანუ, რას ელოდება მამაკაცი ქალისგან? როგორ ქალთან გრძნობს თავს ყოვლისშემძლედ და მზადაა, მას თუ დასჭირდა მთებიც კი გადადგას.
როცა ქალი მამაკაცის მთავარი დასაყრდენია:
* მისი  პოტენციალის სჯერა და ფიქრობს, რომ  საყვარელ კაცს დიდი საქმეების კეთება შეუძლია;
* მხარს უჭერს  ყველა წამოწყებაში.  მას არ ავიწყდება, რომ პარტნიორს თავისი  მიზნები და ოცნებები აქვს. შესაბამისად, არასდროს შეუშლის ხელს მიზნების მიღწევაში;
* არასოდეს ავიწყდება  კაცს ჰკითხოს,  თუ როგორ აქვს საქმეები. ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ფიქრობს, ჩემს რჩეულს საკუთარ თავზე ზრუნვა არ  შეუძლიაო.  უბრალოდ, ქალი ბუნებით არის მზრუნველი,
* ის ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს, საყვარელ მამაკაცს – მას ესმის, რომ კომუნიკაცია ნებისმიერი ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მან ისიც იცის, რომ სრულფასოვანი ურთიერთობისთვის არა მხოლოდ საუბარი, არამედ მოსმენაც აუცილებელია;
* როცა საყვარელ მამაკაცს მხარდაჭერა სჭირდება, ყოველთვის მის გვერდითაა. ზუსტად იცის, რომ ტყუილსა და უნდობლობას ნებისმიერი ურთიერთობის განადგურება შეუძლია, რამდენად მტკიცეც  უნდა იყოს ის;
* ენდობა თავის რჩეულ  მამაკაცს  ისე, როგორც არავინ. ის მასთან   ყოველთვის გულწრფელი იქნება, მაგრამ  სამაგიეროდაც იგივეს  მოელის.
* არ ცდილობს, მხოლოდ თავისი და პარტნიორის  ურთიერთობის გარშემო იტრიალოს. სიყვარულშიც დარჩება პიროვნებად, რომელსაც აქვს საკუთარი მიზნები, ინტერესები და ცხოვრება;
* ესმის, რომ მამაკაცებს პირადი სივრცე სჭირდებათ და არა მხოლოდ თავად ცხოვრობს საკუთარი ცხოვრებით, არამედ უფლებას აძლევს, მათაც იგივე გააკეთონ, ჰქონდეთ თავისუფლება და საკმარისი პირადი სივრცე;
* თავისი პარტნიორი ჭეშმარიტად ამაყობს და არ ეშინია, ეს მთელ მსოფლიოს გააგებინოს – ის ხომ თქვენით აღფრთოვანებულია;
* ცდილობს, საერთო ენა გამონახოს ადამიანებთან, რომლებიც მის პარტნიორს უყვარს და აფასებს;
* იცის, რომ ის მის ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი არ არის, რომ საყვარელ მამაკაცს ჰყავს მეგობრები, რომლებსაც მასზე ადრე შეხვდნენ. ის მათ ყოველთვის პატივისცემით მოექცევა;
* თანმიმდევრულია. მას ვერ უწოდებთ უნდოსა და არათანმიმდევრულს. აფასებს სტაბილურობას და პარტნიორ მამაკაცს შეუძლია ყოველთვის დაეყრდნოს მას.
* არ ცდილობს თავი სხვა ადამიანად მოაჩვენოს. საყვარელი მამაკაცის გვერდით ის გულწრფელია;
* ის თავის რჩეულის შეცვლას არ შეეცდება. უყვარს ისეთი, როგორიც არის და არ სურს სხვა ვინმე გახდეს.
რატომ იპყრობენ
  ქალები მამაკაცების
 გულებს

არსებობენ ქალები, რომლებიც მამაკაცთა გულებს ადვილად იპყრობენ. მათ საპირისპირო სქესის  მოხიბვლა მარტივად გამოსდით. როგორ ახერხებენ ამას? არსებობს რამდენიმე   „ოქროს“  წესი:
*  მაშინაც კი იღიმიან, როცა მოწყენილები არიან – ისინი საკუთარ თავს ჩააგონებენ, რომ ქალი მხოლოდ მაშინაა ლამაზი, როცა იღიმება.  სრული სიმართლეა –  მოწყენილი არავის მოეწონებით. მამაკაცებს აინტერესებთ ქალები, რომლებიც განწყობის მიუხედავად, მაინც იღიმიან  და პოზიტივს აფრქვევენ;  
* იგრძენით თავი ლამაზ ქალად – ქალი რომელიც უვლის თავს და  ქუჩაში უმაკიაჟოდ არ გამოვა, კაცებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. უპირველესად,  საკუთარ თავს უნდა მოეწონოთ.  ეს ძალიან  მიმზიდველია საპირისპირო სქესისთვის;
* მცირედს არ დასჯერდეთ – ქალი უნდა იყოს  დამოუკიდებელი. უნდა იცოდეს საკუთარი ჭკუის, სილამაზის ფასი;
*  არ უნდა გეშინოდეთ მამაკაცების – ყველა  მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ ქალს აქვს ფრჩხილები, კბილები, ძლიერი ფეხები და ხელები. ანუ,  შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. ეს არ ნიშნავს მუქარას. უბრალოდ  კაცს დაანახეთ თქვენი „მე“;
* იყავით დამოუკიდებელი – ნუ დაელოდებით, რომ ვინმე გაგაბედნიერებთ და გახსოვდეთ, აუცილებლად   გჭირდებათ პირადი სივრცე;
* ქალი უნდა იყოს რომანტიკული – ჭეშმარიტ ქალს ფლირტი  და რომანტიკა  სისხლში აქვს.  სექსუალური და მგრძნობიარეა.
* არ ელოდება პრინცს. აფასებს მეგობრობას.  წინასწარ  არ აწყობს გეგმას, რომ თუ მამაკაცმა აკოცა, ცოლადაც უნდა მოიყვანოს.  ცდილობს, ყველაფრიდან სიამოვნება მიიღოს: ჭამითაც, სასმლითაც, კოცნითაც, სექსითაც.
* არ თამაშობს, იცის რა სურს – ჭკვიანი, ლამაზი, წარმატებული და საკუთარ თავში დარწმუნებულია.
აი, ასეთი ქალი უნდა მამაკაცს.
скачать dle 11.3