№24 დიპლომატია ავსტრიულად
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ვის აქვს გრძელი ენაო?!
მართალია, რამდენიმე წლის წინათ მოვინელეთ საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ერიკ ფურნიეს, დიპლომატიური სკანდალი (თქვენი მონა-მორჩილის მიერ გამოწვეული), როდესაც პატივცემულმა ელჩმა 1920 წელს ოსთა გენოციდში დაგვდო ბრალი, რაც, მოგვიანებით (სკანდალის გახურების შემდეგ), მე დამაბრალა, მოტივით – ჟურნალისტმა დამაკარგვინა წონასწორობაო (არადა, მხოლოდ კითხვა დავსვი, თან – წერილობით გამცა პასუხი, ანუ ჩემი კითხვით აღგზნებულს დაშოშმინების საშუალება ნამდვილად ჰქონდა, იმას გარდა, რომ რა დიპლომატია, თუ თავს ვერ აკონტროლებს?!), მაგრამ აწ უკვე ავსტრიის ელჩმა გაგვაკვირვა.
კერძოდ, ინტერვიუში არად ბენკომ ბრძანა, რომ „საქართველოში ბიზნესის განვითარებას გადაწყვეტილებების მიუღებლობა და გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანთან ნაკლებობა უშლის ხელს”.
მოგვიანებით კი, რაკი არავის ეპიტნავა მისი გამოსვლა და ელჩს არც შეჰფერის მსგავად ლაპარაკი (რასაც თავადაც მიხვდა), გუნდრუკიც მოგვიკმია, „საქართველო ნამდვილად ევროპული ქვეყანაა და ჩვენ ყოველთვის გვსურს, ვიყოთ გულწრფელნი ჩვენს მეგობართან“ და ინსტრუქციაც გაგვაცნო: „სამმა ელჩმა ხანგრძლივად ვისაუბრეთ და ბევრი კარგი რამე ვთქვით საქართველოზე. ხაზი გავუსვით, რომ საქართველოში კორუფციის დონე ძალიან დაბალია. მე ვისაუბრე იმაზე, რომ ამ ქვეყანაში გარანტირებულია კანონის უზენაესობა. კიდევ ძალიან ბევრი კარგი რამ ვთქვით და, ამასთან ერთად, მე ვისაუბრე რამდენიმე ისეთ საკითხზე, რომელთა გამოც ისეთი ბედნიერნი არ ვართ. შესაძლოა, მე ამ პრობლემებზე საუბრისას არასწორი სიტყვები გამოვიყენე.“
სავსებით ბუნებრივია, ავსტრიის ელჩმა არ იცოდეს ჩვენებური გამონათქვამი, პირზე მომდგარსა სიტყვასა განა ყველასა თქმა უნდაო, მაგრამ, წესითა და რიგით, დიპლომატიურ ეტიკეტს უნდა ფლობდეს, თორემ რა გამოდის?! ასე რომ გველაპარაკება, იმიტომაც აღარ გვინდა ჩრდილოეთის ხსენება. -