№24 იმოგზაურე ზღაპრულ სამყაროში და გაატარე დაუვიწყარი ზაფხული „პეგას ტურისტიკთან“ ერთად
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი წლევანდელი ბიუჯეტი ძალიან მწირია, ჩაიკითხეთ ეს ინტერვიუ ბოლომდე და, ვინ იცის, იქნებ აღმოაჩინოთ, რომ საზაფხულოდ გათვლილი თანხით ადგილობრივ კურორტებზე დასვენების სანაცვლოდ, უცხოეთში გამგზავრებას შეძლებთ, სადაც გარანტირებული გექნებათ მზე, რუჯი, ლურჯი ზღვა და ჭიქა კოქტეილით პლაჟზე ნებივრობა. დაიმახსოვრეთ, რომ, თუ „პეგას ტურისტიკის“ სამოგზაურო პაკეტს შემოგთავაზებენ, შეგიძლიათ, თვალდახუჭული ენდოთ, ვინაიდან, საქართველოს ბაზარზე ეს ის გამორჩეული კომპანიაა, რომელიც, ოფიციალური შეთავაზების გარდა, დამსვენებელს დამატებით სიურპრიზებსაც ჰპირდება, ვინაიდან მათი მენეჯმენტი მთლიანად ევროპული ბაზრის საერთაშორისო კანონის პრინციპებზეა დამყარებული. ასე რომ, „პეგას ტურისტიკი“ თქვენი უსაფრთხო და კომფორტული დასვენების 100-პროცენტიანი გარანტია.
„პეგას ტურისტიკი“ 16 ივნისიდან პირდაპირ რეისებს გთავაზობთ თბილისიდან ბოდრუმის მიმართულებით. „პეგას ტურისტიკის“ მეშვეობით, უკვე უამრავმა ადამიანმა შეიგრძნო, რა არის
ნამდვილი დასვენება და სრული კომფორტი, რაც მოგზაურობის დროს აუცილებელია. მოკლედ, თუ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ არჩევანი და ფიქრობთ, სად გაემგზავროთ, ამაში ჩვენი რესპონდენტი, „პეგას ტურისტიკის” კომერციული დირექტორი სალომე ბერაია ნამდვილად დაგეხმარებათ.
ნამდვილი დასვენება და სრული კომფორტი, რაც მოგზაურობის დროს აუცილებელია. მოკლედ, თუ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ არჩევანი და ფიქრობთ, სად გაემგზავროთ, ამაში ჩვენი რესპონდენტი, „პეგას ტურისტიკის” კომერციული დირექტორი სალომე ბერაია ნამდვილად დაგეხმარებათ.
სალომე ბერაია: საერთაშორისო ტუროპერატორი „პეგას ტურისტიკი“ 25 წელია, წარმატებით ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე და უკვე მეშვიდე წელია, რაც საქართველოში შემოვიდა. საქართველოს ოფისი ძირითადად ტურისტების ქვეყნიდან გაყვანითაა დაკავებული, თუმცა, მეორე წელია, ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ტურისტების შემოყვანასაც ითვალისწინებს.
– ზღვის მოყვარულთათვის წელს სასიამოვნო სიახლე გაქვთ.
– წელს „პეგას ტურისტიკის“ ზაფხულის სეზონზე ყველაზე აქტუალური მიმართულება თურქეთის რეგიონია. დავიწყეთ პირდაპირი ჩარტერული რეისები ბოდრუმისა და მარმარისის მიმართულებით, რაც ნამდვილად სიახლეა ქართული ბაზრისა და ჩვენი მომხმარებლისთვის.
თურქეთის ავიახაზების ბორტით დავფრინავთ ანტალიის მიმართულებითაც, „პეგას ტურისტიკის“ ზაფხულის სეზონის მთლიანი პროდუქტი ასე გამოიყურება: ბოდრუმი, მარმარისი, ქუშადასი და ანტალია – ოთხი სრულიად განსხვავებული ზღვის კურორტი, რომელთა ნაწილი ხმელთაშუა, ნაწილი
კი ეგეოსის ზღვის სანაპიროზეა.
კი ეგეოსის ზღვის სანაპიროზეა.
– წელს რა ფასად შეგვიძლია თურქეთის კურორტებზე დასვენება?
– ჩვენი ფასები ყველა ტიპის ბიუჯეტიან დამსვენებელზეა მორგებული. ძალიან მრავალფეროვანი სასტუმროთა ბაზა გვაქვს და მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია, დასვენება თავისი ჯიბის მიხედვით დაგეგმოს.ჩვენი ტურის მინიმალური ფასი 352 ევროა, ფასები ბალანსირდება სეზონის მიხედვით და სასტუმროებიდან გამომდინარე.
– როდიდან შეგვეძლება ახალი ტურით მგზავრობა და რა კომფორტს სთავაზობთ დამსვენებლებს?
– პირდაპირი რეისები თბილისიდან ბოდრუმის მიმართულებით 16 ივნისიდან დაიწყება. ჩვენი ტურისტული პაკეტით დაინტერესებულებს შეუძლიათ, მიაკითხონ თბილისის ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოს და შეიძინონ „პეგას ტურისტიკის“ შეკრული ტურპაკეტი, რომელიც მოიცავს ავიაგადაფრენას თურქეთის ავიახაზების ბორტით. მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთის ავიახაზები ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც ძალიან უსაფრთხო, კომფორტული და ხარისხიანი პროდუქტია. ჩვენ გთავაზობთ პირდაპირ ავიაბილეთებს, იმ სასტუმროში განთავსებას, რომელსაც თვითონ მგზავრი ირჩევს, კვებას ბორტზე და შეუზღუდავ – ულიმიტო საკვებსა და სასმელს სასტუმროში. პაკეტში, ასევე, შესულია სამოგზაურო დაზღვევა და ტრანსფერი – აეროპორტიდან სასტუმრომდე და პირიქით – სასტუმროდან აეროპორტამდე,
ყველა სასტუმროში გვყავს ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც ზრუნავენ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი პრობლემის აღმოფხვრაზე და ტურისტს რაიმეს გასარკვევად თბილისში დარეკვა არ უწევს. ჩვენი წარმომადგენელი ხვდება აეროპორტში, აცილებს სასტუმრომდე, ეხმარება ყველა დეტალის გარკვევაში, სთავაზობს იმ მრავალფეროვან საექსკურსიო პროგრამებს, რომელიც პორტფოლიოში გვაქვს. აუცილებელია საექსკურსიო ტურების ადგილზე, თურქეთის ტერიტორიაზე შეძენა.
P.S „პეგას ტურისტიკი“ ქმნის ზღაპრულ, შთამბეჭდავ ტურებს თქვენი დასვენებისა და სიამოვნებისთვის!