კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ იკისრა ალექსანდრე ზაზარაშვილის ოჯახმა სხვის ოთხ შვილზე მზურნველობა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინული „ვოისის“ ბრმა ქასთინგის სცენაზე სასწაული მოახდინა. მან ინგლისური ჰიტი All by myself იმღერა და ოთხივე მენტორი შემოაბრუნა. თვალცრემლიანი მენტორები ემოციებიდან ვერ გამოდიოდნენ, აპლოდისმენტები არ წყდებოდა დარბაზშიც... 23 ივნისს პროექტის მეორე ტური, „რინგი“ გაიმართება, სადაც საქართველოს სახელით კვლავ ალექსანდრე წარსდგება. პატარა მომღერალი წარმოშობით გორიდანაა და რუისში ცხოვრობს.
  ალექსანდრე ზაზარაშვილი: თავდაპირველად ბულგარეთში „სლავიანსკი ვენეცის“  ფესტივალზე ვიყავი წასული, სადაც პირველი ადგილი მოვიპოვე. იქიდან გამიშვეს უკრაინის ერთ-ერთ კონკურსზე, სადაც პროდიუსერი გრიგოლ ჟღენტი იყო. სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა ის, რომ დღეს უკრაინულ „ვოისში“ ვარ. ბიძასავით მყავს, ძალიან ვუყვარვარ და ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. იმდენი რამ გამიკეთა, რომ ასე რთულია მის შესახებ საუბარი. ჩემი ცხოვრება შეცვალა. როცა მომისმინა, ძალიან მოვეწონე და უკრაინული „ვოისის“ ქასთინგზე მისი დიდი სურვილით მივედით.
გულიკო ეგნატაშვილი (დედა): სამი წლისამ დაიწყო სიმღერა და პატარაობიდანვე ხშირად გამოდიოდა სხვადასხვა კონკურსზე. ერთხელ ანაკლიაში ჩატარდა ფესტივალი და ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა: ამ ბავშვს დიდი მომავალი აქვს, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მას მსოფლიო გაიცნობსო. ასეც მოხდა. ლექსო, იმავდროულად, საოპეროსაც მღერის და ამ მიმართულებითაც აქვს წარმატებები. ცოტა ხნის წინ „მსოფლიო ტალანტების“ კონკურსი ჩატარდა, სადაც ბავშვები ბათუმიდან კახეთის ჩათვლით იღებდნენ მონაწილეობას. ალექსანდრე იყო ყველაზე პატარა. ჟიური ამერიკიდან ჩამოვიდა. ამ კონკურსის გამარჯვებულიც ლექსო გახდა და სექტემბერში ამერიკაში მიჰყავთ. სამი თვით ადრე „მომავლის ვარსკვლავების“ გამარჯვებული გახდა და იტალიაში წაიყვანეს. იქ მოიპოვა  „პეზაროს“ აკადემიის სტიპენდია და სწავლის გაგრძელების უფლება.
– ალექსანდრე, ოთხივე მენტორი შემოაბრუნე. ნერვიულობდი სცენზე?
ალექსანდრე: თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო. დიდი სურვილი მქონდა, ქართული სიმღერა შემესრულებინა და ერთ-ერთმა მენტორმა მითხრა, ისე არ გაგიშვებ, თუ ქართულად არ იმღერებო. კადრში ჩანს, როგორ გამიხარდა ეს და ტირილი დავიწყე. „ლალე“ ვიმღერე, რომელიც ჩემი ძალიან საყვარელი სიმღერაა. 4-5 წლის ასაკში ვმღეროდი და დღემდე მიყვარს.
– ქალბატონო გულიკო, რა ხდებოდა სცენის მიღმა, როგორ გულშემატკივრობდით?
ქალბატონი გულიკო: ისე მოხდა, რომ უკრაინაში საგულშემატკივროდ მხოლოდ, მამა გაჰყვა. მე ვერ მოვახერხე წასვლა. ძალიან ვნერვიულობდი. სახლიდან ვგულშემატკივრობდი და ყველაფერი ორმაგად მქონდა გამძაფრებული. რადგან მის გევრდით არ ვიყავი, ასე მეგონა, რაღაც დააკლდებოდა. სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის ვლოცავ, ვკოცნი, ვეხუტები და ვამხნევებ. ახლა კი, ეს რომ არ შემეძლო, განვიცდიდი. ყველაფერი ღმერთს მივანდე. კეთილი საქმის გამო ვიყავი სახლში, ჩემი პატარები არ მინდოდა დამეტოვებინა. ჩემს პატარებთან ერთად სახლიდან ვგულშემატკივრობდი და უფლის იმედი მქონდა.
– დღეს ექვსი შვილის გაზრდა საკმაოდ რთულია. როგორ ცხოვრობთ?
– ორი შვილი მყავს საკუთარი, ლექსო და 19 წლის ნიაკო, რომელიც ყველაფერში მეხმარება. ოთხ ბავშვზე ჩვენ ვიკისრეთ მზრუნველობა. ხანდახან ვფიქრობ, უფალი იმხელა ძალას მაძლევს, საკუთარი თავის მიკვირს. დიდ ბედნიერებას მანიჭებს, სხვის შვილებს რომ ვუნაწილებ სიყვარულს. ყველაფერს მათთვის ვაკეთებ. თავად დიასახლისი ვარ, ჩემი მეუღლე „ტაქსიზე“ მუშაობს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ლექსოს ხელი შევუწყოთ, მთელი ოჯახი მასზე  ვართ გადართულები.
– როგორ მოხვდნენ ეს ბავშვები თქვენს ოჯახში?
– ეს იყო ლექსოს სურვილი. პატარაობიდანვე მივაჩვიეთ ეკლესიურ ცხოვრებას. ჩემი მეუღლე მონასტერში დადიოდა, გარკვეული პერიოდი იქ ცხოვრობდა კიდეც. ალექსანდრეც სტიქაროსანი იყო და მონასტერში რჩებოდა ხოლმე. მონასტერში გაჭირვებულ ოჯახებს მოჰყავდათ პატარა ბავშვები, რომლებმაც წერა-კითხვაც არ იცოდნენ. მამაო ზრდიდა მათ და ლექსო ეხმარეობდა. ერთხელ მითხრა: დედა, მე ჯერ ფული არ მაქვს, მაგრამ დიდი რომ გავიზრდები, თუ მომღერალი გამოვალ, ისეთი სახლი მექნება, სადაც ასეთი ბავშვები ჩემთან ერთად იცხოვრებენ. მე მოვუვლი მათ და მათზე ვიზრუნებო. მონასტერში იყო ერთი ბავშვი, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა და მთხოვდა, სახლში წამოგვეყვანა, მაგრამ ამის უფლება არ გვქონდა. მერე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ოთხ დედმამიშვილს დედა გაუხდა ავად. ვიდრე დედა გამოჯანმრთელდებოდა ბავშვები ჩვენთან წამოვიყვანეთ. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა და ბავშვებიც ჩვენთან დარჩნენ. ყველაზე პატრა ერთი წლის იყო. დედა არც ახსოვს, თავად გავზარდე და მე მეძახის დედას. იცის, დედა დაღუპული რომ ჰყავს, მაგრამ ისე ვუყვარვარ, რომ მეუბნება, შენ ხარ ჩემი დედაო. ახლა უკვე შვიდი წლისაა, ბაღიც მოიარა და წელს სკოლაშიც მივიყვანე. ძალიან ბედნიერები არიან, ვერც გრძნობენ, თუ სხვა სახლში ცხოვრობენ. თუმცა, ეს სახლი მათიცაა.
– მთელი საქართველო შენზე ლაპარაკობს. ალბათ, პირადადაც უამრავ შეტყობინებას იღებ. რას გეუბნებიან ყველაზე ხშირად?
– ჯერ არ წამიკითხავს უარყოფითი კომენტარი ჩემზე. „ფეისბუქი“ რომ გავხსენი, უამრავი შეტყობინება დამხვდა. ისეთ თბილ სიტყვებს მწერენ, იმდენ მადლობას მიხდიან, რომ უზომოდ გახარებული ვარ. ყველაზე ხშირად მეუბნებიან, „ეს რა მოვისმინეთ“, „ეს რა იყო“, „ცრემლებამდე მივედით“ და ასე შემდეგ. მაბედნირებს ეს ყველაფერი. ჩემი ოცნება იყო, რომ ასე ვყვარებოდი ხალხს და ეს ოცნება ამისრულდა.
– ერთ დღეში გახდი ძალიან პოპულარული. ამ ფაქტს უკვე შეეჩვიე?
– თავიდან, როცა გამოვედი, ვთქვი: ერთი სული მაქვს, როდის გავა ეს სიმღერა ტელევიზიით, რომ ერთი სტატია მაინც წავიკითხო წარწერით – ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელმაც უკრაინაში მენტორები აატირა-მეთქი. რაც დღეს ხდება, ამას მართლა არ ველოდი. დედა მეუბნებოდა, ხვალ რომ გაიღვიძებ, სხვა ცხოვრება გექნებაო და ზუსტად ასე მოხდა, რადიკალურად შეიცვლა ჩემი ცხოვრება, ერთ დღეში კი არა – 12 საათში. მომწონს ეს ყველაფერი და მინდა, რომ არასდროს დასრულდეს. ყოველთვის მინდოდა, პოპულარული ვყოფილიყავი. პატარაობის ვიდეოებს რომ ვუყურებ, ყველგან ისე ვთამაშობ, თითქოს სადმე გადაცემაში ვარ მიწვეული (იცინის). ახლა ეს რომ სინამდვილეა, სასწაული მგონია.

скачать dle 11.3