კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რატომ აქვს მუდმივად საყვარელი მამაკაცის მონატრების მომენტი მარიტა როხვაძეს და რას უკონტროლებს მას ქმარი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალი მარიტა როხვაძე ბოლო პერიოდში საკმაოდ შეიცვალა. რაც საყვარელი მამაკაცის გვერდით დაიწყო ცხოვრება, თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობს. მართალია, ჯერ ქმარმა მისი „გასვანება“ ვერ მოახერხა, მაგრამ თავად ამბობს, რომ ეს გაუჭირდება. როდის გეგმავს ის ჯვრისწერას, აპროტესტებენ თუ არა მათ უკანონო ურთიერთობას მშობლები და რატომ არ მოსწონს გაპრანჭული მარიტა საყვარელ მამაკაცს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
  მარიტა როხვაძე:  ახლახან ფოტოსესია მოვაწყვეთ კახეთში, ხუჭუჭა პარიკი მეფარა თავზე და მეიქაფ არტისტის, ლინას სრული ლუქით ვიყავი წარმოდგენილი. სოციალურ ქსელში რეტროსტილში, ვინტაჟური ფოტოები რომ დავდე, ბევრმა ვერ მიცნო (იცინის). მწერდნენ, ეს შენ ხარო? ზოგადად, ცვალებადი ხასიათი მაქვს და მიყვარს იმიჯის ხშირი ცვლილება. ადრე საოცრად ვიკეთებდი თმას, ცხრა ფერში მქონდა შეღებილი, ახლა ასეთ ექსპერიმენტებს აღარ ვაკეთებ (იცინის). ამ ეტაპზე ჩემი თმის ბუნებრივი ფერი მაქვს და ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ვულგარული არ უნდა იყო, თორემ თუ სითამამე ესთეტიკურად ლამაზია, ამაში დასაძრახისი არაფერია.
– შენი ცვალებადი ხასიათი პირად ცხოვრებაზეც აისახება?
– ადრე აისახებოდა, ახლა – აღარ. ადრე შეიძლებოდა, ელემენტარულზე გავბრაზებულიყავი და ავფეთქებულიყავი, ახლა ვთოკავ თავს, რადგან მარტო აღარ ვარ, გვერდით საყვარელი მამაკაცი მყავს და მისი ხასიათიც უნდა გავითვალისწინო. თუ სადმე ვარ დაპატიჟებული და მას არ უნდა წასვლა, არც მე მივდივარ. მის ხასიათზე აწყობა მიწევს, როგორც მას – ჩემზე და ამით ვაბალანსებთ სიტუაციას. წავსულვარ მარტო მეგობრებთან ერთად გასართობად და ჩემს მეორე ნახევარს ამაზე პრეტენზია არ ჰქონია. თუმცა, მირჩევნია, ის ჩემ გვერდით იყოს.
– მართალია, რომ ბუბა საწოლთან საჩუქრებს გახვედრებს?
– ურთიერთობა რომ დავიწყეთ, უფრო მეტად მიკეთებდა საჩუქრებს, ახლა, როცა თავისად დამიგულა, მოუკლო (იცინის). ხშირად გვიწევს ერთმანეთის გარეშე ყოფნა – მე ქალაქგარეთ კონცერტებზე ვარ ან ქუთაისში, მშობლებთან, ბუბასაც საქმეები აქვს, ხან სვანეთში მიდის და მონატრების მომენტი სულ გვაქვს. რომანტიკულობა მხოლოდ საჩუქრებში არ გამოიხატება. როცა ადამიანი გენატრება და რამდენიმე დღის განშორების შემდეგ ნახავ, ის ჩახუტება, ნებისმიერ საჩუქარზე გაცილებით მეტია. როცა საყვარელი ადამიანის გვერდით ხარ, ამას ვერცერთი საჩუქარი ვერ შეედრება.
– როცა საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრებას იწყებ, გარკვეული პრობლემებიც იჩენს თავს – შეგუების მომენტს ვგულისხმობ.
– მე ჯიუტი ვარ და ამის გამო ელემენტარულ რამეზე ვჩხუბობთ. მაგალითად, მე არ მიყვარს მარილიანი კერძები, ის კი მეჩხუბება: ხომ შეიძლება, ქვაბში ჩააყარო მარილი და თეფშში არ მიწევდეს შეგემებაო? (იცინის) როცა კონცერტი მაქვს, კარადიდან ვყრი ტანსაცმელს და ისე ვარჩევ. ის ამაზე ბრაზდება: სულ არეულ-აბურდული რატომ გაქვს გარდერობიო (იცინის). ვერ იტანს არეულობას, ყველაფერი მოწკეპილ-მოწესრიგებული უნდა იყოს. ვხუმრობ ხოლმე, რას მიკონტროლებ, როგორ მაქვს დაკეცილი მაისური-მეთქი. მე, ბუბას სახით, ძალიან ახლო მეგობარი ვიპოვე, რომელთანაც ყველა თემაზე შემიძლია, ვისაუბრო და რჩევაც მივიღო. ძალიან ერთგულია. თუმცა, არსებობს თემები, რომელზეც საყვარელ მამაკაცს არ უნდა ესაუბრო. მაგალითად, საერთოდ არ აინტერესებს, რა კოსმეტიკას ვიყენებ. არ მიკრძალავს, მაგრამ არ უყვარს მაკიაჟი და სულ მთხოვს, ნუ იკეთებ, შენში ის ბავშვური და ბუნებრივი ვიზუალი უფრო მომწონსო. თუ კონცერტი არ მაქვს, მაკიაჟს ყოველდღიურად ისედაც არ ვხმარობ. ასე რომ, ბუბას გაპრანჭული მარიტა არ მოსწონს, ბუნებრივი ურჩევნია.
– ერთხელ მითხარი, არსებობენ ბოროტი ადამიანები, ვისაც ორი ადამიანის ბედნიერება აღიზიანებთო. ახლაც იმავე აზრზე ხარ?
– დიახ, იმავე აზრზე ვარ. არსებობენ ადამიანები, ვისაც თავისი პირადი ცხოვრება არ გააჩნიათ, საკუთარ საქმეში წარმატებას ვერ მიაღწიეს და სხვების ცუდად ყოფნა უხარიათ. ასეთი ბოროტი ადამიანები სულ ერეოდნენ და ჩაერევიან ჩემს ცხოვრებაში. ფოტოს რომ დავდებ ან ჩემზე სტატია დაიდება და კომენტარს მიაწერენ: ფუ, ეს მახინჯიო... ძალიან სასაცილოა. ადრე ასეთ რამეებზე ვნერვიულობდი, მაგრამ მივხვდი, ბევრი ადამიანის პირდაპირი პროფესიაა, რომ სხვა ადამიანზე ნეგატიური თქვან და გული ატკინონ. ამიტომ იყო, რომ საყვარელ მამაკაცზე არ ვლაპარაკობდი. თუმცა, ის ეტაპი გადავლახეთ, ბოლომდე რომ გავერკვიეთ და გრძნობებში ჩამოვყალიბდით, მერე გამოვჩნით ერთად. ასე რომ, ეს პროცესი საყვარელ მამაკაცთან ერთად გადავლახე და ახლა ნეგატიური გამოხდომები აღარ მაღიზიანებს.
– ძალიან ენერგიული და მხიარული გოგო ხარ.  შენი რჩეული კი, დინჯი სვანია. ერთმანეთს როგორ ეწყობით?
– ზუსტად ეგ არის ჩვენი ბალანსი, რომ ის მე მადინჯებს და მე მას ვაგიჟებ (იცინის). იცით, ეს როგორ ხდება? პლუსის და მინუსის ამბავია (იცინის). სხვათა შორის, ბევრი საერთოც გვაქვს – ორივეს გვიყვარს მუსიკა, ვგიჟდებით ქართულ სამზარეულოზე, გვიყვარს ბუნება და ნადირობა, სეირნობა, სპონტანურად დაგეგმვა და გაკეთება.
– დედამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვს და სვანური ტრადიციული კუბდარის ცხობა თუ გასწავლა?
– სხვათა შორის, დედამთილი არ არის სვანი, ბათუმელია. ზოგადად, ის კერძი, რომელშიც მთავარი ინგრედიენტი ხორცია, მამაკაცებს უფრო გემრიელი გამოსდით. ბუბაც და მამამისიც ხორცეულს კარგად ამზადებენ და ჩვენ, ქალები ვზივართ და მათი შემოქმედებით ვტკბებით (იცინის). რაც შეეხება კუბდარს, ხორცს მამაკაცები ამზადებენ და შეფუთვა და გამოცხობა ქალებზეა. ამ მხრივ, მე ვერ გავსვანდი, არ გამომდის (იცინის). ისე, იმერელი ქალის გასვანება, ცოტა რთულია. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს დედამთილთან და ერთი დიდი ოჯახი ვართ – ჩემი მშობლები და ბუბას მშობლები.
– შენც და ბუბაც ტრადიციულ ოჯახებში გაიზარდეთ. თუმცა, ერთად ცხოვრობთ და ურთიერთობა არც ხელმოწერით და არც ჯვრისწერით დაკანონებული არ გაქვთ. ამას მშობლები არ აპროტესტებენ?
– როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ვფიქრობ, დაკანონება და მაინცდამაინც ფურცელზე ხელმოწრა არაფერს ცვლის. ჩვენ ერთმანეთი დავნიშნეთ, ბეჭდები გვიკეთია, კარგად ვართ და ერთად ვცხოვრობთ. თუმცა, ოჯახის წევრები გამუდმებით გვეკითხებიან, ჯვარს როდის იწერთ და ქორწილს როდის გეგმავთო. ამასაც მოვაბამთ თავს და ბავშვი აუცილებლად კანონიერ ოჯახში დაიბადება. ასე რომ, სანამ ბავშვი გაჩნდება, მანამდე ჯვარს დავიწერთ.

скачать dle 11.3