№23 ანეკდოტები
საიუველირო მაღაზიაში შესულ მამაკაცს გამყიდველი გოგონა ფართო ღიმილით შეეგება და ეუბნება.
– რა კარგია, რომ ჩვენს მაღაზიაში შემოხვედით. 20-პროცენტიანი ფასდაკლება გვაქვს. უყიდეთ რამე თქვენს შეყვარებულს, თუნდაც ეს გულის ფორმის ოქროს ყელსაბამი. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოეწონება.
– არ მყავს შეყვარებული.
– შეუძლებელია, ასეთ წარმოსადეგ, ლამაზ, ტანად მამაკაცს შეყვარებული არ ჰყავდეს. და რატომ?
– ცოლი არ მაძლევს მაგის უფლებას.
***
შვილი დედას ეკითხება:
– დედიკო, ადამიანი უკბილოდ გადარჩება?
– ადამიანი კი, აი, მამაშენი კი ვერა.
– რატომ?
– კბილის ექიმია და იმიტომ.
***
ადვოკატთან მამაკაცი მივიდა, მაგიდაზე ფურცლების შეკვრა დაუდო და ეუბნება:
– აი, ეს არის საქმე – „ლევანი გივის წინააღმდეგ“. მოჰკიდებთ ხელს?
– ადვოკატმა ფურცლებს გადახედა. შემდეგ ფეხზე წამოდგა, ხელი მაგრად ჩამოართვა და ეუბნება:
– გილოცავთ, ბატონო ლევან, კანონი თქვენს მხარესაა!
– რა? მე ლევანი კი არ ვარ, გივი ვარ!
– არ ინერვიულოთ, ბატონო გივი, სასამართლო პრაქტიკა თქვენს მხარესაა!