№23 ბრძნული აზრები
დე გოლი: ყოველთვის ყველაზე რთული გზა აირჩიეთ, მასზე კონკურენტებს არ შეხვდებით.
ემეცი: იმას, ვინც სულში ერთხელ შემოუშვი, ვეღარ გააგდებ. იქ მუდამ დარჩება მისი ცარიელი სკამი.
ვოლტერი: სანამ ადამიანი არ ნებდება, ის საკუთარ ბედზე ძლიერია.
მონტენი: რატომ არის, რომ თავის ნაკლოვანებებს არავინ აღიარებს. იმიტომ, რომ ნაკლოვანებები ახლაც რჩება მათში.
ოთარ ჭილაძე: ვიდრე ადამიანი ფიქრობს, მარტოა და მის სიმარტოვეს არაფერი ეშველება, თუ ფიქრში ვინმე არ ჩაეზიარა.
პითაგორა: ჩუმად იყავი ან ისეთი რამე არ თქვა, რაც დუმილზე უარესია.
რემარკი: ერთადერთი გულწრფელი აღსარება ისაა, რომელსაც არაპირდაპირ ვამბობთ სხვებზე ლაპარაკისას.
კლუჩევსკი: დაანებეთ თავი შვილის აღზრდას, ის მაინც თქვენ დაგემსგავსებათ. საკუთარი თავი აღზარდეთ!
რუსო: ძალაუფლება ყველაზე ძლიერი აღმგზნები საშუალებაა.
ილია: სარწმუნოება და სათნოება ფარისევლობად არ შეგვიქმნია, თქვენი სლოკინი, ხელთა ფოტინი ღვთისადმი ლოცვად არ მიგვაჩნია.
შუკშინი: როდესაც ცუდად ვართ, ვფიქრობთ, რომ სადღაც ვიღაც კარგადაა. როდესაც კარგად ვართ, იშვიათად ვფიქრობთ, რომ სადღაც ვიღაც ცუდადაა.
გოეთე: დუმილი და ღიმილი – ეს ორი ძლიერი იარაღია. ღიმილი ბევრი პრობლემის მოგვარების ხერხია, დუმილი კი – მათგან თავის არიდების.
კოელიო: არსებობენ ადამიანები, რომელთა სულიც ოკეანესავით ღრმაა და სურვილი გიჩნდება, ჩაყვინთო. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც გუბეს ჰგვანან – გსურს, გვერდი აუარო, რომ არ დაისვარო.
ვოვენარგი: როდესაც დამარცხებული იღიმის, გამარჯვებული მოგების გემოს კარგავს.
მოლიერი: თუ ადამიანმა უმიზეზოდ შეგიყვარათ, მიეცით მას უამრავი მიზეზი.
ბეგბედერი: მამაკაცი თუ მოუთვინიერებელია, მაშინ ქალი დაუმარცხებელია.