№23 როგორ დაგვიცავს ბნელი ძალების ენერგეტიკული შემოტევისგან ოთხმხრივ ჩაკეტილი ოქროს კვადრატი
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
როცა გრძნობ, რომ რაღაც ისე ვერ ხარ, მაგრამ ვერ გაგიგია, რა გჭირს... თითქოს ფიზიკურად ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ნერვებს ვერ იმორჩილებ... და ასე, უსასრულოდ შეიძლება, გაგრძელდეს. მკურნალობ – შედეგი არ ჩანს... იწყება ჯერ ჩურჩული, შემდეგ კი პირდაპირ გეუბნებიან: მტერი გყავს ვიღაც და ამ საქმეში მაგია, ჯადო, ჩხიბვა უნდა ერიოსო. ჯერ ბრაზდები, მერე დაფიქრდები და ბოლოს გადაწყვეტ, მაინც ვცდი, იქნებ მეშველოსო. თუ როგორ უნდა დავადგინოთ, მართლაც „მოჯადოებული“ ვართ თუ არა და შემდეგ, რა ხერხებია საჭირო იმისთვის, რომ შავი მაგიის, ჯადოსა თუ გათვალვის ენერგეტიკულ თავდასხმას გავუმკლავდეთ, ამის შესახებ გვასაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი თემურ დ.
– შეიძლება თუ არა იმის დიაგნოსტირება, მართლა შეპყრობილი, ანუ მაგიური ძალის ზეგავლენის ქვეშაა ადამიანი თუ არა?
– დიახ. მაგიური ძალის გავლენით მონუსხული ადამიანი, პირველ ყოვლისა, იწყებს გახდომას, ამას ემატება წელის ტკივილი და თუ ქალია, შეიძლება, სახესა და თეძოებზეც გამოაყაროს. მას აღარ მოსწონს ახლობელი ადამიანი, ძალიან აღიზიანებს ბავშვები. ხდება სექსუალურად გულგრილი, ან პირიქით – ძალიან აღგზნებული. ასევე, „მოჯადოების“ ნიშნებია: ლოგინში დაწოლისას, დაძინებამდე თუ ადამიანს ძლიერი ქავილი დაეწყო; მოულოდნელად, ისე რომ ადრე მიდრეკილება არ ჰქონია, ალკოჰოლიკი გახდა; გაუჩნდა სუიციდისადმი ინტერესი და ხშირად ლაპარაკობს სიკვდილზე, რომელიც ასევე, ადრე არ ახასიათებდა. ეს ადამიანზე გამოვლენილი ნიშნებია, რაც შეეხება სხვა საშუალებას, შეიძლება ამისთვის კამათლები გამოიყენოთ. აიღეთ 4 ცალი კამათელი, დაყარეთ თეფშზე და თუ 4 „ოთხიანი“ დაჯდა, ბნელი ძალის ენერგეტიკული შეტევა სახეზეა, ასევეა, 3 „ოთხიანის“ შემთხვევაშიც, მაგრამ თუ „ოთხიანი“ ორზე მეტი არ ამოვიდა, მაგიური გავლენა შედარებით სუსტია.
– ვთქვათ, ამ ნიშნების მიხედვით, გაირკვა, რომ ადამიანი ბნელი ძალების ზეგავლენის ქვეშაა, რა შეიძლება, გამოვიყენოთ ამის საწინააღმდეგოდ?
– ყველაზე მარტივი მეთოდი ამისთვის ოქროს კვადრატის ტარებაა. შეუკვეთეთ იუველირს უბრალო, ოთხივე მხრიდან ჩაკეტილი კვადრატი და რაც უფრო ყვითელი იქნება, მით უკეთესი. ასეთი სამკაული შეგილძიათ, გამოიყენოთ, როგორც გულსაბნევი, კულონი, სამაჯური – სულერთია, სხეულის რა ნაწილზე ატარებთ. როცა ასეთი კვადრატის ოქრო ბზინავს, ვერავითარი ენერგეტიკული თავდასხმა ვერაფერს დაგაკლებთ. თუ საყვარელ ადამიანთან, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ, დაგეწყოთ უსიამოვნებები, ხშირად კამათობთ, ჩხუბობთ, საშინლად გამაღიზიანებელია ის თქვენთვის და არ იცით როგორ მოიქცეთ – ის ხომ ამდენი ხანია, გიყვარდათ და უცებ, პირდაპირ გაცოფებთ მისი დანახვა, სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, არის გამოსავალი. შეიძინეთ ჩიტის საკენკი ან ძაღლის საკვები, თუნდაც „პედიგრი“ და ერთი კვირის ან 10 დღის განმავლობაში გამოკვებეთ შავი ფრინველი ან შავი ძაღლი. უმჯობესია, ყვავი იყოს და აჭამეთ თუნდაც პური „ბატონი“. თუ ასე 10 დღის განმავლობაში მოიქცევით, მაგიური ძალის გამანადგურებელი გავლენა მოგეხსებათ.
– თუ მაგიასთან შებრძოლება დაგვიანდა, შეიძლება, ადამიანი ემსხვერპლოს კიდეც მის ზეგავლენას?
– ზოგ ჯადოს ისეთი ძალა აქვს, თუ მსგავსი წესებით მისი მოხსნა არ მოხერხდა, ადამიანი შეიძლება, გარდაიცვალოს კიდეც. ყველაზე საშიშია სასაფლაოს მიწის შავი მაგია, მაგრამ ამის ამოცნობაც შეიძლება. ასეთი შავი ენერგეტიკული „სენით შეპყრობილისგან“ მოდის ნესტის, პირიდან კი – სიდამპლის სუნი. ეწყება გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილება, ისეთი ძლიერი, რომ რაღაც მომენტებში, რამდენიმე წუთის განმავლობაში, შეურაცხადიც კია. სექსუალური მოთხოვნილება მანიაკალურია, სულ რაღაც უნდა და სულერთია, ქალი იქნება ეს, თუ კაცი. უცნაურია და სარკეში ასეთი ადამიანის უკან არ ჩანს გამოსახულება, მხოლოდ შავი ლაქაა, ან ჩანს რაღაც, თაფლაკვერის მსგავი, რომელზეც იეროგლიფებია გამოსახული, ციფრი 3-ის მაგვარი...
– რა კეთდება ამის საწინააღმდეგოდ?
– ერთ-ერთი ძლიერი რიტუალი ასეთია: სახლში შეიტანეთ ქოთანში ჩარგული მცენარე, ამოიღეთ იქიდან მიწა და ორივე პეშვით სახეზე ისე მოისვით, თითქოს პირს იბანთ. ასეთივე მოძრაობით წაისვით ის გულ-მკერდზე და სასქესო ორგანოებზე საცვლების ზემოდან. რაც ხელში დაგრჩებათ, ისევ უკან, ქოთანში ჩააბრუნეთ. ასე გააკეთეთ 7 დღის განმავლობაში, ყოველღამე, 12 საათის შემდეგ, ანდა, თორმეტსაც ნუ დაელოდებით, საკმარისია, ბნელოდეს. ეს მოგაცილებთ სასაფლაოს მაგიას, მთავარია, სარიტუალო მიწა ქოთნის მცენარისა იყოს, უმჯობესია – ალოე, ანდა, ნებისმიერი „მსუქანფოთლებიანი“ მცენარე, თუნდაც ფულის ხე. არსებობს მაგიის ამოცნობის სხვა საშუალებებიც. ყურადღება გაამახვილეთ თქვენი ოთახის ნათურაზე. თუ ის ძალიან ხშირად იწვება, ანდა მუდმივად ჭუჭყიანია ჭაღი, რადგან ძალიან მალე იმტვერება, ესე იგი, თქვენ ან ოჯახის რომელიღაც წევრი ენერგეტიკული შემოტევის განიცდით სექსუალური ლტოლვის გამო. გამოდის, ვიღაცას ძალიან მოსწონხართ და თქვენთან სასიყვარულო კავშირის გაბმა სურს. თუმცა, ყველაზე მთავარი ჭაღია. ცენტრალურ ოთახში დაკიდული ჭაღი ოჯახის ენერგიის შემნახველი მყარი „სეიფია“. ამიტომ, თუ ამ ჭაღს თვეში ერთხელ კარგად გაწმენდთ, ოჯახის წევრებს შორისაც დათბება ურთიერთობები და ვერანაირი ჩხიბვა, მაგია, გათვალვა, ჯადო და მათგან მომდინარე ენერგეტიკული თავდასხმა, ვერაფერს დაგაკლებთ, მთელ უარყოფით ენერგეტიკას ჭაღი მიიტაცებს. თუ ჭაღი ნახევარრკალისებრია, მორთეთ მცირე რაოდენობის ყვავილებით ან ყვავილის ფურცლებით. ასე, თქვენი ოჯახი მუდმივად დალოცვილი იქნება და ჩხუბს, გინებასა და ორომტრიალს სახლში ვერ ნახავთ. მაგრამ, თუ მხოლოდ სანთლისმაგვარი ნათურები გაქვთ, რომლებიც ჭერისკენაა მიმართული, არც ისაა ურიგო. როცა ასეთი ნათურები ხშირად იწვება, ესეც იმის ნიშანია, რომ სექსუალური ხასიათის ენერგეტიკული გზავნილია თქვენდამი. ასე რომ, თუ მართლა დარწმუნდით, რომ ბოროტი ძალა გიპყრობთ, მისდიეთ ჩვენს რჩევებს და მისგან გათავისუფლდით. ყველაფერი კარგად იქნება!