კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 გაიგეთ, როგორი ხასიათი გაქვთ

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  იცით, რომ იმ ლაქის ფერის მიხედვით, რომელსაც ყველაზე ხშირად ისვამთ ფრჩხილებზე, თქვენი ხასიათის ამოცნობა შეიძლება. აირჩიეთ ფრჩხილის ლაქის ფერი, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ და გაიგეთ, რა მიზნები გაქვთ  ცხოვრებაში...
* თუ იასამნისფერი ლაქი აირჩიეთ – ბავშვური ხასიათი დიდობაშიც გამოგყვათ. ზოგადად, განათლებული ხართ და მხიარული ხასიათი გაქვთ. აქტიურად ცხოვრობთ. თავიდან ბოლომდე წარმატებაზე ხართ მოტივირებული. ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებით.
* თუ ლურჯი ფერის ლაქი აირჩიეთ – თქვენი ემოციები დათრგუნულია. ძალიან მერყევი ხასიათი გაქვთ. როგორც წესი, თავს არიდებთ ადამიანებთან დაშორების რისკებს. იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის ლამაზად გამოიყურებით, შინაგანი მწუხარება თავს არ განებებთ. არ ხართ კეკლუცი, მაგრამ მამაკაცებს მაინც იზიდავთ.
* თუ შავი ფერის ლაქს  ანიჭებთ უპირატესობას – ფიქრობენ, რომ თქვენ რთული ცხოვრება გაქვთ. ყოველთვის რაღაც გაურკვევლობაში ხართ. გაქვთ უნარი, გვერდით ჭკვიანი მამაკაცი გყავდეთ. თქვენი ფრჩხილის ასეთი უჩვეულო ფერი პირდაპირ მიუთითებს, რომ გამორჩეული ხასიათისა და გემოვნების ადამიანი ხართ.
* თუ ვარდისფერი ლაქი აირჩიეთ – ეს ფერი სინათლესთან, სიხარულთან და ბედნიერებასთან ასოცირდება. სამყაროს მიმართ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და გსურთ, ყველა შანსი გამოიყენოთ. გაქვთ კეთილი გული და სხვებზე ზრუნვაც გიყვართ. ნებისმიერ სიტუაციაში თავს კომფორტულად გრძნობთ.
* თუ წითელი ფერის ლაქი ყველა სხვა ფერს  გირჩევნიათ – ვნებიანი და თბილი ადამიანი ხართ. ხასიათი სწრაფად გეცვლებათ და ძალიან მოულოდნელად შეიძლება, აფეთქდეთ კიდეც. დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ქალის იმიჯი გაქვთ. გიყვართ, როდესაც საზოგადოებაში გამოირჩევით. ამბიციური მისწრაფებები გამოძრავებთ და დახვეწილ ქალად გთვლიან.
* თუ თეთრი ფერის ლაქი აირჩიეთ – სრულყოფილებისკენ ისწრაფვით. თქვენი შინაგანი ბუნება ძალიან სუფთაა. მიმზიდველი, ლამაზი და სასიამოვნო ქალი ხართ. კომუნიკაბელურობაც არ გაკლიათ. გაქვთ კარგი ინტუიცია და სწორად იქცევით, როდესაც მას მიჰყვებით. მამაკაცს წესიერების მიხედვით ირჩევთ.

скачать dle 11.3