№23 7 დღეში დაკლებული 6 კილოგრამი
ნინო კანდელაკი ანი რევია

ბოსტნეულის დღე
აირჩიეთ ერთი სახეობის ბოსტნეული, კარტოფილის გარდა და მიირთვით განუსაზღვრელი რაოდენობით, ცოცხალი სახით, დღის ნებისმიერ დროს. ასევე, დღის განმავლობაში, აუცილებლად დალიეთ მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი.
ხილის დღე
უპირატესობა მიანიჭეთ ორი სახეობის ხილს და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში, რამდენიც გენებოთ. შეგიძლიათ, დაუმატოთ ცოტა იოგურტი ან კეფირი.
კენკრის დღე
მიირთვით ნებისმიერი სახეობის კენკრა და დალიეთ დღის განმავლობაში, მინიმუმ, 2 ლიტრი წყალი.
რძის ნაწარმის დღე
მთელი დღის განმავლობაში, მიირთით ერთი სახეობის რძის ნებისმიერი პროდუქტი. უმჯობესია, ხაჭო.
ბოსტნეულის დღე
დღის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ მოხარშული ბოსტნეული გარდა კარტოფილისა და დალიეთ ცოცხალი ხილის წვენი.
ხილის დღე
ჭამეთ ატამი და გარგარი, რამდენიც გსურთ. შეგიძლიათ, დაუმატოთ უცხიმო იოგურტი. დღის განმავლობაში სვით ბევრი წყალი.
ხილის წვენის დღე
დღის განმავლობაში დალიეთ მხოლოდ ერთი სახეობის ხილის წვენი.