კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 სახსრების ვარჯიში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სახსრების დაავადებათა შეფერხება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. ფიზიკური აქტივობა, კერძოდ, სახსრების რეგულარული ვარჯიში ასტიმულირებს სინოვიალური სითხის გამომუშავებას, შედეგად უმჯობესდება სახსრის მდგომარეობა. იმავდროულად, ვარჯიში განამტკიცებს კუნთებსა და მყესებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ზრდის მოქნილობასა და აუმჯობესებს ტანდეგობას. ზოგადად, ფიზიკური აქტივობა, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, რაც პოზიტიურად აისახება როგორც სახსრების, ასევე მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე.
  რეალურად ყველა ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველი ვარჯიშების შერჩევა, მთავარია, ყველა კუნთისა და სახსრის დატვირთვა, კისრის მალებით დაწყებული, ტერფებით დამთავრებული. ვარჯიში სახსრებისთვის, სულ მცირე, 30 წუთს მაინც უნდა გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია, ასაკოვნებმა წრიული მოძრაობები და კიდურების გაშლა-მოხრის ელემენტების შემცველი ვარჯიშები ნელი ტემპით შეასრულონ, საგულდაგულოდ მოახდინონ გარკვეული, უფრო მტკივნეული და უმოძრაო კუნთებისა და სახსრების მასირება, მეტი ყურადღება დაუთმონ ტერფების, მტევნებისა და თითების ვარჯიშებს.
  ასაკთან ერთად კუნთოვანი კორსეტი სულ უფრო სუსტდება. დაცემისა (ვარდნის) თუ უხეში მობრუნება-მოძრაობების დროს ხშირია ტრავმები. ატროფირებული კუნთები ვერ ამსუბუქებს ტრავმას, რადგან ვერ იცავს სხეულის შესაბამის ნაწილებს, მით უფრო ოსტეოპოროზის არსებობისას. რეგულარული ვარჯიშის წყალობით კუნთები ძლიერდება, ძლიერი კუნთოვანი მასის დახმარებით კი ხერხემლის მალები, მათი პრობლემების არსებობის შემთხვევაშიც კი დაცულია.
  ვარჯიში კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზეც, რადგან ხსნის ნერვულ დაძაბულობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კისრისა და მხრის სარტყლის კუნთების მოდუნება – ამისთვის განკუთვნილი ვარჯიშთა კომპლექსი ხსნის დაღლილობას და სწრაფად ამშვიდებს ადამიანს.
  ფიზიკური ვარჯიში სასარგებლოა ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერი მდგომარების დროს. მთავარია, ორგანიზმის ჯანმრთელობის შესაბამისად, ინდივიდუალური მიდგომით შეირჩეს ვარჯიშთა კომპლექსი, ზოგიერთი ტიპის დატვირთვა კი შეიზღუდოს ან გამოირიცხოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სპორტით დატვირთვა სრულებით არ შეიძლება – მთავარია, სწორად შეირჩეს ვარჯიშთა კომპლექსი და ადამიანმა ის თავისი შესაძლებლობების ფარგლებში შეასრულოს. ეს შეეხება სახსრების პათოლოგიებსაც. ართრიტი და ართროზი ხშირად სწორედ სახსრების არასაკმარისი დატვირთვის დროს ვითარდება და არა მხოლოდ ძლიერი დატვირთვის ან ტრავმის შედეგად.
  სახსრის ტკივილი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი დაჯდეს და აქტივობა შეწყვიტოს. თუმცა, გამწვავების პერიოდში სპეციალისტები არ გვირჩევენ მტკივნეული სახსრის გადაძაბვას. ასეთ დროს საჭიროა სპეციალიზებული ვარჯიშების შესრულება, რათა მტკივნეული სახსრის ირგვლივი კუნთები განმტკიცდეს, გაძლიერდეს, სხვაგვარად ისინი დუნდება და კიდევ უფრო ასუსტებს სახსრის ფუნქციას, განსაკუთრებით, თუ ეს მუხლის ან იდაყვის სახსრებს ეხება. უმოძრაობის გამო მტკივნეული სახსრები ხშირად კიდევ უფრო მეტად „იკირება, იკეტება“ და კარგავს ფუნქციას.
ქვემო კიდურების სახსართა პრობლემების დროს ვარჯიში ჯანმრთელი კიდურით უნდა დაიწყოს, წოლისას ან ჯდომისას, შემდეგ ჩაერთოს მტკივნეული სახსრის შემცველი, ანუ მეორე კიდური. მოძრაობები ნელი, დამზოგველი უნდა იყოს და დატვირთვა თანდათანობით გაიზარდოს. არც ვარჯიშის პროცესში და არც მისი დასრულების შემდეგ სახსარი არ უნდა იყოს მტკივნეული. თუ პაციენტს ტკივილი არ ეხსნება და ის მწვავე პროცესთანაა დაკავშირებული, სპეციალისტები მათ დატვირთვის შეწყვეტასა და ტკვილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღებას ურჩევენ. ქრონიკული ტკივილის სინდრომი, რომელიც ქრონიკულ ანთებით პროცესს ახლავს, მაგალითად, ოსტეოართროზს, არ არის ფიზიკური დატვირთვის უკუჩვენება. სპეციალისტთა განცხადებით, ვარჯიში ყველა შემთხვევაში აუმჯობესებს სახსრის მდგომარეობას, მის ფუნქციას და ამცირებს ტკივილს. ასეთ დროს საჭიროა თავს ძალა დაატანოთ, ვარჯიშის წინ მტკივნეული სახსრის არეში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული გელი შეიზილოთ და მაინც ივარჯიშოთ.

скачать dle 11.3